fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვრის ახალი ტალღის შემოჭრა საბერძნეთში დღეიდან – ტემპერატურა 28 გრადუსამდე აიწევს

დღეიდან საბერძნეთში აფრიკული მტვრის მასების მორიგი შემოჭრაა მოსალოდნელი, რაც ტემპერატურის რადიკალურ მატებას გამოიწვევს. სინოპტიკოსები ამბობენ რადიკალურს, ვინაიდან მარტის თვისთვის 28-30 გრადუსი არ არის შესაფერისი ტემპერატურა.

ამჟამინდელი შეფასებებით, ტემპერატურა 12-14 გრადუსით მეტია, ვიდრე სეზონისთვის არის დამახასიათებელი, იქროლებს სამხრეთის ქარი, რომლის ძალაც 3-დან 6 ბალამდე იქნება, რეგიონების მიხედვით.

საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია 23 გრადუსიდან 26 გრადუსამდე, ხოლო კრეტაზე ჰაერი მინიმუმ 28 გრადუსამდე გათბება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ მაისის თვის ბოლომდე საბერძნეთში აფრიკული ჰაერის მასების შემოდინება პერიოდულად მოხდება.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში არსებული ვითარება შენარჩუნდება მინიმუმ 2 აპრილამდე.

onalem

ტესტ