ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ სტიკერები

სტიკერი შეიძლება იმდენად ძლიერად მიეწებოს, რომ მისი მოშორება შეუძლებელი მოგვეჩვენოს. საბოლოოდ მის ნაწილებად ჩამოხევას ვახერხებთ და ზედაპირზე არასასურველი ქაღალდისა და წებოს ნარჩენები რჩება, რომლებიც დროსთან ერთად უარესი ასაძრობი ხდება. ქვემოთ მოცემული რჩევები ამ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

 

სტიკერების მოშორება: შესაძლებელია სტიკერების ნარჩენების პრევენცია?


შეუძლებელია ზოგჯერ მაინც არ მოგვიწიოს სტიკერის ან სტიკერის ნარჩენების მოშორება. თანამედროვე პროდუქტების დიდ ნაწილს აქვს ძარცვისგან დამცავი სტიკერები. საქარე მინებზე (თუ შვეიცარიაში ცხოვრობთ) თუ მანქანა გადაადგილების რამე შეზღუდვას ექვემდებარება.
 

არსებობს ბევრი სხვა მაგალითი, როდესაც ჩვენ გვიწევს სტიკერების გამოყენება და ყველამ ვიცით როგორი რთულია მათი ნარჩენების მოშორება შუშიდან. სტიკერები ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს დეკორაციად, განსაკუთრებით ბავშვების მიერ, რომლებსაც თავიანთ საცინებლის კარის სტიკერებით დაფარვა უყვართ. მათი სათითაოდ აძრობის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ საძინებელშ დადოთ დაფა და შეთანხმდეთ, რომ სტიკერები მხოლოდ ამ დაფაზე უნდა გააკრას და არა კარზე!
 

ალტერნატიული გზები სტიკერის ნარჩენების მოსაშორებლად

HG-ს სტიკერების (წებოვანი ლენტის) მოსაშორებელი საშუალება შექმნილია სპეციალურად სტიკერების და მათი ნარაჩენების მარტივად მოსაშორებლად. ეს პროდუქტი მუშაობს სწრაფად და მოხერხებულად, მაგრამ ასევე შეგიძლიათ სცადოთ ქვემოთ მოცემული რჩევები, რაც ვიპოვეთ ინტერნეტში.

 

  • ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი
    წაუსვით ცოტაოდენი ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი ღრუბელზე ან სამზარეულოს ტილოზე და უსვით სტიკერზე სანამ არ მოშორდება.

 

  • სკიპიდარი

ფრთხილად წაუსვით სკიპიდარი წებოს ნარჩენებზე, დატოვეთ რომ შეიწოვოს და მოწმინდეთ დაშლილი ნარჩენები მშრალი ქსოვილით.
 

  • არაქისის კარაქი

დაფარეთ მთლიანი სტიკერი არაქისის კარაქით. დაელოდეთ რომ შეიწოვოს და მარტივად მოაშორებთ სტიკერის ნარჩენებს. ეს მეთოდი არ მოქმედებს წყალგაუმტარ სტიკერებზე.
 

HG, ყველაზე ეფექტური გზა სტიკერის მოსაშორებლად

როგორც უკვე ვთქვით, HG-ს სტიკერების (წებოვანი ლენტის) მოსაშორებელი საშუალება შექმნილია სპეციალურად სტიკერების მოსაშორებლად ნარჩენებისა და სირთულეების გარეშე. ეს პროდუქტი შესაძლოა გამოვიყენოთ სხვა წებოვანი ქაღალდების ნებისმიერი ზედაპირიდან მოსაცილებლად. აკურატულად წაუსვით HG-ს სტიკერების მოსაშორებელი საშუალება და დააზადეთ, რომ შეიწოვოს.

გაქვთ კარგი რჩევები სტიკერების მოშორებისთვის? გაგვიზიარეთ!

4156