ვაზის ვირტუალური სხვლის პროგრამა

Rebschnitt 2 (Small)

Rebenschnittdemonstrationsprogramm არის ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ვაზის სხვლის სადემონსტრაციო პროგრამა, რომელიც 10 წელი იხვეწებოდა. ის მარტივი გამოსაყენებელია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ვიზუალურად წარმოიდგინოს ვაზის ზრდის პერსპექტივა სხვლის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში.

აპლიკაციაში შესვლილას აჭერთ ღილაკს  Wachsen  და იწყება ვაზის ზრდა, რომელიც წლის პერიოდის მიხედვით იცვლის სახეს, ანუ ჩვენ შეგვიძლია მცენარის სავეგეტაციო პერიოდის გამოცნობა მასშე შეფოთვლის, ყვავილობის, სიმწიფის და სხვადასხვა ვიზუალური ნიშნების მიხედვით; თუმცა პროგრამის მარცხენა ველზე წლის დროის დასახელებები  თანმიმდვერულად  ისედაც იცვლება.

ამ პროგრამას მშვენივრად აქვს გამოკვეთილი აპიკულას დომინანტობა – ყლორტები  იზრდება ზემოთკენ, რაც ასევე ნორმალურია ლიანასებრთა  ნაზარდისათვის.  აქ საერთოდ არ არის წარმოდგენილი ნამხრევების განვითარება აპიკულას გადაჭრისას, რასაც ყვავილობის შემდგომ ყლორტების ზრდის შესაჩერებლად მიმართავენ.  შეგიძლიათ მოიმარჯვოთ ე.წ „სეკატორი“ მენიუს მარცხენა მინდორზე ღილაკით Schneiden და ჩაატაროთ თამამი ვირტუალური ექსპერიმენტები.

აპლიკაციას აქვს ზედა მხარეზე სამი მავთული, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ ჩამოწიოთ რქის დასაკავებლად და ზრდის სახვადასხვა მოდიფიკაციების დემონსტირებისათვის. ყველა შემთხვევაში ისინი მხოლოდ ვაზის საორიენტაციოდ გამოიყენება.

Untitled

მათ ვინც ვაზის სხვლის ტექნიკას კარგად ან საერთოდ არ იცნობს, ეს პროგრამა დაეხმარება წარმოდგენა შეექმნათ თუ როგორ რეაგირებს ვაზი მისი სხვადასხვა ნაწილის მოჭრისას, ან მაგალითად ვაზის ქცევა შტამპის შუაზე გაყოფისას (ორმხრივი კორდონი, ორმხრივი გვიო).

ქვემოთ მოცემული ლინკიდან შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეს პროგრამა, ხოლო მათთვის ვინც არ ფლობს გერმანულ ენას სიმარტივისთვის ვუთითებთ იმ  საბაზისო სიტყვების თარგმანს რომელიც აპლიკაციაში მოცემული:

https://www.uni-hohenheim.de/lehre370/

Wachsen – ზრდა

Schneiden – ჭრა (გასხვლა)

Biegen – მოხრა, მოღუნვა

Neu – ახალი

Rückgängig – უკან, განულება

Jahreszeit – წელიწადის დრო

Frühling – გაზაფხული

Sommer – ზაფხული

Herbst – შემოდგომა

Winter – ზამთარი

 

http://www.weinbau-oenologie.de

 

 

 

3 Responses to ვაზის ვირტუალური სხვლის პროგრამა

  1. ვერ ვიწერ პროგრამას. არ პოულობს სამწუხაროდ.

  2. Shorena says:

    ჯეიმს რასელ მილერის „ ის ვისაც სასხლავი უჭირავს ხელში“.
    იოანეს სახარების 15-ე თავის პირველ-მეორე მუხლებში ვკითხულობთ: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.“ ჩვენი მამა მევენახეა, ჩვენ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ყლორტები ვართ. ის თვალ-ყურს ადევნებს ჩვენს სიცოცხლეს. მტკივნეული მწუხარება, რომელიც შეიჭრება ხოლმე სამშვინველში, და გვართმევს ჩვენთვის ძვირფას საგნებს, თითქოს მევენახე თავისი ბარსრი დანით, გვაჭრისო ვაზისდან უხვად ამოყრილ ყლორტებს, მამის ხელით ჩვენი გასხვლაა. ეს დანა მხოლოდ მას უჭირავს ხელში. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ არასოდეს მოხდება ჩვენი უგულოდ, უგუნურად და შეცდომით გასხვლა. ასევე ტყუილუბრალოდ არ მოგვაშორებენ უხვად ამოყრილ ყლორტებს. ჩვენ გულდაჯერებულნი უნდა ვიყოთ, რომ ყოველნაირი ცხოვრებისეული განსაცდელი, მწუხარება და დანაკარგი, მამის გასხვლასთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს გასცემს პასუხს ყველა კითხვას, გააჩერებს ყოველნაირ შიშს, ტკივილის დროს მისცემს ჩვენ გულებს, მოსვენებას და სრულ დარწმუნებულებას. ამაზე ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის. ჩვენ არ ძალგვიძს იმის გაგება, თუ რატომ განვიცდით ამ შემოტევებს და დარტყმებს. მაგრამ ვიცით, რომ ის, ვისაც სასხლავი დანა უჭირავს ხელში, ჩვენი მამაა. და ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ ვიცოდეთ. მეორე აზრი, უფლის იგავში არანაკლებად დამამშვიდებელია ქრისტიანისთვის. იქ იესო ამბობს,რომ ნაყოფიერ რტოებს სხლავს მამა. ის სხლავს ყოველ შტოს, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, რათა მან უფრო მეტი ყურძენი გამოიღოს. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ გაჭირვება არ ყოფილა ღვთის გაბრაზების, ან მის მიერ ჩვენი დაწუნების ნიშანი. ეს უფრო მისი კეთილგანწყობის, აღმნიშვნელი რამ ყოფილა. ყლორტებს, რომლებსაც ის დანას უსვამს, და უმოკლებს უხვ ამონაყარს, უკვე ნაყოფიერი ყლორტებია. ის არ სხლავს უნაყოფო შტოებს, არამედ მთლიანად ჭრის მათ, როგორც რტოებს, რომლებიც იყენებენ სიცოცხლეს, მაგრამ კურთხეულსა და კარგს არაფერს გამოიღებენ, ჭრის მათ ვითარცა გამოუყენებელს, ხელის შემშლელს და დამაბრკოლებელს ვაზისთვის. ზოგიერთ ქრისტიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს ბევრი გასაჭირი იმის მიმანიშნებელია, რომ ღმერთს ის არ უყვარს, და ნამდვილი ქრისტიანები რომ ყოფილიყვნენ ამდენი გაწვრთნა საჭირო არ იქნებოდა. ქრისტეს ეს სწავლება აჩვენებს, თუ რამდენად ცდებიან ისინი ასეთ აზროვნებაში. გახშირებული წრთვნა, გვეუბნება იმას, რომ მამა სხლავს თავის ნაყოფიერ რტოს, რათა ის უფრო მეტად ნაყოფიერი გახდეს. მამა ყველას წრთვნის, ვინც მას უყვარს. მხოლოდ უნაყოფო შტო არ ისხვლება არასდროს. ნაყოფიერ შტოს კი სხლავენ და სხლავენ, მაგრამ, ამას, ვიღაც, საქმეში ჩაუხედავი, ან მტერი კი არა, – ბრძენი მამა აკეთებს. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეგვიძლია, რომ განსაცდელსა და გაჭირვებაშიც გვქონდეს სიხარული.
    მაგრამ, ვინც ვერ ერკვევა გასხვლის ხელოვნებაში, არ იცის თუ რა არის ამის მიზანი. ამიტომ, როდესაც იგი შეესწრება იმას, რომ ვიღაც, ბასრი დანით, ერთი-მეორის მიყოლებით აჭრის ყლორტებს, ბარაქიან ვაზს, მან თავიდან შეიძლება იფიქროს, რომ მევენახე ანადგურებს ვაზს. დიახ, ასე ჩანს ეს გასხვლის პროცესში, მაგრამ მალევე გამოჩნდება ხოლმე, რომ გასხვლით ვაზი უფრო ნაყოფიერი ხდება. რთველის სეზონზე, ყურძენი იმის წყალობით არის უფრო გემრიელი და არომატული, რომ მისგან მოშორებულ იქნა ზედმეტი რტოები. ამის მსგავსად, თუ ანგელოზი, რომელსაც არასოდეს ჰქონია ადამიანის ტანჯვა ნანახი, და არაფერი იცის ამ საკითხის შესახებ, დაინახავდა, რომ მამა ტკივილს და ტანჯვას აყენებს თავის შვილებს, მას მოეჩვენებოდა, რომ ასეთი გამოცდილება, მხოლოდ ანადგურებს ბედნიერებას და კურთხევას. მაგრამ, თუ ეს ანგელოზი ბოლომდე გაჰყვებოდა ყოველ ასე დასჯილ სიცოცხლეს, მაშინ ის უკვე ამ დასჯიდან გამომდინარე, ენით აუწერელ კურთხევას დაინახავდა. მამა რტოებს იმიტომ სხლავს, რომ მათ უფრო მეტი და უკეთესი ნაყოფი გამოიღონ! არც ერთ განსაცდელში არ უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვიდან, თუ რა არის გაჭირვების ღვთაებრივი დანიშნულება. ასე ჩვენს ცხოვრებას უფრო ნაყოფიერს გავხდით.

დატოვე კომენტარი