სტუ
19/09/2023

ეს დღე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ საბადურის ტყეში აღნიშნა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო თანდილაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი დავით იოსებაშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოამდგენლები. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციაც. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს. საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.


სიახლეებში დაბრუნება