კურდღლისებრნი (Leporidae)

რუხი კურდღელი

კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კურდღლისნაირების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 30–60 სმ, აქვთ ბოლოწაწვეტებული გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრ. ამერიკის სამხრ. ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2–8 (15-მდე) ნაშიერს (ბაჭიას), რ-თა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი კურდღელი (L. europaeus).. აკლიმატიზებულნი არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. მათი არაერთი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.

რ. ავალიანი