Home ახალი ამბები მსოფლიო გეები _ ყინულზე, ინვალიდები _ კუბოში. რატომ ჰგავს კანადა ანტიუტოპიას?

გეები _ ყინულზე, ინვალიდები _ კუბოში. რატომ ჰგავს კანადა ანტიუტოპიას?

192

კონკრეტული მოვლენის გასაგებად და შესაფასებლად ხშირად საჭიროა მისი განხილვა პარალელურად მიმდინარე სხვა მოვლენებთან ერთად. საერთო სურათი შეიძლება აღმოჩნდეს უფრო საჩვენებელი და ძალიან ავბედითი.

იმისათვის, რომ აისახოს გენდერული მრავალფეროვნება პოდიუმისკენ მიმავალ გზაზე

კანადის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ (Skate Canada) გადაწყვიტა, პრინციპულად შეცვალოს შეჯიბრების ჩატარების წესები სპორტულ წყვილებსა და ყინულზე ცეკვებში. კაცისა და ქალისგან შემდგარი გუნდების ნაცვლად, როგორც ეს გათვალისწინებულია მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის წესებით, შემოიღეს ტერმინები „მოციგურავე A“ და „მოციგურავე B “, როგორც ადრე ტერმინები „დედა“ და „მამა“ შეიცვალა „მშობელი 1“-ითა და “მშობელი 2”-ით. კანადის ინიციატივის ბუნება აშკარაა იმ მასალის სათაურიდან, რომელიც გამოქვეყნებულია Skate Canada-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: განახლებულია განმარტებაგუნდი“, რათა აისახოს გენდერული მრავალფეროვნება პოდიუმისკენ მიმავალ გზაზე“. ფედერაციის პრეზიდენტი კარენ ბატჩერი ამბობს: „ეს ცვლილება მიზნად ისახავს ბარიერების მოხსნას ფიგურულ სრიალში მონაწილეობისთვის. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ყველა გენდერული იდენტობის თანაბრად აღიარების უზრუნველსაყოფად, დაამყარებს ახალ და საინტერესო პარტნიორობას წყვილთა და ყინულზე ცეკვების შეჯიბრებებში ეროვნულ დონეზე.  ანუ, კანადელებს არ დაუწყიათ ყინულზე რაიმე სახის რთული აკრობატიკის შექმნა _ საუბარია შეჯიბრებებში ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი წყვილების ჩართვაზე. ამგვარად, Skate Canada ცდილობს, ფეხი აუწყოს დროს „პროგრესული“ დასავლური მოდელის შესაბამისად.

 ერთი და იმავე სქესის მქონეთაბოლერო

განსხვავებით, მაგალითად, სინქრონული ცურვისა და მხატვრული ტანვარჯიშისგან, რომლებშიც მამაკაცის, ასე ვთქვათ, ჩანერგვის ახსნას ჯერ კიდევ ცდილობენ სპორტული ფაქტორებით და არა სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლთა მოთხოვნით, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია _ არის მცდელობა, შეიცვალოს თვითონ ფიგურული სრიალის ესთეტიკა. წყვილთა შეჯიბრებები და ყინულზე ცეკვა აგებულია არა მხოლოდ რთულ ტექნიკურ ბაზაზე, არამედ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის აღქმაზე. ყველაზე კაშკაშა ნომრები კი ნამდვილი სპექტაკლებია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ პახომოვასა და გორშკოვის ლეგენდარულ „კუმპარსიტას“ ორი პომადიანი მამაკაცი ასრულებს.  იგივე ხდება როდნინასა და ზაიცევის „კალინკას“ მიმართ, ჯეინ ტორვილისა და კრისტოფერ დინის „ბოლეროს“ კი ორი ტრანსგენდერი ასრულებს. გულწრფელად რომ ითქვას, ეს ყველაფერი აღიქმება, როგორც “გედების ტბა”, რომლის ცნობილ ცეკვაში გოგონები შეცვლილია საბალეტო პაჩკებში გამოწყობილი მამაკაცებით. შეგიძლიათ, ეს ხუმრობად აღიქვათ, მაგრამ შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ახალი ნორმა. ჯერჯერობით ეს ინიციატივა შკატე ჩანადა-ზე შორს არ წასულა, მაგრამ შეიძლება, მსგავსი ცვლილებების მხარდამჭერებმა საერთაშორისო წესებშიც მოითხოვონ.

 სიკვდილი დახმარების ნაცვლად

კანადის საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების სასარგებლოდ ფიგურული სრიალის გადასინჯვა ევთანაზიის თავისებურებების შესახებ დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. მედიასაშუალებები უკვე წერდნენ, როგორ შესთავაზა კანადის ვეტერანთა საქმეების მოხელემ კანადის არმიის ვეტერანსა და ქვეყნის პარალიმპიური გუნდის წევრ კრისტინ გოტიეს სახლში პანდუსის ან ამწევი საშუალების დაყენების ნაცვლად ევთანაზია. სკანდალმა პარლამენტამდეც მიაღწია, შემდეგ კი გაირკვა, რომ მსგავსი შეთავაზებების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია. 37 წლის ჯენიფერ ჰეჩი, რომელიც იშვიათი სენით, ელერს-დანლოსის სინდრომით, იყო დაავადებული, ათი წლის განმავლობაში ვერ იღებდა საჭირო მკურნალობას, მაგრამ, როგორც კი სახელმწიფო მოხელეების გულგრილობით დაღლილმა ქალმა დაწერა განცხადება ევთანაზიის მოთხოვნით, მყისვე დაუმტკიცეს. ჰეჩი მონაწილეობდა ტანსაცმლის ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო რგოლში „სილამაზე ყველაფერში“. როდესაც სიმართლე გაირკვა, ფილმის შემკვეთებმა ის სასწრაფოდ ამოიღეს თავისუფალი წვდომიდან. ჟურნალისტებმა გაარკვიეს: კანადაში გავრცელებულ პრაქტიკად იქცა, ევთანაზიაზე თანხმობა მისცენ ადამიანებს, რომლებიც არ იტანჯებიან უკურნებელი დაავადებებით, მაგრამ, მათი აზრით, გამოუვალ ცხოვრებისეულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

ვის სურს, უსახლკარო იყოს 16 წლისა, რომ არაფერი ვთქვათ 65 წელზე?”

გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა 65 წლის კანადელი ლეს ლანდრის ისტორია. ყოფილ მძღოლს 15 წლის წინათ გაუკეთეს ოპერაცია, რომლის შემდეგ დაეწყო გართულებები და მამაკაცი ინვალიდად იქცა. სოციალური შეღავათების სახით მას ბოლო პერიოდამდე ჰქონდა ბინა და ჰყავდა ე.წ. მეგზური ძაღლი, იღებდა მომატებულ პენსიას, მაგრამ, როგორც კი 65 წელი შეუსრულდა, ლანდრი გადაიყვანეს სოციალური მომსახურების ახალ ვარიანტზე, და… თითქმის ყველაფერი დაკარგა. შედეგად ფინანსურად შეზღუდულმა მამაკაცმა, რომელიც იძულებული შეიქნა, ფურგონში ეცხოვრა, ევთანაზიის ნებართვა მოითხოვა. ერთმა ექიმმა უკვე დაამტკიცა პენსიონერის მკვლელობა, მეორე მალე გამოიტანს ვერდიქტს. „არ მინდა მოვკვდე, მაგრამ, თუ სიღარიბე ადამიანს ეტლში სვამს და, პრაქტიკულად, უსახლკაროდ ტოვებს, რა არის გამოსავალი? არ მინდა უსახლკარო ვიყო. არ მინდა ფურგონში ვიცხოვრო… ვის სურს უსახლკარო იყოს 16 წლისა, რომ აღარაფერი ვთქვათ 65 წელზე?” _ ციტირებს მის სიტყვებს Daily Mail-ი. ლეს ლანდრი ადასტურებს იმას, რასაც მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანები ამბობენ _ კანადის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღება წარმოუდგენლად რთულია, სამაგიეროდ, ექიმები ადვილად გასცემენ ევთანაზიის ნებართვას. ამასთანავე, ლანდრის არ დაუმალავს ექიმისთვის, რომელმაც ხელი მოაწერა მის სიკვდილს, რომ სურს სიცოცხლე და არა სიკვდილი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვს. ამის მოსმენაზე ექიმს ნერვი არ შეტოკებია.

 ოვერტონის სარკმლები                      

სამედიცინო წრეებიდან ევთანაზიის ზოგიერთი მხარდამჭერიც კი სიმწრით აღიარებს, რომ ის, რაც ჩაფიქრებული იყო, როგორც ადამიანის გათავისუფლება უკურნებელი დაავადებით გამოწვეული ტანჯვისგან, გადაიქცა მკვლელობად სოციალური მაჩვენებლების გამო. კანადაში ყოველწლიურად 10 000 ადამიანი გადის ევთანაზიის პროცედურას და ეს რაოდენობა განუხრელად იზრდება. ფაქტობრივად, სახელმწიფომ აამოქმედა სოციალ-დარვინიზმის მანქანა _ იშორებს ყველაზე სუსტებს. მეტიც, ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ ეს ზოგავს საბიუჯეტო სახსრებს. მაგალითად, 2020 წელს გამოცხადდა, რომ ევთანაზიის შედეგად დაიზოგა 86 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა დახარჯულიყო მედიკამენტებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე…

და აი, აქ დროა, დავუბრუნდეთ კანადის ინიციატივას, რომელიც გეიწყვილებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ფიგურული სრიალის შეჯიბრებაში, რომელიც მოწოდებულია, როგორც „უფლებების გაფართოება“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი კანადა გამოიგონა ანტიუტოპიის რომელიღაც ოსტატმა _ მაშინ, როცა ყველაზე დაუცველებს სიკვდილისკენ უბიძგებენ, საზოგადოებას პროგრესის სახით სთავაზობენ ლგბტ თემების შეღწევას ყველა სფეროში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://aif.ru/politics/world/gei_na_ldu_invalidy_v_grobu_pochemu_kanada_pohozha_na_antiutopiyu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here