დღე: 21

ღამე: 10

USD 2.7536

EUR 2.994

როგორ გამოიყურებოდა მარიუპოლი ომამდე - ფოტოები 19.04.2022 13:51

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ, მარიუპოლი სხვა ქალაქებისგან განსხვავებით განსაკუთრებითაა განადგურებული. ეს კი საპორტო ქალაქში გადაღებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომლებიც რუსეთის მიერ თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ფართომასშტაბიან ნგრევას ასახავს.

 

ქალაქი მარიუპოლი (უკრ. Маріу́поль, 1948—1989 წლებში — ჟდანოვი, 1948 წლამდე — მარიუპოლი) —  უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარე კალმიუსის შესართავთან მდებარეობს. 

 

ომამდე მარიუპოლი ქვეყნის სიდიდით მე-10 ქალაქი იყო, 430 000-ზე მეტი მოსახლეობით. უკრაინის სხვა ქალაქების მსგავსად, ისიც თანამედროვე ქალაქი  იყო, სავსე ხელოვნებითა და კულტურით. 

 

მარიუპოლი კაზაკების ყოფილი ბანაკის, სახელად კალმიუსის ადგილას დაარსდა. ქალაქის სტატუსი კი, 1778 წელს მიენიჭა. ეს ადგილი მარცვლეულით ვაჭრობის, მეტალურგიის და მძიმე მრეწველობის ცენტრი იყო. მარიუპოლმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის ინდუსტრიალიზაციაში. 

 

1948 წლიდან 1989 წლამდე, საბჭოთა მოხელის, ანდრეი ჟდანოვის პატივსაცემად ქალაქს ჟდანოვი ერქვა; ქალაქებისთვის კომუნისტი ლიდერების სახელების დარქმევა საბჭოთა კავშირში გავრცელებული პრაქტიკა იყო.

 

2014 წელს დონბასში მიმდინარე ომის შემდეგ, როდესაც დონეცკი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადეს, მარიუპოლი დონეცკის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

 

ამჟამად ქალაქი უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების ალყაშია და მძიმედ არის დაზიანებული. 2022 წლის 13 მარტს, მარიუპოლს უკრაინის გმირი ქალაქის ტიტული მიენიჭა.

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ფოტოებს, როგორი იყო მარიუპოლი 2022 წლის 24 თებერვლამდე და როგორ გამოიყურება ახლა:

 

 

 

 

 

 

 

მარიუპოლი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ:

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები