კავკასიური ტყის კატა

კავკასიური ტყის კატა

კავკასიური ტყის კატა (Felis silvestris caucasicus), ტყის კატის (მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა) ქვესახე­ობა. გავრცელებულია კავ­კა­სიასა და თურქეთში. აქვს მო­ყავისფრო ბეწვი, მომრგვალებუ­ლი თავი, მოკლე თათები და შე­დარე­ბით მოკლე კუდი. მასა და­ახლ. 4–11 კგ (მამალი კატა დედალზე ოდნავ მძიმეა), მამალი კატის სხეულის სიგრ­ძეა 63–75 სმ, დედლის – 52–63 სმ. ეს ქვესახეობა ტყის კატებს შორის ყველაზე დიდი ზო­მისაა. კ. ტ. კ. ბინადრობს უპირატესად კავ­კა­სიაში, ზ. დ. 2500 მ-იდან 3000 მ-მდე სიმაღლეზე; სახლ­დება ტყის უღრან მონაკვეთებში (უპირატესად ფართოფოთლოვან ტყეებში) და ცხოვრობს მარტოხელა. მაკეობს 63 დღე, შობს 3–4 კნუტს. ძირითადად იკვებება მღრღნელებით, პატარპატარა ფრინველებით, მაგრამ შეუძლია თავს დაესხას უფრო დიდ ცხოველებს: კურდღელს, ირემს, შვლის ნუკრს, აგრეთვე ხოხობს. კ. ტ. კ. ზოგჯერ სახლდება ადამიანის საცხოვრებლის ახლოს და თავს ესხმის ში­ნა­ურ ფრინველს.