დღე: 21

ღამე: 10

USD 2.7585

EUR 2.991

„სიტუაცია სავალალოა! საავადმყოფოებიდან გაიქცა მედპერსონალი, უპატრონოდ დატოვეს ომის ინვალიდები - ხვალ, ზეგ მოგვაწყდება დიდი ნაკადი ენგურის ხიდიდან“ 31.03.2020 21:46

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აფხაზეთში პანდემიის გავრცელების თემას ეხება და ხელისუფლებას მიმართავს: 

 

„უტყუარი ინფორმაცია აფხაზეთიდან! მე, როგორც ყოფილ მინისტრის მოადგილეს კონფლიქტებში, მაქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები გალში, გაგრასა და სოხუმში. სიტუაცია სავალალოა! საავადმყოფოებიდან გაიქცა მედპერსონალი, მათ შორის, უპატრონოდ დატოვეს ომის ინვალიდები(ცხადია, ჩვენთან ომის). ჩვენ დამოუკიდებელი, სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, გვაქვს ადამიანური სიბრალული ყველა ჩაგრულის მიმართ! მაგრამ!!!!! ხვალ, ზეგ მოგვაწყდება დიდი ნაკადი ენგურის ხიდიდან, დიახ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ძმებს და დებს, რადგან მხოლოდ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნება კი არ გვინდა, არამედ, ადამიანების გულების... მაგრამ!!!! აქ გვაქვს უპრეცედენტო შანსი, დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზეთის ე.წ. მთავრობასთან, მითუმეტეს, რომ არის მზაობის გარკვეული ნიშნები!“ წერს ლალი მოროშკინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები