ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კარდენახში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო

29 May, 2020

 სოფელ კარდენახში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.  ახალი ჭაბურღილი საჯარო სკოლასთან დაიბურღა და დამონტაჟდა ორი რეზერვუარი, საიდანაც წყლით საჯარო სკოლა და 60 - მდე ოჯახი მომარაგდება.  სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "ჰიდროგეო" ასრულებს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  მიმდინარე წელს,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, 7 ახალი ჭაბურღილი ეწყობა, სამ სოფელში კი სრულად რეაბილიტირდება წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი.

გააზიარე