მთვარის, წყლის და ფემინინური ენერგიების მატარებელია.

მისი მაგიური ფუნქციებია : სიყვარული,თვითსიყვარული, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე, თავდაჯერებულობა, მთვარის მაგიასთან მუშაობა, მგრძნობელობის და ხილვის განვითარება, მკურნალობა, ინტუიციის განვითარება.

(ლათინ. Jasminum Officinale) მსოფლიოში გავცელებული მცენარეა. მისი 200-ზე მეტი სახეობა გვხვდება  ევრაზიაში.  მისი არსებობა და გამოყენება 3000 წლის წინ ფიქსირდება. ჟასმინი თავდაპირველად გავრცელდა სპარსეთში, მოედო საბერძნეთს, თურქეთს და გავრცელდა სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა ფორმით. აღმოსავლეთ აზიაში ჟასმინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დღემდე.

ჟასმინი მომდინარეობს სახელიდან ‘’იასემინი’’ – იგივე ღვთის საჩუქარი. ზოგი მას ‘’ღამის დედოფალსაც’’ უწოდებს, რადგან ღამით ის არაჩვეულებრივ სურნელს გამოყოფს, რომელიც აწმყოს დაგავიწყებთ მომენტალურად (ჩემთვის ნამდვილად ასეა ???? )

ჯასმინი ცნობილია თავისი გამორჩეული ნაზი, ფემინინური სურნელით. ადამიანთა უმრავლესობას მისი სურნელი ძლიერ უყვარდება, თუმცა ასევე ძლიერ გადაუყვარდებათ იმ შემთხვევაში, თუ ეს არომატი ნეგატიურ ფაქტთან ან ემოციასთან გახდება გაიგივებული.

მისგან მზადდება საუკეთესო ეთერზეთები, თუმცა ის საკმაოდ რთულად გამოსახდელია. 7,6 მილიონი ჟასმინის ყვავილია საჭირო, რომ 1 ლიტრი ეთერზეთი გამოიხადოს. ამიტომ, ის საკმაოდ ძვირადღირებულია სხვა მცენარეების ეთერზეთებთან შედარებით (სხვათაშორის ჩემს ბალმში ჟასმინის ეთერზეთიც შედის და შეგიძლიათ კომპლექსურად მიითვისოთ ???? ).

მაგიური გამოყენება:

  1. იმისთვის, რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ მთელი დღის მანძილზე ატარეთ ჟასმინი ჯიბით, ბიუსტჰალტერით ან ნებისმიერი ფორმით, სხეულთან ახლოს. გაახვიეთ თეთრ ნაჭერში, ჩაუთქვით ‘’მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების, მე ძლიერი ვარ’’, შეკარით ნაჭერი და ატარეთ მთელი დღის მანძილზე როგორც ამულეტი. შეგიძლიათ ატაროთ როგორც ერთჯერადად, ასევე გამოცვალოთ ყოველი ახალი მთვარის დღეს.
  2. სიყვარულის მოსაზიდად იგივე მეთოდით გაახვიეთ ნაჭერში ჟასმინის ფოთლები, ყვავილები ან ორივე ერთად და ჩაუთქვით, ‘’ჩემთან მოდის ჭეშმარიტი სიყვარული’’.

(ეს მეთოდი გამოიყენება როგორც თვითსიყვარულის, პარტნიორის, მეგობრის ან ოჯახის სიყვარულის გასაძლიერებლად, ასევე ახალი პიროვნების მოსაზიდად.იწყებთ მთვარის პირველ დღეს, აკეთებთ ორი კვირის განმავლობაში ყოველ ღამით  და შემდეგ აგდებთ ამ ნაჭერს თავისი ყვავილებით მადლიერების ენერგიით).

  1. ხარისხიანი ძილისა და ქალური ენერგიის გამოსაღვიძებლად კარგია ჟასმინი ბალიშის ქვეშ. (ანალოგიური მეთოდით, როგორც წინა პუნქტშია აღწერილი, უბრალოდ ჩაუთქვით, სურვილი)
  2. სილამაზისა და შინაგანი ენერგიის გაწმენდისთვის 200 გ ადუღებული წყალი დაასხით 1 ჩ/კ ჟასმინის ფოთლებს ან ყვავილებს, 5ჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ჰაერი ღრმად. შემდეგ წარმოთქვით 3ჯერ : ‘’ მე ვარ ლამაზი, მე ვარ ძლიერი, მე ვარ ჰარმონიული, მე ვარ ბედნიერი’’, ამის წარმოთქმის შემდეგ 5ჯერ შეისუნთქეთ ჟასმინის ჩაის ორთქლი,პროცესში წარმოიდგინეთ თქვენი თავი, თუ როგორ კარგად გრძნობთ თავს,მოახდინეთ ვიზუალიზაცია კარგად და შემდეგ მიირთვით ჟასმინის ჩაი. (განსაკუთრებით ეფექტურია დილით, როცა სადმე მიემართებით. მაგ: შეხვედრა, მოლაპარაკება, სიტყვით გამოსვლა, ონლაინ ლექციაც კი 😀  და ა.შ…)
  3. დალიეთ ჟასმინის ჩაი ძილის წინ მშვიდი ძილისა და მნიშვნელოვანი სიზმრებისთვის.

 

ცოტა რამ ჟასმინის სამედიცინო თვისებებზე:

აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის სტრესს,  ბუნებრივი დამამშვიდებელია, ამსუბუქებს მუცლის ტკივილებს, მენსტრუალური ტკივილების დროს კარგი დამხმარე საშუალებაა, ასტაბილურებს ჰიპერტონიას და მენოპაუზის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია ჟასმინის ჩაი. რაც მთავარია ხასიათის გასაუმჯობესებლად და სტრესის დასაძლევად საკმაოდ კარგი საშუალებაა.

 

იმედი მაქვს გამოიყენებთ ამ უნიკალურ მცენარეს. მე პირადად ბევრ რამეში დამეხმარა, ამიტომაც ვწერ ამ ყველაფერს თქვენთვის. ორსულებს არ გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. გამიხარდება, თუ შრომას დამიფასებთ და სტატიებს გააზიარებთ ხოლმე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია <3 სიკეთე ყოველთვის ფასდება ამაში დარწმუნებული ვარ <3

ავტორი rod (მარი)

 

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top