Now Reading
რა სიმბოლოს ატარებს თქვენი კატა?

რა სიმბოლოს ატარებს თქვენი კატა? 5/5 (2)

ალბათ შეამჩნევდით, რომ კატები განსაკუთრებულად მისტიური არსებები არიან. ამ ფაქტს ცხადყოფს უძველეს მითოლოგიაში კატის კულტი და გარკვეული რწმენა-წარმოდგენები, რომელიც თანამედროვე ეპოქაშიც კი არ კარგავს აქტუალობას. საინტერესო თეორიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ კატა და კატისებრთა ოჯახის წამომადგენლები დედამიწის კოსმიური სტუმრები არიან და კერძოდ მათი წარმომავლობა ფელინების რასიდან მომდინარეობს. თეორიებზე რომ არ ვისაუბროთ, გადავიდეთ პირად გამოცდილებაზე და აქვე გეტყვით, რომ თუ ერთხელ მაინც გქონიათ ამ არსებასთან ურთიერთობა უთუოდ დარწმუნდებოდით, რომ კატები გამოირჩევიან განსაკუთრებული სენსორიკითა და შეგრძნებებით. ისინი ხედავენ ფიზიკურ სამყაროს მიღმა, ისინი ყველაზე კარგად გრძნობენ ენერგეტიკას და ასევე აქვთ სამკურნალო თვისებები.

ამ სტატიაში კი გესაუბრებით კატის სიმბოლიზმზე მათი ფერების მიხედვით.

შავი კატა

შავი კატების შესახებ არსებობს ცრურწმენა, რომელიც რეალურად მართლაც რომ ცრუ რწმენაა.  ისინი არანაირად არ არიან კავშირში უიღბლობასთან.  რეალურად შავი კატა ატარებს წარმატების სიმბოლოს. ეს ფაქტი დასტურდება როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ კულტურებში.

შავი კატა  ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება. თუ თქვენთან უცნაურად მოვა შავი კატა ეს იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მისია აქვს. ხშირად ისინი ჩნდებიან მძიმე დაავადების მქონე ადამიანების გვერდით.

 

თეთრი კატა

თეთრ კატას მოაქვს წარმატება სულიერ სფეროებში. ის აძლიერებს თქვენს სულიერ მხარეს და გეხმარებათ განვითარებაში.

არსებობს რწმენა, რომ სულიერი მეგზურები ხშირად თავს სწორედ თეთრი კატის სახით ავლენენ.

ექსტრასენსები და მედიუმები განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენენ თეთრი კატის მიმართ, რადგან ეს ულამაზესი კატები იზიდავს განსაკუთრებულად ძლიერ ენერგიას.

 

ნაცრისფერი კატა

ნაცრისფერი კატა კარგია მათთვის, ვინც ცხოვრების რთულ ეტაპს გადის.

ისინი გვაძლევენ იმედს, გვეხმარებიან ჩავწვდეთ საკუთარ თავს, საკუთარ პრობლემებს სიღრმეებში, რათა ვიმუშაოთ მათ დასაძლევად. ნაცრისფერი კატა თავის პატრონს ძალას მატებს.

ნაცრისფერი კატები ასევე გვეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და აძლიერებენ ჩვენს ინტუიციას.

 

ნარინჯისფერი კატა (ჟღალი)

მათ მამოტივირებელი ენერგია აქვთ. ისინი აძლიერებენ ადამიანის შემართებასა და მოტივაციას. ზემოქმედებენ ლიდერულ ინსტინქტებზე. მათთან არის დაკავშირებული გამტანობა და საქმის წარმატებით განხორციელება. ნარინჯისფერ კატას ვურჩევ მათ, ვისაც ძლიერი ბიძგი სჭირდება მეგობრის სახით.

 

ყავისფერი კატა

ყავისფერ კატას მოაქვს სიდინჯე და სიმშვიდე. მისი შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობის მომტანია.

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მარტივად იფანტება, უჭირს დასტაბილურება და სიმყარე, თქვენ ნამდვილად უნდა იშვილოთ ყავისფერი კატა.

 

შავ-თეთრი კატა

მათ მოაქვთ ბალანსი თქვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ გახასიათებთ უკიდურესობებში გადავარდნა.

 

სამ ფერიანი კატა

მათ მრავალფეროვანი თვისებები აქვთ და შეიძლება ითქვას ცოტათი არაპროგნოზირებადი ტიპაჟები არიან. თუმცა ეს არ განისაზღვრება არც ნეგატიური და არც პოზიტიური კუთხით. ისინი უბრალოდ ხშირად იცვლიან ხასიათს და ეს ჯაჭვური პროცესი იქნება. ეს კატა აირეკლავს თქვენს ხასიათს ან პირიქით, თქვენს ხასიათს შეცვლის საჭიროების მიხედვით.

 

სიამის კატა

ეს კატები წარმოადგენენ სიმდიდრეს, კეთილდღეობას და წარმატებას. სიამის კატას განსაკუთრებული სიყვარულის და სიკეთის მიღება უყვარს, რათა უკან დაგიბრუნოთ ეს ყოველივე.

სიამის კატები ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოისახეს, როგორც სამეფო კატა, ბედნიერების მომტანი, სიმდიდრის მომტანი, სიყვარულის მომტანი და სასწაულების მომხდენი არსება. სიამის კატა სიბრძნისა და ლიდერობის სიმბოლოა. ის აძლიერებს წყვილს შორის ურთიერთკავშირს. მოაქვს ოჯახური ჰარმონია. მთავარია ის კეთილგანწყობილი იყოს თქვენს მიმართ, რადგან ძალიან თავისებური ხასიათით ხასიათდებიან.

 

სპარსული კატა

სპარსული კატა ასხივებს იდუმალებისა და ელეგანტურობის ენერგიას. ზოგიერთ კულტურაში ითვლება, რომ ამ ტიპის კატა წარუმატებლობის მომტანია, თუმცა ჩემი პირადი დაკვირვებით ცხოველებს არ მოაქვთ წარუმატებლობა, ისინი ზედმეტად უბოროტო არსებები არიან ამ სამყაროში. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ადამიანებს კატები წარუმატებლობის მომტანად მიაჩნიათ არის ისევ და ისევ საკუთარი პრობლემების სხვაზე გადატანა.

სინამდვილეში ისინი ადამიანების ენეგეტიკას ირეკლავენ…

 

სტატია მომზადებულია მარი (rod) – ის მიერ.

 

 

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top