RSS

Tag Archives: cheqmebi

მოდის პოეზია: შოტლანდიური უჯრედი, კოვბოური ჩექმა და წითელი ფერი

kelly

This slideshow requires JavaScript.

მოდის ტენდენციები მერყევი და ცვალებადია. რთულია, განსაზღვრო რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ ფერისა და სტილის აქტუალობა. ცნობილია, რომ როცა მოდური სამოსის მასობრივი კოპირება ხდება, ის შთამბეჭდაობასა და ორიგინალობას კარგავს, რის გამოც, დიზაინერები ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. ამის მიუხედავად, მოდის ინდუსტრიაში დღემდე არსებობს პოპულარული ეთნიკური ელემენტები, რომლებიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხიბლს და არ ანელებს ინტერესს.

შოტლანდიური ქსოვილი, რომლითაც ისტორიულად შოტლანდიელი ჯარისკაცის ეროვნული სამოსი იკერებოდა, როგორც ფანტაზიის ელემენტი, დღემდე ცოცხლობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და უდავოდ პოპულარულია. ქსოვილი ავლენს მოხატულობის უნიკალობას. ეს არის შალის უჯრედოვანი ქსოვილი, რომელზეც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები სიმეტრიულად კვეთს ერთმანეთს. ხაზთა რაოდენობა, სიგანე და ფერთა თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრულია. ქსოვილზე ცალკეული ხაზები ეგრედ წოდებულ საყრდენ წერტილებს ქმნის, რომლის საშუალებითაც უჯრედები ზუსტი კოპირებით მეორდება. ქსოვილზე წარმოდგენილი ფერები ტრადიციულად შოტლანდიის გერბის ფერთა ანალოგიური იყო. ხოლო მისგან შეკერილი სამოსი შოტლანდიის სიმბოლოთა შორის ყველაზე ძლევამოსილ, რომანტიკულ და დრამატულ სიმბოლოს წარმოადგენდა. ქსოვილისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფერები იყო ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და წითელი, თუმცა თითოეულ სამოსში მხოლოდ ოთხი ფერის კომბინაცია იყო დასაშვები. ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყოველი ფერი ცალკეულ კლანთან ასოცირდებოდა და მათ იდენტობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, კლანის წევრებს სამოსის ფერის სურვილისამებრ შერჩევა არ შეეძლოთ. ეს იყო მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ერაში, დღეს კი ქსოვილის მწარმოებელი კომპანიები უჯრედებიანი ქსოვილის უამრავ სახეობას ქმნიან კომერციული მიზნებისთვის. თუკი შოტლანდიური ქსოვილის ძველებური ფერები ნათელი იყო, თანამედროვე ფერები უფრო ნათელია და კაშკაშა, რასაც ქიმიური საღებავებით ხელოვნურად ქმნიან. შეცვლილი, რეპროდუცირებული ფერები ძველებური იერის სიმულაციას ახდენს. Read the rest of this entry »

 

ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,