vgselfportwithbandear2ვინსენტ ვან გოგი დაიბადა  1853 წლის 23 მარტს ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნდერტში. მისი მამა იყო პროტესტანტი მღვდელი, ხოლო დედა-მხატვრების ოჯახის წარმომადგენელი.

16 წლის ასაკში ვან გოგმა დედის დახმარებით მუშაობა სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად დაიწყო მუშაობა.  1874 წელს იგი მიავლინეს ლონდონში, სადაც მას შეუყვარდა სახლის მეპატრონის ქალიშვილი.  სიყვარულმა მას გული აუცრუა სამსახურზე, რის გამოც ვან გოგი დაითხოვეს და სახლში დააბრუნეს. 1876 წელს იგი ბრუნდება ინგლისში და ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში გადასახადების ამკრეფად იწყებს მუშაობას. მაგრამ ხალხის სიღარიბემ ძალიან დათრგუნა ვან გოგი და უარი თქვა ამგვარ სამსახურზე.

ვინსენტი სახლში ბრუნდება და მამის მსგავსად მღვდლობას აპირებს, თუმცა მას უჭირს სწავლა.  საბოლოოდ, ვან გოგი ქრისტიანობის მსახური ხდება და ღარიბებთან მუშაობს. 1878 წელს ბელგიის ქალაქ ბონში ჩადის, სადაც ვან გოგი მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას გაიცნობს.  იგი მთლიანად ჩაეფლობა თავის საქმეში, დაარიგებს მთელ თავის ქონებას და საცხოვრებლად პატარა დანგრეულ ქოხში გადავა. მადლობის სანაცვლოდ, 1880 წელს ვინსენტს სამსახურიდან დაითხოვენ.

ვან გოგს დიდად არ უდარდია თავის განთავისუფლების გამო. ამჯერად მან მხატვრობის შესწავლა გადაწყვიტა და ჰააგისა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში ისმენდა ლექციებს.

1885 წელს ვან გოგი მიემგზავრება საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არალში, რომელიც მარსელის ახლოს მდებარეობს.

მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა.  ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას ,,ყვითელ სახლში». ეს იყო ადგილი, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა.  ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა სწორედ აქ შეიქმნა. ხშირად, ღამით საღებავებითა და მოლბერტით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში.

ვან გოგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვითონ გოგენიც დაიყოლია, გაწევრიანებულიყო ამ საზოგადოებაში. 1888 წელს ოქტომბერში გოგენმა მართლაც ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მალევე მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის შედეგად ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი პიროვნება  იყო.  ვინსენტს კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად.

მათი უთანხმოება ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.

ხსენებული ინციდენტია შემდეგ, ვან გოგმა გაიაზრა, რომ სრულ სიგიჟემდე ცოტაღა აკლდა და თავისივე ნებით სენ-რემის შეშლილთა თავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. მკურნალობის პერიოდში მან 200-მდე ნამუშევარი შექმნა. ხალხმა იგი შეშლილად აღიარა და საქვეყნოდ დასცინოდა, რასაც ვეღარ გაუძლო და 1890 წელს გადასახლდა პარიზის ჩრდილო-დასავლეთით, მხატვართა ქალაქ ოვერ-სურუაზში. აქ ვან გოგმა პატარა კაფეს თავზე იქირავა ოთახები და დღედაღამ მუშაობდა.

ასეთ აქტიურ რეჟიმს ვან გოგის ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო. 1890 წლის 27 ივლისს, კვირა დღეს, იგი ქალაქგარეთ გაემგზავრა და იარაღით მკერდში დაიჭრა თავი. დაჭრილმა ვინსენტმა მოახერხა სახლში დაბრუნება, სადაც მთელი ღამე ჩიბუხის მოწევაში გაატარა. სამშაბათ დღეს, შუადღის პირველ საათზე, ვან გოგი წინა ღამით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.  იმ დროისათვის იგი 37 წლის უცნობი მხატვარი იყო. დღეისათვის კი ვან გოგი 19-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მხატვრად არის აღიარებული.