მოცვის დუკანური ტარტი და ტარტალეტკა

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს კვირაა დღე როცა მეტად უნდა გავინებივროთ თავები.

ერთ უმარტივეს რეცეპტს გასწავლით. რომლითაც ორი სახის დასერტს გააკეთებთ.

ტარტალეტკას და ტარტს როგორც ვიცით ფხვიერი ცომი სჭირდება. ცომს ფხვიერ სტრუქტურას კი ჩვენთვის აკრძალული ცხიმი სძენს. ბევრი ძიების შემდეგ ამ ხერხს მივაგენი. მისი მთავარი პრინციპი ისაა რომ სანამ ქატო გაფუვდება მანამდე უნდა მოვასწროთ მისი გამოცხობა.

რეცეპტი:

პირველ რიგში ჩავრთოთ ღუმელი 200 გრადუსზე, რომ გაცხელდეს. სანამ ის გაცხელდება 4 ს.კ. ქატო ტაფაზე გაოქროსფერებამდე მოვხალოთ. სანამ ღუმელი გაცხელდება და ქატო მოიხალება 😄 ხელის ბლენდერით კარგად ავთქვიფოთ ორი კვერცი და დავუმატოთ სურვილისამებრ ვანილი და შაქრის შემცვლელი.

თუ ხელის ბლენდერი არ გვაქვს ისეც შეიძლება. ჯერ მხოლოდ ცილა გამყარებამდე ათქვიფეთ და შემდეგ კვერცხის გულები დაამატეთ.

ახლა კი უკვე დროა ცარიელი ფორმებიც ღუმელში შევდოთ და ისიც გავაცხელოთ.

კარგად რომ გაცხელდება, ცხელი ქატო გადავიტანოთ ათქვეფილი კვერცხის მასაში, სწრაფად მოვურიოთ და სწრაფადვე ჩავასხათ ფორმებში და შევდოთ 200 გრადუსზე.

რაც უფრო თხელ ფენად მოვათავსებთ მით უფრო ხრაშუნა გამოვა ჩვენი ცომი.

გამოცხობას არ სჭირდება დიდი ხანი. როგორც კი ფერს შეიცვლი მზააა და გამორთეთ ღუმელი. ტარტის ცომი შიგნითვე დავტოვოთ და ტარტალეტკის ფორმები გამოვიღოთ და გულები ამოვუჭრათ.

ახლა დროა მოვამზადოთ კრემი. ამჯერად პუდინგი გამოვიყენე რომელიც დუკანის დიეტაში დაშვებულია. აი ეს გახლავთ:

სულ სამნაირია. ვანილის, მარწყვის და შოკოლადის. ძვირიც არ ღირს.

ამჯერად მარწყვის გამოვიყენე.

1.5 სუფრის კოვზ პუდინგის ფხვნილს დავამატოთ 250 მლ. რძე და წამოვადუღოთ. სულ ვურიოთ რომ არ დაგვიკორკოშალდეს. რომ წამოდუღდება უკვე მზადაა.

როგორც კი გამზადდება გადავიტანოთ მზა ტარტალეტკის ფორმებში და მოვრთოთ კენკრით.

ასევე გავაკეთოთ ტარტის შემთხვევაშიც.

ძალიან მარტივი რეცეპია და იმაზე გემრიელი ვიდრე დუკანურ ვერსიას შეეფერება.

უნდა აღვნიშნო რომ ცომი მეორე დღესაც არ რბილდება.

გემრიელად მიირთვით.

კლებით შეგერგოთ

#მევარგამხდარი

დატოვე კომენტარი