ელენე ნავერიანი

elene_naveraini.jpg

მულტიმედია არტისტი, რეჟისორი

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

 

 

 

ბიოგრაფია

ელენე ნავერიანი დაიბადა 1985 წელს საქართველოში. 2003 წელს ელენემ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მონუმენტური ფერწერის მიმართულებით. მალე ელენემ სხვა სტუდენტებთან ერთად ჩამოაყალიბა სახელოვნებო ჯგუფი LOTT. 2007 წლამდე ჯგუფი მუშაობდა ერთად და დაიცვეს დიპლომი ჯგუფური პერფორმანსით „სველი წრე“.

2008 წელს ელენემ დატოვა საქართველო და განაგრძო სწავლა ჟენევის ხელოვნების სკოლაში (HEAD), სადაც დაამთავრა კვლევაზე დაფუძნებული სამაგისტრო პროგრამა CCC კრიტიკული კურატორული კიბერმედია. მისი სადიპლომო ნაშრომი შეეხებოდა თანამშრომლობით სამუშაო პროცესს სხვადასხვა სოციალურ თემსა და გაერთიანებასთან.

2012 წელს ელენემ კინოს მიმართულებით განაგრძო სწავლა. 2014 წელს მისმა სადიპლომო ფილმმა „ანასირმას სახარება“ აიღო WILSDORF-ის პრიზი. 2016 წელს ელენემ თავის თანაპარტნიორთან ერთად დაარსა კომპანია „Mishkin”., რომლის მეშვეობითაც და შვეიცარიაში Alva Film-თან თანამშრომლობით ელენემ გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“. (2017) „მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე“ პრემიერა როტერდამში შედგა და მას შემდეგ წარმატებით აჩვენეს ფესტივალებზე (Seoul, Xining, Valiadolid, Porto etc), სადაც სხვადასხვა პრიზი აიღო. ელენე ნავერიანი მუშაობს თბილისში, ჟენევასა და ციურიხში.

 

 

 

გალერეა

ფილმების ვებ მისამართები