აჭარული სახლები

როდესაც ღორჯომის ხეობას აუყვები პირველი შთაბეჭდილება რაც გაგიჩნდება, ეს არის თითქოს წარსულში მოგზაურობ, აქ დღემდე სახლების უმეტესობა დამხმარე ნაგებობების ჩათვლით სწორედ ხისგან არის აშენებული. ზოგადად დასავლეთ საქართველოში ნესტიანი ჰავის გამო სახლები ძირითადად ხისგან შენდებოდა, რომლებსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ჯარგვალი, ფაცხა, ოდა და აშ. დღესაც ღორჯომში არსებული სახლების უმეტესობა ძველი ან ახლად აშენებული ხის სახლებია, უძველესი დროიდან რასაც აღნიშნავენ ანტიკური მწერლები (მაგ: ქსენოფონტე) დასავლეთ საქართველოში განთქმული ხითხუროები იყვნენ. ამ საქმეში განსაკუთრებით ლაზები და აჭარლები გამოირჩეოდნენ, რომლების ხის სახლების აგებაში ძალიან დახელოვნებული იყვნენ, ისინი არამხოლოდ აჭარაში არამედ საქრთველოს სხვა კუთხეებში დადიოდნენ და აშენებდნენ სახლებს.

    მოსახლეობამ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე სახლის აშენებამდე გულმოდგინედ არჩევდა ადგილს, შემდეგ ხდებოდა მისი გავაკება სამოსახლო ადგილი არ უნდა ყოფილიყო ზვავსაშიშ ან მეწყერსაშიშ ადგილას ახლოს უნდა ყოფილიყო სასმელი წყალი და ცენტრალურ მისასვლელ გზა და აშ.

       არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ სახლის ადგილის მონიშვნის შემდეგ ოჯახის უფროსი ხალხში გავრცელებული  რწმენა წარმოდგენების მიხედვით სამოსახლო ადგილას ქვას დადებდა და რამოდენიმე დღის შემდეგ შეათვალიერებდა, თუ ქვის ქვეშ ჯიანჭველები განსაკუთრებით შავი ფერის დახვდებოდაადგილი ვარგისი იყო, თუ ჭიაყელები დახვდებოდა უვარგისი. ამის შემდეგ სახლს უნდა ჰქონოდა ძლიერი საძირკველი არსებობდა ტრადიცია საძირკველში ხურდა ფულის და ცხოველის ბეწვის ჩაყრის, ამის შემდეგ ოჯახის უფროსი დაილოცებოდა, რომ სახლში ბავშვები და საქონელი გამრავლებულიყო და ბედნიერად ეცხოვრად.

    სახლის მშენებლობაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასალის შერჩევას, ღთორჯომში ძირითადად იყენებდნენ მუხას, წაბლს, ფიჭვს და ნაძვს, ძვირფას ხედ თელა ითვლებოდა.

     სამუშაო აუცილებლად კვირა დღეს უნდა დაეწყოთ, რაც ძველ რწმენა წარმოდგენა უკავშირდება კერძოდ დედამიწა თითქოს კვირას გაჩენილა და სახლის მშენებლობა კვირას უნდა დაწყებულიყო.

     იქედან გამომდინარე რომ აქ ზამთარი მკაცრია და დიდი თოვლი იცის, სახლი თავისი დამხმარე ნაგებობებით (ნალია, საქათმე, ბეღელი და აშ) მაქსიმალურად ახლოს შენდებოდა.

    ღორჯომში დღესაც საცხოვრებელი სახლები ორი სართულისაგან  შედგება პირველ სართულზე საქონლის სადგომია განთავსებული, მეორე სართული კი საცხოვრებელი ოთახებითაა დაქსელილი. მეორე სართულის გეგმა მეტად თავისებურია და განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხეების საცხოვრებელის სახლის გეგმისაგან. მეორე სართული სიგრძეზე გაყოფილია ,, ჰავლით’’, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია სხვდასხვა ზომის და დანიშნულების ოთახები : სამზარეულო ოთახი ,,სახლი’, ,,სასტუმრო’’, მეიდან ოდა’’,  ახალ დაქორწინებულთა ოთახი ,, სანეფიო ოდა’’, ,,სტუმრის მისაღები ოთახი’’ და ,,სარძიე“. სახლებს პატარა ზომის ოთხკუთხა სარკმლებს უკეთებდნენ, რომელშიც ხის საჩოჩით იკეტებოდა და შიგ ადამიანი ვერ გაეტეოდა ასევე საინტერესოა დღემდე შემორჩენილი ხის ბოქლომების ,,დათვა ბოყვასდამზადების ტრადიცია, რომლითაც სახლებს კეტავდნენ. სახლებს ძირითადად ორი შესასვლელი აქვს ერთი ოჯახის წევრთათვის, რომელიც უკავშირდება სამზარეულოს და მეორე სტუმრის, რომლითაც ის მისაღებ ოთახში შედის.

     აჭარაში სტუმართმართმოყვარეობის ფართო ტრადიცია იქიდანაც ჩანსრომ საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით ზემომთიან აჭარაში, კერძოდ ღორჯომის თემში და მათ საზაფხულო ,,იაილებზე’’ აუცილებლად იყო აშენებული ,,სტუმრის სახლი’’, რომელიც მოწყობილი იყო ყველა საჭირო ნივთით და ნებისმიერ სოფლის სტუმარს თუ გამვლელს უსასყიდლოდ შეეძლო გამოეყენებინა. რომელსაც სოფლის მამაკაცები ემსახურებოდნენ, რადგანაც რელიგიის გამო ქალებს უცხო მამაკაცთან ურთიერთობა ეკრძალებოდა.

      სწორედ ძველი ტექნოლოგიით დამზადებული აჭარული ულამაზესი სახლებით არის დასერილი ღორჯომის სოფლები, დღეს ხის სახლების მშენებლობა სოფლის გარდა სამთო კურორტებზე მიმდინარეობს, ხის ოსტატებს აჭარიდან ხშირად უწევთ მსგავსი სახლების მშენებლობა  გოდერძიზე, ბახმაროში, გომისმთაზე და აშ.

Top