ტრაილერები სრული დატვირთვით

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ტვირთი საჭიროებს მთლიანი მანქანით ტრანსპორტირებას, მზად ვართ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე ნებისმიერი ტიპისა და სპეციფიკის მანქანა მოგაწოდოთ. შეკვეთიდან, მაქსიმუმ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში მანქანა  საჭირო მისამართზე იქნება, რომელიც მხოლოდ თქვენი (ერთი კომპანიის) ტვირთით დაიტვირთება და პირდაპირ საბოლოო დანიშნულების წერტილისკენ გაემართება.

“GOLD WAY“-ს მომსახურების არეალი ტრაილერის სრული დატვირთვით მოიცავს ევროპის ნებისმიერ ქვეყანასა და თურქეთს.

ჩვენ გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას ევროპის ყველა წერტილიდან საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით და პირიქით.

თურქეთიდან მთლიანი მანქანების ტრანსპორტირება ჩვენი კომპანიის მეშვეობით მინიმალურ ფასად შეგიძლიათ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შეუზღუდავი რაოდენობით მოგაწოდოთ ნებისმიერი მოცულობის მანქანები ნებისმიერ დროსა და ადგილზე.

შეკვეთიდან, მაქსიმუმ, 1 დღეში ჩვენი მანქანა დატვირთვის მისამართზე იქნება, ხოლო ტრანსპორტირების ვადა შეადგენს  2-3 დღეს. კომპანიას თურქეთში აქვს საკუთარი საბროკერო, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას საბაჟოზე (საბუთები, საექსპორტო დეკლარაცია, TIR).

ჩვენ გთავაზობთ მთლიანი მანქანების ტრანსპორტირების მომსახურების სრულ სპექტრს:

  • მშრალი ტვირთის ტრანსპორტირება
  • სამაცივრე ტვირთის ტრანსპორტირება
  • სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება
  • მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება

არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზებები

გამოიწერე GOLDWAY