ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი

საპონი და წყალი არ არის საკმარისი კატის შარდის სუნის მოსაშორებლად. თქვენი დივანი, ხალიჩა ან ტანსაცმელი შეიძლება სუფთად გამოიყურებოდეს, მაგრამ კატის შარდის სუნი მაინც რჩება. ეს სუნი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძაფრი და ხშირად ბრუნდება ჩვეულებრივი წმენდისა და რეცხვის შემდეგ. ის ხშირად საჭიროებს უფრო ძლიერ მიდგომებს! ამ სუნის მოშორების გარდა, ამ გვერდზე წარმოგიდგენთ რჩევებს ამ პრობლემის პრევენციისთვის.

 

რატომ არ იყენებს კატა თავის ტუალეტს?

 


 

სპეციალური კატის ტუალეტის არსებობის შემთხვევაშიც კი, ზოგჯერ ისინი არ იყენებენ მას, რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

1. ყუთის არასაკმარისი სისუფთავე

კატები განსაკუთრებით სუფთა ცხოველები არიან და თუ ჩათვლიან, რომ მათი ტუალეტი-ყუთი ზედმეტად ბინძურია, სხვა ადგილს მოძებნიან მოსაშარდად.

 

2. შესაძლოა კატა იყოს ავად

საშარდე გზების დაავადება ხშირია კატებში, რაც ინფექციებს იწვევს და შესაძლოა კატას ხშირად დაეწყოს მოულოდნელი შარდვა.

 

3. სტრესი

კატა შესაძლოა იმყოფებოდეს სტრესში და დაიწყოს მოშარდვა სხვა ადგილებში.

 

4. ტერიტორია

მამრ კატებში ხშირია ასევე მისხურება. ისინი შარდს ასხურებენ ვერტიკალურ ზედაპირებზე და ამით ნიშნავენ ტერიტორიას, ეს ხდება მამრ კატებში.
 

რჩევები კატის შარდის სუნის პრევენციისთვის

კატის შარდის გაწმენდა ერთი საქმეა. რა თქმა უნდა გნებავთ, რომ შარდის სუნი დივანზე, ხალიჩაზე ან ტანსაცმელზე არ დარჩეს. კატებს არ მოსწონთ მენთოლის სუნი. შეგიძლიათ სცადოთ მენთოლის წასმა პრობლემურ ადგილებში. შედეგად ნაკლები შანსი იქნება, რომ კატა იმ ადგილას მოშარდავს. უფრთხილდით მენთოლის ლაქებს ქსოვილებზე!
 

მოაშორეთ კატის შარდის სუნი

არაფერს აქვს ისეთი გამჭოლი სუნი, როგორიც კატის შარდს. საბედნიეროდ HG-ს შარდის სუნის საწინააღმდეგო საშუალება ამ საქმეს აადვილებს! ასევე გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც სხვადასხვა საიტზეა მოცემული.


 

 

სხვა სუბსტანციები, რა გამოვიყენოთ და რა - არა?

შეგიძლიათ კატის შარდის სუნის წინააღმდეგ სოდა გამოიყენოთ. იცოდით რომ ძმრისა და მათეთრებლის გამოყენება არ არის კარგი? მოგვიანებით აგიხსნით რატომ.

 

1. სარეცხი სოდა

ზოგიერთი ბლოგის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი სოდა, რომელიც ანეიტრალებს სუნს და შეუძლია კატის შარდის ამოყვანა ხალიჩებიდან ან მატრასებიდან. დაყარეთ ცოტაოდენი სოდა პრობლემურ ადგილზე და დატოვეთ ერთი დღე, შემდეგ უბრალოდ მტვერსასრუტით აიღეთ.

 

2. არ გამოიყენოთ ძმარი, მათეთრებელი ან ქლორი

ჩვენ გირჩევთ არ გამოიყენოთ ქლორი, რადგან ის მომწამვლელია და - ისევე როგორც ძმარი ან მათეთრებელი - ის წააქეზებს კატას, რომ მოშარდოს იმ ადგილას, სადაც ის გამოიყენეთ.

 

3. არ გამოიყენოთ პროდუქტები, რომლებიც ფარავს სუნს

კატები სუნს ტერიტორიის მოსანიშნად იყენებენ. ახალი სუნი უბიძგებს კატას მოშარდოს იმ ადგილზე, რათა მისი სუნი უფრო ძლიერად იდგეს ვიდრე სხვა.

სცადეთ სარეცხი სოდა და ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალება, რომელიც სპეციალურად კატის შარდის სუნის მოსაშორებლადაა შემუშავებული.
 

HG-ს აქვს საშუალება კატის შარდის სუნის მოსაშორებლად

უსიამოვნო სუნი, რომელსაც კატის შარდი ტოვებს, გაწმენდის შემდეგაც რჩება. HG-ს შარდის სუნის საწინააღმდეგო საშუალება არის ამ სუნის მოშორების საუკეთესო გზა. ეს ორგანული პროდუქტი არ ნიღბავს სუნს, არამედ აშორებს მას ეფექტურად ენზიმების და მიკრობების გამოყენებით, რომლებიც უსიამოვნო სუნის მოლეკულებს აქცევენ წყლად, CO2-ად და სხვა უსუნო ნაწილაკებად. თავდაპირველად, კარგად მოწმინდეთ შარდი წყლით და სუფთა ტილოთი. შემდეგ გააშრეთ გაწმენდილი ადგილები.
 

გაქვთ კარგი რჩევები კატის შარდის სუნის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

3976