•Vincent van gogh-ვინსენტ ვან გოგი•

original

ვან გოგი

ვინსენტ ვილემ ვან გოგი, ყველაზე გამორჩეული მხატვარი პოსტ-იმპრესიონისტებს შორის მთელ ხელოვნების ისტორიაში. საზოგადოებამ ის როგორც შეშლილი ისე გაიცნო მაგრამ არ უკვირდებოდნენ თუ რისი გამოვლა მოუწია მას მთელი ცხოვრების განმავლობაში

რეული წლები და ოჯახი

ვან გოგი დაიბადა  1853 წლის 30 მარტს ქალაქ ზუნდერტში პროვინცია ჩრდილოეთი ბრაბანტში, სამხრეთ ნიდერლანდები. ის იყო Theodorus ვან გოგის  და ანა კორნელია კარბენტუსის უფროსი შვილი. ვან გოგს სახელი ბაბუის გამო შეარქვეს, თუმცა ეს სახელი საკმაოდ გავრცელებული იყო ოჯახში.

ვინსენტის დების და ძმების შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაციაა ცნობილი. 1852 წელს ვან გოგის დაბადებამდე ერთი წლით ადრე დაიბადა მისი უფროსი ძმა ვინსენტ ვილემი, თუმცა ოჯახმა დანაკარგი განიცადა. ვან გოგი უფროსი იყო თავის ძმებს და დებს შორის. სულ ხუთნი იყვნენ 2 ძმა და 3 და.

ანა კორნელია 1855-1930- მეორე შვილი ვინსენტის მერე. ის ცხოვრობდა ინგლისში 2 წლის განმავლობაში, თავდაპირველად ლონდონში ხოლო შემდგომ ველვინში (Welwyn) ფრანგულს ასწავლიდა. 1877 წელს ის მუშაობდა ვან ჰუტენების ოჯახში როგორც   lady’s companion. ეს იყო თანამდებობა რის თანახმადაც ქალი უნდა დახმარებოდა ოჯახს და უმეტესწილად უნდა გამოწყობილიყო მდიდრულად, გაეწია კომპანია როგორც ოჯახისთვის ისე სტუმრებისთვის,ანუ მიეღო სტუმრები, გაება მათთან საუბარი და დასწრებოდა ღონისძიებებს. თუმცა ამისთვის ცოტას უხდიდნენ. ანა დაქორწინდა ოჯახის უფროს ვაჟზე  Joan Marius van Houten-ზე და მათ ორი ქალიშვილი ეყოლათ. უშუალოდ ვინსენტთან ანას ურთიერთობა არ ქონია.

ტეო 1857-1891- ვან გოგის ყველაზე ახლო მეგობარი. ტეო გახდა ცნობილი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე. მალე მან მოიყვანა ცოლად  Jo Bonger და მომდევნო წელს ეყოლათ შვილი ვინსენტ ვილემი (მისი უფროსი გარდაცვლილი ძმის სახელი). ტეო მუდამ გვერდში ედგა ვინსენტს მისი ემოციური პერიოდის დროსაც. უმეტესწილად ვან გოგი ტეოსთან ახლოს ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდგომ ტეოს ჯანმრთელობაც გაუარესდა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ელიზაბეთ ჰუბერტა  1859-1936- დაქორწინდა  Jean Philippe Bruchem-ზე, წყვილს ყავდა პირველი უკანონო შვილი და შემდგომ კიდევ ოთხი მას შემდეგ რაც დაქორწინდნენ. ელიზაბეთი პროფესიით პოეიტი იყო და მან გამოსცა წიგნი ვინსენტზეც 1910 წელს.

ვილემია ჯაკობა 1862-1941 ვან გოგის უმცროსი და რომელიც რაღაც პერიოდი ანასთან ერთად ცხოვრობდა ინგლისში.თავიდან მუშაობდა როგორც ძიძა ხოლო შემდგომ კი როგორც ექთანი. ის არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ეყოლა მაგრამ ცხოვრობდა დედასთან ერთად. ვილემია ფემინისტი იყო და ერთ-ერთ კომიტეტშითაც

იყო გაწევრიანებული. ვილემია ვან გოგის ყველაზე საყვარელი და იყო. .1902 წლის 4 დეკემბერს ვილი მივიდა ფსიქიატრიულ კლინიკაში Veldwijk-ში სადაც ის თავისი სიკვდილის ბოლო წუთებამდე დარჩა. 1941 წელს 79 წლის ასაკში კი ის გარდაიცვალა.

კორნელიუს ვინსენტი 1867-1900- დიდი ძმებისგან განსხვავებით კორნელიუსი არ შეიჭრა ხელოვნების სამყაროში, მიუხედავად ამისა ის წარმატებული ინჟინერი გახდა. რაც შეეხება ქორწილს 8 თვეზე დიდხანს ვერ გაძლო. კორნელიუსმა გამოხატა სურვილი რომ მიეღო მონაწილეობა ბურების მეორე ომში(Anglo-Boer) და მოხვდა გარდაცვლილთა სიაში, თუმცა სხვები ირწმუნებიან რომ მან სცადა თავის მოკვლა 1900 წელს

განათლება

15 წლის ასაკში ვან გოგის ოჯახი განიცდიდა ფინანსურ კრიზისს ამიტომ მას მოუწია სკოლის დატოვება და მუშაობა. იგი ვაჭრობდა სხვისი ხელოვნების ნიმუშებით.იმ დროისთვის მან ძალიან კარგად იცოდა ფრანგული, გერმანული და ინგლისური.

1873 წელს ვან გოგი გადავიდა  “გროუპილ გალერეაში”(Groupil Gallery) ლონდონში. მას ძალიან შეუყვარდა ინგლისური კულტურა. ხშირად დადიოდა გალერეაში,იგი გახდა ჩარლზ დიკენსის და ჯორჯ ელიოტის დიდი ფანი. ინგლისში მას შეუყვარდა ევგინე ლოიერი (Eugenie Loyer) რომელმაც ხელის თხოვნაზე უარი განუცხადა. ვან გოგი ამის გამო იტანჯებოდა. მან ყველა წიგნი გადააგდო ბიბლიის გარდა. ის საკმაოდ გამაღიზიანებელი და უხეში გახდა ხალხის მიმართ რის გამოც დაითხოვეს.

რაც შეეხება მის სასიყვარულო ცხოვრებას ეს ვან გოგს ემოციურად უფრო ანადგურებდა. მას შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი ქეითი, თუმცა მალევე გაფრინდა თავის სახლში ამსტერდამში.

მხატვრობა

ამ საშინელი ცხოვრების წლების მიუხედავად ვან გოგი 1880 წელს, შემოდგომაზე გადავიდა ბრიუსელში და გადაწყვიტა მხატვრობა. მისი ცხოვრების მანძილზე მან მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა წითელი ვენახები არლში. მისი პირველი ნახატი იყო “კარტოფილის მჭამელები” (1855 წელი). იმ დროისთვის იმპერსიონიზმი იყო გავრცელებული ამიტომ ვან გოგის იდეას რომ პარიზში გადასულიყო ტეო მისი ძმა განსხვავებულად უყურებდა და მიაჩნდა რომ წარმატებას ვერ მიაღწევდა. თუმცა როდესაც მისი ძმა დაუპატიჟებლად გამოცხადდა მის სახლში 1886 წელს ტეომ ის მიიღო და პატარა ბინა გამოუყო.

ნახატები

წითელი ვენახები არლშიVan Gogh

ერთადერთი ნახატი რომელიც გაყიდა ვინსენტმა , მისი ძმის დახმარებით 400 ფრანკად.

კარტოფილის მჭამელები

კარტოფილის მჭამელები

„მასში ვეცადე მეჩვენებინა, რომ ეს ხალხი, რომელიც ახლა კარტოფილს ჭამს ლამპის ნათელში, ამავე ხელებით მიწას თხრიდნენ; ასე რომ, ეს ნახატი გვაუწყებს მძიმე შრომაზე და იმაზე, რომ ამ ხალხმა ეს საჭმელი დაიმსახურა.“

.ვარსკვლავიანი ღამეthe-starry-night.jpg

სურათზე გამოსახულია სოფლისა და ცის ხედი მზის ამოსვლამდე, სენ-რეიმ-დე პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან. ნახატი შეიქმნა 1889 წელს. შემდგომ კი მისი დახმარებით აღმოაჩინეს ტურბულენტობა- ეს არის ქარის მოძრაობა რომელიც მანამდე არც ქონდათ აღმოჩენილი

ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზეStarry_Night_Over_the_Rhone.jpg

მზესუმზირებიVincent_Willem_van_Gogh_128

პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. ნახატი იმდენად პოპულარული გახდა რომ მისი რამდენიმე ვერსია არსებობს

ვან გოგის საძინებელი

801855-R3L8T8D-650-StillLife-135

ზამბახები unnamed-2

ვან გოგმა ეს ნახატი სენ პოლის თავშესაფარში ყოფნისას, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დახატა ვან გოგმა ზამბახების ხატვა თავშესაფარში მოხვედრიდან ერთ კვირაში დაიწყო, 1889 წელს, მუშაობდა საავადმყოფოს ბაღში.  ვინსენტი ნამუშევარს შემდეგნაირად მოიხსენიებს:„ჩემი დაავადების ნათლი ორიენტირი“. რადგან ის გრძნობდა რომ შეეძლო დაავადებისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში თუ ხატვას გააგრძელებდა.

პურის ყანა ყორნებით

640px-a_vincent_van_gogh

ვან გოგის ძალიან ბევრი ნახატი არსებობს ამიტომ შევეცადე ძირითადები და საინტერესო ნახატები შემერჩია.

ვან გოგის სამხატვრო ცხოვრებას რაც შეეხება ისიც არ იყო იდეალური. ვან გოგი მეგობრობდა გოგენთან და ერთხელ ტეომ მას ფული შესთავაზა რომ არლში წასულიყო და მასთან ერთად ეცხოვრა, თუმცა ისინი მუდამ ჩხუბობდნენ. გოგენმა ცოტახანი დატოვა ვან გოგი. ყურის მოჭრას რაც შეეხება მან მისი ყურის მხოლოდ ნაწილი მოიჭრა რაც არც თუ ისე საშიშია, ამას კი ვან გოგის სინდრომი შეარქვეს.

ტეო მუდამ გვერდში ედგა ვინსენტს, მუდამ ზედამხედველობდა და განსაკუთრებით უყვარდა.

გარდაცვალება

1890 წლის 27 ივლისს ვან გოგი მინდორში გავიდა, დილით, თოფით ხელში და სროლისას ტყვია ზუსტად მკერდში მოხვდა, თუმცა ის იმწამსვე არ მომკვდარა, ვინსენტი  სისხლისგან დაცლილი იპოვეს თავისივე ოთახში და ახლო საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ტეოც მოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ერთად ლაპარაკობდნენ ხოლო შემდეგ ვინსენტმა სთხოვა ტეოს რომ სახლში წაეყვანა. 29  ივლისს ვან გოგი გარდაიცვალა თავისივე ძმის ხელებში. ის მხოლოდ 37 წლის იყო.

ტეო და ვინსენტი

უცნაური და საინტერესო ფაქტები

  • მისი ბოლო სიტყვები იყო “The Sadness Will Last Forever” ანუ მწუხარება სამუდამოდ გაგრძელდება
  • ტეოს ცოლის ჯოანას დამსახურებაა რომ ის სიკვდილის შემდგომ ასეთი ცნობილი გახდა.
  • ვან გოგს სხვა ფერების გამოყენება უნდოდა, თუმცა მისი ცვალებადი თვალის პიგმენტის გამო ნახატებში ჭარბობს ყვითელი ფერი.
  • ვინსენტს თავიდან უნდოდა პასტორობა, Dutch Reformed ეკლესიაში მამამისივით
  • თავის ცხოვრების მანძილზე მან 800 წერილი დაწერა და უმეტესი მათგანი ტეოსთვის იყო.
  • ვან გოგი დაავადებული იყო ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმით, რის გამოც იგი ემოციურად იტანჯებოდა, ძირითადი სიმპტომები კი შიში და დეჟა ვუს გრძნობაა.
  • როგორც ბავშვი ვინსენტი ძალიან მშვიდი იყო
  • მან სულ 37 ავტოპორტრეტი დახატა
  • “ვგრძნობ რომ არაფერია ისეთი მხატვრული როგორც ადამიანების სიყვარული”
  • “მე ვოცნებობ ნახატზე და შემდეგ ჩემს ოცნებას ვხატავ”

Leave a comment