Posted by: goodkat93 | June 2, 2013

შემოდგომა

პირადად მე წელიწადის ეს დრო მიყვარს, რადგანაც ადამიანი ამ პერიოდში ამოიცნობა. ეს არის პერიოდი საკუთარი თავის შეცნობის, შეცდომების აღმოჩენის და აღმოფხვრის. შემოდგომაზე ვხვდებით ვის ვჭირდებით? ვინ გვჭირდება? რატომ? რისთვის? ვიმსახურებთ? იმსახურებენ?…

გაზაფხულს, ზაფხულის ემბრიონული მდგომარეობით და დაბადების მოლოდინით გალაღებული გული, დასვენებული გონება, სწორად ვერ საზღვრავს ყველაზე სრულყოფილი და სამწუხაროდ ხშირად საშიში არსების ადამიანის რაობას.  ამიტომ გვჭირდება შემოდგომა. გულს სევდა აწვება დასვენებული აზროვნება იღვიძებს და ვიწყებთ ფიქრს, არსებობას. („ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ“ რენე დეკარტე.)

შემოდგომა საოცარი დროა არამარტო ბუნებისთვის არამედ ადამიანისთვისაც. ბუნება მის შრომას აჯამებს, რა მოგვცა მან ჩვენ ვის აუყვავა ხეხილი ვის გაუჩანაგა გვალვით, წვიმით,  თუ სეტყვით ვენახი. ადამიანებიც ასე უნდა ვიქცეოდეთ ჩვენც უნდა მოვაწყოთ ჩვენი სულის რთველი. კარგი საქმეები დავწუროთ წმინდა სასმისად ვაქციოთ შევსვათ და სხვებსაც გავუმასპინძლდეთ. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ის მღრნელები და პარაზიტები რომლებიც გვაზიანებენ გვაავადებენ რომელთაც ჩვენს სულში მოუწყვიათ ბუდე. უნდა ვისწავლოთ , მათი დროულად შემჩნევა და მოცილება. რადგანაც თუ სული დაავადებულია გონება იღუპება აზრი წყდება ფიქრი კვდება და ჩვენ როგორც მოაზროვნე არსებები ვქრებით. თუ ჩვენ დარგულ ხეს არ მივხედავთ ნაყოფი გაფუჭდება ხოლო ფესვები სიმწრით ამოგვძახებენ: რად დაივიწყეთ ვისი გორისა ხართო?!   

Good Kat 

 

 

 

Image


Responses

  1. თვიდან, რომ დავიწყე კითხვა, ვიფიქრე, რის საფუძველზე აღმერთებს ასე ამ დროს-მეთქი და შემდეგ ისეთი დამაჯერებელი პასხები ვიხილე ჩემს ამ კითხვაზე, სრულიად დაგეთანხმე, უყოყმანოდ. : ]


Leave a comment

Categories