ბლოგები
Company logo

როგორ დავწეროთ CV - 7 ოქროს წესი

რჩეულებში შენახვა | ნანახია 2081-ჯერ

By Sophie-Anne Bradley

 

კვლევებმა აჩვენა, რომ დამქირავებლები, საშუალოდ, მხოლოდ შვიდ წამს ხარჯავენ CV-ის გადახედვაში, სანამ გადაწყვეტენ, შესაფერისია თუ არა კანდიდატი კონკრეტული პოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია წარმატებისთვის, ასე რომ, აქ არის შვიდი მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი CV გამორჩეული გახადოთ.

1. დაიწყეთ დამაჯერებლად

დაიწყეთ თქვენი უნარებისა და ძირითადი მიღწევების შეჯამებით. ეს თავიდანვე მიიპყრობს დამსაქმებლის ყურადღებას. პერსონალური პროფილი თქვენი CV-ის მნიშვნელოვანი ნაწილია და დამსაქმებელს ეუბნება, ვინ ხართ თქვენ. ასე რომ, სწორი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ. 
 
აი, მაგალითი:
 
„მე ვარ ენთუზიასტი, შრომისმოყვარე და ერთგული პიროვნება, მაქვს ვებსაიტების დიზაინისა და მონაცემთა ბაზების შექმნის გამოცდილება. მაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები, ასევე შესანიშნავი ინტერპერსონალური უნარები. მინდა მივიღო ახალი გამოწვევები, რათა გავიზარდო და გავაფართოვო ის უნარები, რომლებიც შევიძინე IT სექტორში ჩემი გამოცდილებით.”
 
 
2. ხაზი გაუსვით შედეგებს და არა პასუხისმგებლობებს
 
იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ჩამოთვალოთ თქვენი წარსული მოვალეობები, გააკეთეთ თქვენი CV იმგვარად, რომ გამორჩეული იყოს შედეგებით, გამოიყენეთ  რაოდენობრივი მონაცემები მიღწევების საჩვენებლად. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვათ, „მე დავეხმარე X კომპანიას სოციალური მედიის ჩართულობის (ე.წ. ingagement-ის) გაზრდაში“, ჩაწერეთ „კომპანია X-ისთვის გავზარდე სოციალური მედიის ჩართულობა 38%-ით“. სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია. 
 
3. მოერგეთ სასურველ სამსახურს
 
პირდაპირ უპასუხეთ სამუშაოს აღწერილობას და ზუსტად ახსენით, რატომ ხართ ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატი. ამის გაკეთება შეგიძლიათ სამუშაო პოზიციასთან თქვენი მიღწევების დაკავშირებით. 
 
დამსაქმებლებს სურთ, რომ კანდიდატებმა გააცნობიერონ იმ პოზიციის არსი, რომელზეც განაცხადს აკეთებენ, და რაც უფრო მეტად შეძლებთ ამის დემონსტრირებას, მით უფრო შთამბეჭდავი იქნება თქვენი CV. 
 
CV-ის დაწერას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციაზე შეგაქვთ განაცხადი. თუმცა,  თუ ეს დაგეხმარებათ თქვენი იდეალური სამსახურის პოვნაში, მაშინ, ჩათვალეთ, რომ სწორად დახარჯული დროა!
 
 
4. ხაზი გაუსვით ცვლილებებისა და ზრდის პოტენციალს
 
CV-ში ყურადღება უნდა გაამახვილოთ თქვენს პიროვნულ განვითარებაზე. აჩვენეთ, როგორ გაიზარდეთ და შეიცვალეთ აქამდე არსებულ სამსახურებში. ეს აჩვენებს დამსაქმებელს, რომ თქვენ ბევრი რამ ისწავლეთ თქვენი წარსული პოზიციებიდან და მზად ხართ ისწავლოთ და გაიღრმაოთ უნარები.
 
 
5. აჩვენეთ, რომ კომუნიკაბელური ხართ
 
იქნება ეს უნივერსიტეტი თუ ადრინდელი სამსახური, თქვენ შეხვდებით უამრავ ადამიანს. კავშირების შექმნა/შენარჩუნება აჩვენებს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ეს არის ის, რასაც დამსაქმებლები დიდად აფასებენ.
 
 
6. აჩვენეთ, რომ "საქმის კურსში" ხართ
 
პოტენციური დამსაქმებლის ინდუსტრიის შესახებ ინფორმირებულობა არწმუნებს დამსაქმებელს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ტენდენციებს მისდიოთ. თქვენ ბევრად უფრო მიმზიდველი იქნებით დამსაქმებლებისთვის, თუ შეძლებთ წარმოაჩინოთ ცოდნა სამსახურის შესახებ, ამიტომ დარწმუნდით, რომ ფლობთ ბოლო ინფორმაციას სამსახურის სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. ეს ასევე დაგეხმარებათ გასაუბრების ეტაპზეც (თუ იქამდე მიაღწევთ). 
 
7. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები
 
ეფექტური სიტყვების გამოყენება ხაზს გაუსვამს თქვენს მიღწევებს და თქვენს CV-ს დამატებით ეფექტს მისცემს. თქვენს ყველა განაცხადში ჩართეთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ადაპტირებადი", "ინოვაციური", "იმპლემენტაცია" და "მიღწეული" , და მოაყოლეთ შთამბეჭდავი შედეგები, რომელთაც მიაღწიეთ.
 
ეს უბრალო სიტყვები არაა. ბევრი კომპანია იყენებს მონაცემთა ბაზის პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა გაფილტროს კანდიდატები, რომლებიც არ იყენებენ გარკვეულ საკვანძო სიტყვებს, ამიტომ დარწმუნდით, რომ შეისწავლეთ სამუშაოს აღწერა და იცით, რას ეძებს დამსაქმებელი.
 
სრულყოფილი CV-ის შექმნა შეიძლება საკმაოდ შრომატევადი იყოს, მაგრამ ეს არის თქვენი შესაძლებლობა, აჩვენოთ თქვენი მიღწევები და უნარები დამსაქმებელს. რაც უფრო მეტს შეისწავლით სამუშაოს აღწერილობას და ინდუსტრიას, მით უფრო გამორჩეული იქნება თქვენი CV. 
 
იმედი გვაქვს, რომ ეს რჩევები დაგეხმარათ. წარმატებებს გისურვებთ სამუშაოს ძიებაში! <3

მსგავსი მასალები
  • Company logo გასაუბრება და ჟესტების ენა

  • Company logo სამუშაოს მაძიებლის ათი ტიპიური შეცდომა

  • Company logo როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

  • Company logo 8 ზოგადი რჩევა სამუშაოს მაძიებელს

  • Company logo რა არის სამოტივაციო წერილი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

advertisement