fbpx
საბერძნეთი

გამონაყარი მთელ სხეულზე და მაღალი ტემპერატურა – რას აჩვენებს ათენში გადმოყვანილი მამაკაცის ანალიზის პასუხი?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, კეფალონიიდან ათენში გადმოყვანილი 29 წლის მამაკაცის ანალიზის პირველი პასუხები აჩვენებს, რომ ის ჩუტყვავილით არის დაავადებული.

როგორც უკვე ცნობილია, ის საავადმყოფო “Attikon”-შია მოთავსებული და აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ასევე, გამონაყარი აქვს მთელ სხეულზე. ის არის პირველი საეჭვო შემთხვევა, რომელიც საბერძნეთში ფიქსირდება.

29 წლის ინგლისელი ტურისტი საავადმყოფოში მანამდე დარჩება, ვიდრე მისი ჰოსპიტალიზაცია იქნება საჭირო და ამასთანავე, ცნობილი გახდება ანალიზის საბოლოო პასუხები, აქვს თუ არა ნამდვილად მაიმუნის ჩუტყვავილა.

როგორც ექიმები იუწყებიან, მას მეორე ნიმუშიც აუღეს გამოსაკვლევად და შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ