როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები

საქართველოში აღდგომა მნიშვნელოვანი დღესასწაულია. წითელ პარასკევს, კვერცხებს წითლად ღებავენ ენდროს ფესვებით. ბუნებრივი საღებავის გარდა, არსებობს  სხვადასხვა ფერის ხელოვნური ალტერნატივაც.

გთავაზობთ შეღებვის იმ ვერსიას, რასაც ხშირად ვიყენებ უკეთესი და მდგრადი წითელი ფერის მისაღებად.

ინგრედიენტების ასაზომად გამოვიყენე საზომი კოვზების სტანდარტული ნაკრები.

  • 1 ჭიქა ენდრო, დამსხვრეული
  • 6 ჭიქა წყალი
  • 1/2 ჭიქა წითელი ხახვის ფოჩები
  • 10 კვერცხი, ოთახის ტემპერატურის
  • 1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი

როგორ მოვამზადოთ

1. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, სასურველია მინის (რომ შემდეგ ადვილად გარეცხოთ) და ჩასხით წყალი და ჩაყარეთ ენდროს ფესვები და ხახვის ფოჩები.

2. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და შიგთავსი აადუღეთ.

3. ადუღების შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ.

4. ეს ნაბიჯი გაიმეორეთ უფრო ინტენსიური წითელი ფერის მისაღებად.

5. გაგრილების შემდეგ კვერცხები ქვაბში ჩაალაგეთ, დაფარეთ ენდროს ფესვებით და ხახვის ფოჩებით; დადგით საშუალო ცეცხლზე.

6. დაუმატეთ მარილი და ძმარი და განაგრძეთ დუღილი, სანამ კვერცხი მზად არ იქნება, დაახლოებით 10-12 წუთი.

7. კვერცხები მოათავსეთ ცივ წყალში 2-3 წუთით, შემდეგ გააშრეთ ხელსახოცით და გააპრიალეთ ზეთით (სურვილისამებრ).

დატოვე კომენტარი

Create a website or blog at WordPress.com

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე