ადვოკატი ია რეხვიაშვილი სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მოულოდნელად გარდაიცვალა

1927
spot_img

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატ ია რეხვიაშვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და პროფესიის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ია რეხვიაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, უეცრად, სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა.

“სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიაშვილი.

ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი”, – წერს დავით ასათიანი.