როგორ შევარჩიოთ ღვინო?

მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა სამწუხაროდ არ იცის როგორ უნდა შეარჩიოს ღვინო და რასთან ერთად უნდა დააგემოვნოს ის, გემოს სრულყოფილად შესაგრძნობად.

პირველ როგში, შეძენისას ყურადღება ეტიკეტზე უნდა გავამახვილოთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ღვინის სახელი დამახინჯებულადაა დატანილი, რაც ფალსიფიცირებულ ღვინოზე მიანიშნებს. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ღვინის სრული სახელწოდება, კატეგორია, ღვინოში შაქრის შემცველობა. თუ საუბარია მშრალ ღვინოზე, ეს პუნქტი მითითებული ვერ იქნება, რადგან მშრალ ღვინოში შაქარი უბრალოდ არ არის. იარლიყზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული: სერტიფიცირების კოდი, სრული დასახელება იმ ფირმისა, რომლის მიერაც არის დამზადებული ესა თუ ის ღვინო და წელი როდის  არის ჩამოსხმული.

სასურველია, იარლიყზე ასევე ფიგურირებდეს ტერმინი “ნატურალური ღვინო”. თუ ბოთლზე ასეთი წარწერა ვერ შენიშნეთ, ე.ი. თქვენ მიერ შეძენილი ღვინო არის “სინთეტიკური”. ჯობია, შეიძინოთ ისეთი ღვინო, რომლის ეტიკეტზეც მითითებული იქნება მოსავლის აღების წელი.

თუ ღვინის ხარისხის განსაზღვრა ყიდვისას ვერ მოხერხდა, მისი დეგუსტაცია უნდა შეძლოთ. სინთეტიკური ღვინის დაგემოვნების შემდეგ გემო დიდხანს ვერ გაგყვებათ. ამ ღვინოებს ეს თვისება არ გააჩნიათ. როგორც წესი, ისინი სიტკბოთი გამოირჩევა. რაც შეეხება ფერს, შესაძლოა მისი ვარირება, თუმცა სინთეტიკური ღვინოები უმეტესად ღია ფერისაა. ახლად გახსნილ ბოთლის ღვინოს თავისი სურნელი აქვს, რაც იაფფასიანი ღვინისთვის არ არის დამახასიათებელი, მას უბრალოდ ღვინის სუნი ასდის.

სასურველი ღვინის შეძენის შემდეგ,აუცილებელია იგი დაგემოვნება ისეთ პროდუქტთან ერთად, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენს ღვინის გემოვნურ თვისებებს.

საფერავი-მშრალი  წითელი ღვინო, რომელსაც აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, ხასიათდება მოცვისა და შინდის არომატით და ხანგრძლივი, სასიამოვნო დაბოლოებით.

დააგემოვნეთ +16-18°-ზე ცხარე საუზმესთან, კარგად შეზავებულ ხორცთან, ცოცხალ მწვანილსა და ბოსტნეულთან ერთად.საუკეთესოა კარგად შემწვარ მწვადთან და სოკოსთან ერთად.

უსახელოური-წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ნატურალური ყურძნის ღვინო.ალუბლისფერი შეფერილობის ღვინოს დაჰკრავს მოცვისა და მთის ყვავილების არომატი, აქვს შინაარსიანი და ხავერდოვანი, განუმეორებელი, გამყოლი გემო.

დააგემოვნეთ +14-15°-ზე ყველთან, დესერტთან და ხილთან.

მუკუზანი-ღვინოს ქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, გამოირჩევა დამახასიათებელი გემოთი და სასიამოვნო ხავერდოვანი არომატით.

დააგემოვნეთ +16-18°-ზე ცხვრის ხორცთან, ყველთან და ბოსტნეულთან.

ქინძმარაული-ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, აქვს ძლიერი ჯიშური ბუკეტი და არომატი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო.

მიირთმევა: ყველთან, დესერტთან და ხილთან.

ხვანჭკარა-ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით და აქვს განსხვავებულად ჰარმონიული, საუცხოო გემო გამორჩეული ხილის ტონებითა და მრავალფეროვანი არომატით.

დააგემოვნეთ მოხარშულ და შებოლილ ხორცთან ერთად.

 

წინანდალი-მშრალი თეთრი ღვინო. აქვს ღია ყვითელი შეფერილობა და ცოცხალი, რბილი ჰარმონიული გემო.

დააგემოვნეთ თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან და ზღვის პროდუქტებთან

 

როზეღვინოს აქვს კრიალა ვარდისფერი.დაახასიათებს საზამთროსა და ალუბლის ცოცხალი არომატები.ღვინო დაგემოვნებისას ტოვებს სასიამოვნო სიტკბოს შეგრძნებას.

მიირთვით ხილთან, განსაკუთრებით მარწყვთან და ალუბალთან ერთად.

 

რქაწითელი-მშრალი თეთრი ღვინო.  მას ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერილობა, სასიამოვნო ყვითელი ხილის, ჰარმონიული, გამყოლი გემო.

დააგემოვნეთ +14-15°-ზე თევთან, ყველთან და ზღვის პროდუქტებთან.

წოლიკაური-მშრალი თეთრი ღვინო.  ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინოს ახასიათებს ყვითელი მსხლისა და წითელი გულაბის არომატი და ცოცხალი, სრული გემო.

დააგემოვნეთ +14-15°-ზე  თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან და ხილთან.

შეგერგოთ!

გაგიმარჯოთ !

 

 

 

დატოვე კომენტარი