პავლოვი,ჰაქსლი ისევ აქტუალურია

 

Ivan Pavlov NLM3.jpg

 bb

პავლოვის ძაღლი

 

 

 

მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დაbაწყისში  სწავლების ფსიქოლოგიის სკოლებმა  გაარკვიეს ცოცხალი არსების ქცევაზე და რეაქციებზე გარეადან ზემოქმეფების მექანიზმები.

პავლოვი და de B. F. Skinner დაფიქრდნენ იმაზე თუროგორ შეიძლება ასწავლო ცოცხალ არსებას ქცევა.

დღეს საკმაოდ  კარგადაა ცნობილი რუსი ფიზიოლოგი პავლოვის ექსპერიმენტები

მას უნდოდა რომ ძაღლს ნერწყვი გამოყოფოდა უბრალოდ ზარის ხმაზე.

ახსნა:  საკვების მიღება-გადაყლაპვა იწვევს ნერწყვის გამოყოფას რაც აადვილებს საკვების მონელებას.  ესაა თანდაყოლილი რეფლექსი.  ისევე როგორც  ტემპერატურის შეცვლის პასუხად იცვლბბება გულის რიტმი.

სტიმულის და რეფლექსის ეს ურთიერთობა ითვლება ჩვენი გადარჩენისთვის  სასარგებლო გენეტიკურ მემკვიდრეობად.

მაგრამ დავუბრუნდეთ პავლოვის ძაღლს.

საკვების საწინააღმდეგოდ ზარის ხმა ა პრიორი არ იწვევს ნერწყვის გამოყოფას, ამბობენ რომ ისაა ნეიტრალური სტიმული.

მაგრამ თუ კი ზარს მრავალჯერ აახმაურებთ საჭმლის მიცემის შემდეგ ძაღლი მარტო ზარის ხმაზეც, საკვების გარეშეც, გამოყოფს ნერწყვს.

პავლოვმა ძაღლს ასე ასწავლა ნერწყვის უდროო დროს გამოყოფა….

ბბ

http://blog.francetvinfo.fr/dans-vos-tetes/2013/11/14/sommes-nous-tous-conditionnes.html

 

mars 2014

 

 

ხოდა  ადამიანებზეც ატარებენ დაახლოებით ისეთივე ექსპერიმენტებს როგორებსაც პავლოვი ატარებდა ძაღლებზე.

 

ევგენიზმის ისტორია, Le Monde.fr | 10.02.2003

 

2002  წლის დეკემბერში raéliens-თა სექტამ გამოაცხადა რომ გაჩნდა კლონირებული ანუ ხელოვნურად მოთთხნილი  ბავშვი. ამან გამოაცოცხლა ევგენიზმის შიშები.

სახელგანთქმულმა  თანამედროვე მწერალმა ოლდოს ჰაქსლიმ თავის რომანში « საუკეთესო სამყარო »  აღწერა საზოგადოება რომლის ელიტაც გენეტიკური მანიპულაციებით დაკლონაჟით სინჯარებში და კოლბებში ხელოვნურად  აჩენს და შემდეგ ჰიპნოზით და შთაგონებით ატვინებს  ინდივიდებს რომელთაც მათი გენეტიკური მემკვიდრეობის შესაბამისად ანაწილებს 5 ჯგუფად ..//კასტებად//.

 

ხომ არ ვუახლოვდებით ასეთ საზოგადოებას?

 

ბავშვთა გაჩენენის გაკონტროლება და კარგი ბავშვების გაჩენის სურვილი არსებობს ანტიკური ხანიდან, მაგრამ ცნება ევგენიზმი შიქმნა და კონცეპტუალიზებული იქნა მე-19 საუკუნის ბოლოს.  მისი ავტორია  ჩარლზ დარვინის ბიძაშვილი, ბრიტანელი სტატისტიკოსი Francis Galton.

Francis Galton-ის მიზანი იყო კაცობრიობის გაუმჯობესება.

მისი ავტორის თანახმად  ევგენიზმი დაინტერესებულია გავლენებით რომლებიც უფრო ნიჭიერ და უფრო დაჯილდოებულ რასებს  მისცემს უარესი რასების დაჯაბვნა-დამარცხების შანსებს და შესაძლებლობებს.

ევგენიზმს იმთავითვე ჰქონდა რასისტული ელფერი.

დარვინი ამბობდა რომ ევოლუცია არის შერჩევის მექანიზმის შედეგი და ევგენიზმზე იმოქმედა დარვინის დებულებებმა.

ევგენისტები დარწმუნებულები არიან რომ მოსახლეობის დონე გარდაუვლად ეცემა.

ევგემისტები ამბობენ რომ ცივილიზაციები, საზოგადოებები უუნაროებს და უვარგის-გამოუსადეგარებს აძლევენ არსებობის საშუალებას მაშინ როდესაც ურბანიზაცია აბრკოლებს საუკეთესოების გამრავლებას კონკურენციის ნაკლები უნარის მქონეთა სასარგებლოდ.

დაბოლოს ევგენისტები მკაცრად აკრიტიკებენ ლამარკის თეორიებს რომლებიც  შეძენილს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიდრე თანდაყოლილს.

ევგენისტების აზრით სწორედ თანდაყოლილია მემკვიდრეობითობის მთავარი კომპონენტი.

 

არსებობს ნეგატიური ევგენიზმი რომლის მიზანიცაა უვარგის გსმოუსადეგარებად გამოცხადებულ ადამიანთა გამრავლების შეზღუდვა.

 

არსებობს პოზიტიური ევგენიზმი, რომლის მიზანიცაა  ხელის შეწყობა ღირებულ ინდივიდებად გამოცხადებულთა გამრავლებისთვის.

ევგენისტები უმთავრესად ებრძოდნენ ხეიბრებს, ფიზიკურად და მენტალურად ავადმყოფებს, შემდეგ ყველაფერმა შეიძინა უფრო რასისტული ხასიათი.

 

ყველაზე ხშირად იყო გამოყენებული სტერილიზაცია და სამედიცინო სერტიფიკატი ქორწინებამდე რომელსაც უნდა დადასტურებინა რომ ქალ-ვაჟის დაქორწინება დასაშვებია.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს შორის  უმთავრეს შემთხვევაში დაძალებულ სტერილიზაციას იყენებდნენ აშშ-ში// 50 ათასზე მეტ ადამიანს გაუკეთეს სტერილიზაცია 1907-1949 წლებში// და ევროპის  ზოგ ქვეყანაში.

აშშ-ში სტილიზაციას იძულებით უკეთებდნენ როგორც გიჟებს,  უძლურებს// faibles d’esprit// და ზოგ შტატში სექსუალურ დამნაშავეებს, კრიმინალებს, ტოქსიკომანებს და ეპილეპტიკოსებს.

გერმანიაში იძულებითი  სტერილიზაცია 1933 წლიდან შემოიღო ჰიტლერმა.  ხუთ წელიწადში სტერილიზებული იყო 300 000  მენტალურად ავადმყოფი და სუსტი.

ეს ევგენისტური პოლიტიკა დამთავრდა  იმით რასაც ჰქვია ოპერაცია ევტანაზია“, რომელმაც მოსპო კიდევ ათობით ათასი ავადმყოფი.

მესამე რაიხის ევგენიზმს ჰქონდა მძიმე რასისტული კომპონენტი.

1935 წელს მიიღეს კანონი გერმანული სისხლის და ღირსების დასაცავად, ჰიტლერმა აკრძალა ებრაელთა და გერმანელ არაებრაელთა დაქორწინება.

შემდეგ მან მიმართა საბოლოო გადაწყვეტას // მოკლეს ექვს მილიონამდე ებრაელი//.

 

ჰიტლერმა 1936 წელს ასევე დაიწყო პროგრამა Lebensborn ( სიცოცხლის წყარო)  რომლის მიზანიც იყო ხელის შეწყობა არიელ ბავშვთა გაჩენისთვის.

 

ამ პროგრამის ფარგლებში საგანგებოდ არჩევდნენ წყვილებს. ზოგჯერ საგანგებოდ შერჩეული საჯიშე ესესელები წმინდა არიელებად გამოცხადებული ქალებისგან აჩენდნენ ბავშვებს.

სახელმწიფო ართმევდა დედებს ამ ბავშვებს და თვითონ ზრდიდა ამ ბავშვებს.  მოკლედ რჩეულ ადამანებს აშენებდნენ ისე როგორც ძროხებს და სხვა პირუტყვს.

ბბბბბბბ

ამ ტრაღიკული ექსპერიმენტების  გამო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევგენიზმს ნაწილობრივ გაუტყდა სახელი.

ევროპაში  1970-ან-1980-ან წლებამდე ევგენისტურ სტერილიზაციას აგრძელებდნენ მარტო შვედეთი და შვეიცარია.

მაგრამ მოგვიანებით ევგენისტური კანონები მიიღო ჩინეთმა და ამან გამოიწვია აბორტების და იძულებითი სტერილიზაციების პოლიტიკა.

 

1995 წლის კანონის მოითხოვს ქორწინების წინა გამოკვლევას. გენეტიკურად ავადმყოფებს, გადამდები თუ მენტალური ავადმყოფობების მქონეებს შეიძლება აუკრძალონ შვილების ყოლა.

ასეთ ადამიანებს დაქორწინების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი დიდი ხნის მანძილზე იღებენ კონტრაცეპტივებს ან დათანხმდებიან სტერილიზაციაზე.

ევგენისტური კანონები ყველაზე მეტად ეხება გლეხებს

 // მოსახლეობის 70 პროცენტი// და ეთნიკურ უმცირესობებს // მოსახლეობის 8 პროცენტი//.

დაბოლოს, მშობიარობის წინ დიაგნოზების გავრცელებამ ინდოეთში და ჩინეთში გამოიწვია მეტისმეტად ბევრი ბიჭის გაჩენა და მდედრობითი სქესის ჩანასახების მოსპობა.

სამედიცინო დახმარებით შვილების გაჩენის,  სომატური  თუ ჟერმინალური თერაპიის, მშობიარობის წინა თუ სხვა დიაგნოზების, კლონირების თანამედროვე   მეთოდების გავრცელებამ  გააჩინა კითხვები მათი ევგენისტური ბუნების შესახებ ვინაიდან შშესაბძლებელია ჩანასახთა ხეიბრობის და ავადმყოფობათა დადგენა.  მშობლებს შეუძლიათ არასასურველი შვილის აბორტით თავიდან მოშორება და სხვა ემბრიონის არჩევა.

 

მაგრამ ძველი, სახელმწიფო ევგენიზმისგან განსხვავებით დღევანდელი კერძო ევგენიზმი არ ისახავს მიზნად კაცობრიობის გაუმჯობესებას, არაა დაძალებული.

მშობლები თვითონ წყვეტენ უნდათ თუ არა მძიმედ ავადმყოფი შვილის მოკვლა.

 

ესაა ერთგვარი კერძო, პირადი, მშობლების მიერ თავისუფლად არჩეული ნეგატიური ევგენიზმი.

 

მეცნიერებმა ჯერ არ იციან გენების ყველა საიდუმლო და ამიტომ ჯერ ვერ ვერ იკავებენ ღმერთის ადგილს, ჯერ ვერ ქმნიან თავისი გემოვნების და წარმოდგენების შესაბამის ხელოვნურ ადამიანს, მაგრამ ძალიან ცდილობენ.

 

ამავე დროს საზღვარი ნორმალურად მიჩნეულ ემბრიონსა და ავადმყოფად მიჩნეულ ემბრიონს შორის ზოგჯერ ბუნდოვანია და თავიდან შეიძლება მოიშორონ, შეიძლება მოკლან ნორმალურიც.

 

Constance Baudry // კონსტანს ბოდრი//


En savoir plus sur http://www.lemonde.fr/societe/article/2003/02/10/histoire-de-l-eugenisme_308747_3224.html#W5JZFmjFjq04diM4.99

 

http://lemeilleurdesmondes-huxley.fr/analyse-de-le-meilleur-des-mondes/

 

 

სახელგანთქმული ოლდოს ჰაქსლი //Aldous Huxley//  დაიბადა ინგლისში 1894 წელს. დაიბადა მეცნიერთა ოჯაში რომელმაც მას უბიძგა სერიოზულად სწავლისკენ.  მან ისწავლა იტონში, ოქსფორდში და გამოავლინა შესანიშნავი ინტელექტუალური უნარი. 1918 წლიდან ის გაიტაცა პოეზიამ. შემდეგ ის გადაერთო მწერლობაზე,. ის იუმორით გადმოსცემდა თავის პესიმისტურ მსოფლმხედველობას.  

თანამედროვე საზოგადოების კრიტიკოსი ოლდოს ჰაქსლი ოსტატურად იყენებს სატირას.

მან გამოაქვეყნა მრავალი რომანი რომელთაგანაც ყველაზე  სახელგანთქმულია Brave New World, Meilleur des mondes, საუკეთესო სამყარო//1932//. რომლითაც დასვა კაცობრიობის მომავლის საკითხი.

ომის დროს ის მეუღლესთან ერთად დამკვიდრდა კალიფორნიაში, სადაც განაგრძობდა წერას და გარდაიცვალა 1963 წელს.

 

 

 

 

სამყაროთაგან საუკეთესო, ანალიზი

ეს რომანი ჟღერს როგორც წინასწარმეტყველება და გაფრთხილება.

 

ეს რომანი დაიწერა 1931 წელს და ევროპაში გამოქვეყნდა 1932 წელს, მაშინ როდესაც ევგენიზმი ჯერ კიდევ იყო ანგარიშგასაწევი მეცნიერება.

 

ევგენიზმი იყო მეცნიერება რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანების მოსახლეობათა გაკონტროლებას ადამიანთა მახასიათებლების გენეტიკური გადარჩევით.

უნდოდათ მარტო დიდი პიროვნებებისგან, იმ ხანის გემოვნებით მარტო ქერა და ცისფერთვალება ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება.

ამას უნდა დაემატოს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 15-ოდე წლის მანძილზე, დაძაბულ ისტორიულ პერიოდში არსებული მწერლობა.

 

ამ ისტორიულმა კონტექსტში მწერალმა ოლდოს ჰაქსლიმ აღწერა სრულყოფილი საზოგადოება რომელშიც  მოსახლეობის ყველა ფენას, ყოველი ადამიანის გრძნობებს და სურვილებს აკონტროლებენ სინთეტური ნარკოტიკი სომას მეშვეობით.  საზოგადოება სადაც აღარაა ომი და რასის ცნებები.

 

ოლდოს ჰაქსლის რომანი ეფუძნება მე-19 საუკუნის უტოპისტების იდეებს. ამ უტოპისტებს სურდათ სრულყოფილი საზოგადოების შექმნა.

მაგრამ ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა დისტოპია // dystopie// და არა უტოპია.

 

დისტოპია კი არის უტოპიის სრულებით საწინააღმდეგო რამ იმიტომ რომ მის მიერ აღწერილი საზოგადოება მიდის უბედურებისკენ და არა წარმატებისკენ და სრულყოფისკენ.

 

ამ დისტოპიის მთავარი გმირი არის სპეციფიური დანიშნულებისთვის ლაბორატორიაში გენეტიკური მანიპულაციებით კოლბს-სინჯარაში ხელოვნურად გაჩენილი ბერნარდ მარქსი // Bernard Marx//.

 

ის უნდა იყოს იმათგან ვისაც უძახიან Alpha plus-ებს. ისაა უმაღლესი კასტის წევრი.

 

მაგრამ მეცნიერებმა და ტექნიკოსებმა ლაბორატორიაში მისი შექმნისას დაუშვეს შეცდომა რის გამოც ბერნარდ მარქსი ვერ ეთვისება თავის კასტას და მის გემოვნებას.  და  სწორ გზაზე მისი დაბრუნების ყველა მცდელობა წარუმატებელია.

 

ბერნარდ მარქსი გარკვეული დროით გაითქვამს სახელს და მაშინ იქცევა ის ისე როგორც მოელიან მისგან.

ის არაა გზიდან აცდენილი პერსონაჟი, საზოგადოებას არ შუძლია მასთან ადაპტაცია.

ავტორი ასე ხაზს უსვამს უტოპიის მარცხს  და გვეუბნება რომ უტოპია ვერ ფუნქციონირებს ყველასთან.

 

იგივე იდეა მეორდება ველურებზე ლაპარაკისას. ველურებად გამოცხადებული ადამიანები ცხოვრობენ მარგინალიზებულად, როგორც პარიები. ელიტა არ ცდილობს მათ საზოგადოებაში ჩართვას და საერთოდ მალავს მათ არსებობას.

 

ამ ელიტის მიერ დაპროგრამებულ, ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკი სომათი განარკომანებულ საზოგადოებაში რა თქმა უნდა ბატონობს ათიზმი და მატერიალიზმი.

ღმერთის მაგივრად ახსენებენ  ავტომობილების მკეთებელ და კონვეიერული შრომის გამომგონებელ ჰენრი ფორდს.

ფორდმა  მოოიგონა შრომის ისეთი დააწილება რომელიც ჰგავს ოლდოს ჰაქსლის მიერ რომანში აღწერილი საზოგადოების კასტებად დანაწილებას. ლაბორატორიების სინჯარა-კოლბებში აკეთებენ უკვე გარკვეული კასტის წევრებად გამზადებულ ადამიანებს და ისინი მთელი ცხოვრება ამ კასტის წევრებად რჩებიან.

 

ფორდი ასევე ფიქრობდა რომ გლობალურ, მონდიალიზებულ დონეზე მშვიდობის დამყარების და შენარჩუნების საშუალებაა მოხმარება და ამიტომ ის თავის მუშებს უხდიდა მომხიბლავ ხელფასს.

ოლდოს ჰაქსლის რომანის ამბებიც ხდება ფორდის ხანის 632 წელს….

 

 

« (…) ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად კომპენსაციის სახით იზრდება სექსუალური თავისუფლება.

და თუ კი დიქტატორს არ სჭირდება ხალხის გაგზავნა ომში ან დაპყრობილი მიწების კოლონიზაციისთვის ის მისცემს ხალხს სექსუალურ თავისუფლებას, გალოთება-განარკომანების თავისუფლებას რათა მათ დღისით-მზისითაც ნახონ ფერადი სიზმრები და წყნარად იყვნენ. ხალხს გააბრუებს და გამოათაყვანებს კინოც, რადიოც…და ხალხიც შეურიგდება წილმხვედრ მონობას… ».// ოლდოს ჰაქსლი, წინასიტყვაობა რომანის 1946 წლის ფრანგული  გამოცემისთვის :

 

http://www.lepasgrandchose.fr/2013/04/aldous-huxley-sur-la-liberte-et-le-sexe.html

 

https://elodier23.wordpress.com/2014/02/16/la-science-fiction-la-vision-dune-societe-ideale/

 

ოლდოს ჰაქსლი, საუკეთესო სამყარო

Aldous Huxley, Le Meilleur des mondes

უტოპიების განხორციელება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე ამას ადრე ფიქრობდნენ.

დღვანდელი თავსატეხი ისაა თუ როგორ არ უნდა დავუშვათ უტოპიათა საბოლოოდ განხორციელება.

უტოპიები განხორციელებადია, ცხოვრება მიდის უტოპიებისკენ. და შეიძლება იწყება ახალი საუკუნე, საუკუნე როდესაც ინტელექტუალები და განათლებული კლასი იოცნებებენ უტოპიებისთის თავის არიდების  საშუალებებზე  და დაბრუნებაზე ნაკლებად « სრულყოფილ » და უფრო თავისუფალ საზოგადოებაში.

რუსი ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევის ეს ფრაზა დასვა ოლდოს ჰაქსლიმ თავისი რომანის ეპიგრაფად.

აი რას ეფუძნება  წიგნის ინტრიგა : პროგრესის პროგნოზი,წინასწარ ხედვა.

იქნებ მეცნიერებამ, ჭეშმარიტების ერთადერთმა წყარომ დანახორციელა ადამიანისთვის ბედნიერების მომტანი უტოპია?

ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა თავისი თხზულება ორ ომს შორის, ნაციზმის აღმავლობის და მოხმარების საზოგადოების გაჩენის დროს.

აშშ-ში ამერიკელებმა გაიარეს მძიმე ეკონომიკური კრიზისი // ბირჟის კრახი 1929 წელს//.

ჰაქსლი იყო შთაგონებული  1920-ანი წლების დიდი კაპიტალისტური საწარმოებით. ფორდი, სხვათა შორის, გადაიქცა « ღმერთად »  ვინაიდან რომანის ისტორია ხდება

 « ჩვენი ფორდიდან 632 წელს »  ანუ ა.წ.2500 წელს.

ღმერთი შეცვალა ფორდმა  ო ჩემო ფორდ ! », « ფორდის სახელი  »).

მაგრამ ეს საზოგადოება არც კაპიტალისტურია //იმიტომ რომ იქ არაა წარმოების საშუალებათა კერძო საკუთრება// და არც ლიბერალური ეკონომიკურად // იმიტომ რომ მან არ იცის კონკურენციის კანონები//.

ამ წიგნში ავტორი მკაცრად აკრიტიკებს ეკონომიკაზე დაფუძნებულ ინდუსტრიულ საზოგადოებას და გმობს მეცნიერების შესაძლო გადახრებს.

ოლდოს ჰაქსლის აღელვებს მეცნიერული აღმოჩენები და ინდუსტრიული რევოლუციები და აფრთხილებს საზოგადოებას ტექნიკური პროგრესის თაობაზე.

ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილ მომავლის საზოგადოებაში ყველაფერი გასაკონტროლებელია და ყველაფერი კონტროლდება იმიტომ რომ ესაა ყველასთვის განკუთვნილი აბსოლუტური ბედნიერების მიღწევის საშუალება.

ყველაფერი სრულყოფილია, ყველა კმაყოფილია თავისი ბედით, მაგრამ მიუხედავად ამისა რომანი არის კონტრ უტოპია.

 

პირველ რიგში საზოგადოება ორგანიზებულია ხუთ კასტად უფრო გონიერიდან  ყველაზე გონიერიდან ყველაზე უსწავლელამდე: Alpha, Bêta, Gamma, Delta et Epsilon. ასევე არის Alpha+-ის ნაირი ქვეჯგუფები.

ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილ მომავლის ბოდიში საუკეთესო სამყაროში სდამიანები აღარ მრავლდებიან ბუნებრივად. ქალები  სტერილიზებულები, ასე ვთქვათ ნეიტრალურები არიან

ემბრიონებს, ჩანასახებს იღებენ კვერცხუჯრედების // ovules// ხელოვნური განაყოფიერებით  და შემდეგ ამ ჩანასახებს ზრდიან სინჯარა-ფლაკონებში.

 

ამას გარდა არის გენეტიკური უწყვეტობა. ალფას სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები  შექმნიან ალფა ჩანასახს  რომელსაც იმთავითვე ექნება მისი კასტის წარმომადგენლის ფიზიკური და ინტელექტუალური უნარები.

ასე გეგმავენ და ზრიან ყოველ კლასს მისი მომავალი როლის შესაბამისად.

დაბალი კლასის ემბრიონები მათ «სისხლში » იღებენ ალკოჰოლის დოზას რომელიც დააბრკოლებს მათ განვითატრებას. Bokanovsky-ს ხერხს ასევე იყენებენ  მეტი ტყუპების მისაღებად, ამ ტყუპებმა უნდა იშრომონ კონვეიერულად და აკეთონ ნარკოტიკი სომა.

ყველაზე ზომბირებულ-გამოთაყვანებულები არიან ეპსილონები, რადგან მათ მხოლოდ უნდა  მუშაობდნენ და უნდა იყვნენ ერთგვარი ცოცხალი რობოტები, მანქანის მდგომარეობაში.

http://www.solidariteetprogres.org/documents-de-fond-7/histoire/article/russell-wells-huxley-comment-la-science-a-ete.html

 

ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილ მომავალ საუკეთესო სამყაროში   კარგად დიპლომირებული და მატერიალური შესაძლებლობების მქონე მმართველი ელიტა  ხელოვნურად აჩენს და მოაშენებს როგორც ალფა პლუსად, ალფად და ბეტად წოდებულ ელიტას ისე გამად,დელტად და ეპსილონებად წოდებულ მდაბიო მუშებს.

ყველას ჰიპნოზით და ფსიქოლოგიური ჩაგონების სხვა მეთოდებით აგონებენ რომ მათ უნდათ სწორედ ის საქმე რისთვისაც ისინი ბიოლოგიურად არიან განსაზღვრულნი.

ფსიქოლოგიურ-ფსიქიური კრიზის, დარდის და ღელვის შემხვევაში მუდამ არის ნარკოტიკი სომას მეშვეობით დამშვიდების შესაძლებლობა.

// ოლდოს ჰაქსლი ხსნის რომ  დემოგრაფიული ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა მედიცინის პროგრესმა და ამის კარგი მიზნების მიუხედავად შედეგი საშინელია.

მისთვის მძიმე პრობლემაა უკვე ავადმყოფობებთან ბრძოლა:

«მაგალითი  : ჩვენ გადავდივართ მალარიით აოხრებულ ტროპიკულ კუნძულზე  და DDT-ს დახმარებით 2-3 წელში  გადავარჩენთ ასობით ათას ადამიანს.

მაგრამ ეს ასობით ათასი ადამიანი და მათი მილიონობით შთამომავალი ვერ იცხოვრებენ  ადამიანისთვის შესაბამისად ჩაცმულები, დაბინავებულები, ნასწავლები, დანაყრებულები. მათ არ ეყოფათ კუნძულის რესურსები.

მალარია აღარ მოკლავს სწრაფად ამ ხალხს.

მაგრამ ამ ბეჩავ მშიერ და მეტისმეტად მრავალრიცხოვან ხალხს ელის ნელი სიკვდილი.»

 

შემოთავაზებული ალტერნატივა-სწრაფი სიკვდილი მალარიით ან ნელი სიკვდილი შიმშილით არ გვიტოვებს დიდ იმედს.

 

მაგრამ მისი უკიდურესი « გულკეთილობა»  მას აფიქრებინებს რომ მალარიით სწრაფი სიკვდილი უკეთესია.

გაკვრით ვიტყვით რომ ზოგმა ხელისუფლებამ გაიზიარა ეს ბოდიში გულკეთილობა და მათ შეწყვიტეს DDT-თი დახმარება და მალარია ყოველ წელს სწრაფად  კლავს მილიონობით ადამიანს.

 

სხვა პროგრესისტების თქმით  მოსახლეობის სტაბილიზაციის საშუალებებია1. გაჩენათა, მშობიარობათა შეზღუდვა,2. ბავშვთა დახოცვა ან მკვლელი ომები,3. საყოველთა სიღატაკე… ამ საშუალებებიდან მარტო გაჩენა-მშობიარობათა შეზღუდვა არ მიმართავს უკიდურეს სისასტიკეს და არაა უბედურების წყარო ადამიანთა უმრავლესობისთვის.

თუ კი არ იქნება გამოყენებული პირველი მეთოდი  იქნება საშინელი სისასტიკე და უბედურება.

 

მოკლედ, პროგრესისტები გვეუბნებიან რომ თუკი არ გვინდა რომ კაცობრიობა გაწყვიტოს შიმშილმა, ეპიდემიებმა და ომებმა აუცილებელია ამ კაცობრიობის რაოდენობის შემცირება მაგრამ ადამიანური მეთოდებით ანუ გაჩენა-მშობიარობათა კონტროლით.

 

მაგრამ პროგრესისტულ-დარვინისტული აზრის თანახმად  რასებმა რომლებიც ნაკლებად მრავლდებიან  საზიზღარი მეთოდებითაც უნდა დაიცვან თავი იმ რასებისგან რომლებიც უფრო მრავლდებიან.

მაგრამ ადამიანთვა ტანჯვის შესამსუბუქებლად მოსახლეობის შემცირების სურვილის უკან იმალება სხვა საზრუნავი.

პროგრესისტების თქმით მოსახლეობა შეიძლება ნამდვილად შემცირდეს და ყველაზე გონიერი რასების ყველაზე გონიერ წარმომადგენელთა რაოდენობა უკვე მცირდება. და გაჩენა-მშობიარობათა კონტროლი შეიძლება თითქმის საყოველთაო გახდეს თეთრ რასებში.

ეს შეამცირებს მათ რაოდენობას და არ გააუარესებს მათ ხარისხს  იმ დროისთვის როდესაც არაცივილიზებული რასები უფრო მრავალრიცხოვანნი და თეთრი მეცნიერების მიერ დიდი სიკვდილიანობისგან დაცულები იქნებიან.

პროგრესისტებს აშინებს  მრავალრიცხოვანი არაცივილიზებული რასები. დემოგრაფიული ზრდა მათი აზრით საფრთხეა « თეთრი რასებისთვის » და არა მეტისმეტად მრავალრიცხოვანი  ხალხების ტანჯვის წყარო.

 

ოლდოს ჰაქსლის მომავალი უმშვენიერესი სამყაროს ყველა კასტა ემორჩილება  მონდიალური, მსოფლიო სახელმწიფოს უმაღლეს სოციალურ წესრიგს.

ეს უმაღლესი სოციალური წესრიგი კი შედგება 10 რეგიონალური ადმინისტრატორისგან.

მხოლოდ ისინი არიან აღზრდილ-ნასწავლნი და არ არიან გამოთაყვანებული დაბადებიდან.

ისინი მართავენ ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერესი სამყაროს ეკონომიკას. ისინი გეგმავენ წარმოებას და მოხმარებას.

ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერეს სამყაროში არსებობა უმარტივესია.

იქ არაა ოჯახი. იქაა უსაზღვრო სექსუალური თავისუფლება.  ამ სამყაროში არაა ვნებები და ჟინი, არაა გრძნობები.

ოჯახი არაა და მონოგამური ურთიერთობები აკრძალულია //ადამიანებს აღარა აქვთ უმანკოება-უბიწოების და ერთგულების უფლება//.

აღარავინ  განიცდის გულისტკივილს, აღარავის შურს, აღარავინ ეჭვიანობს, წუხს და დარდობს. გრძნობების გაქრობასთან ერთად გაქრა ჯონფლიქტები სუბიექტებს შორის.

 

ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერეს სამყაროში  უსიყვარულო, უგულო სექსი და ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუში არის მოქალაქეობრივი მოვალეობა.

ის ართობს ინდივიდებს და აღარაა საჭირო არანაირი აზრი.

ამ ინდივიდებმა უნდა გაამრავლონ სექსით, თამაშებით, სპორტით და ა.შ დღესასწაულებით გართობა

ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერესი სამყაროს მცხოვრებლები იძულები არიან მონაწილეობა მიიღონ სოციალურ ცხოვრებაში იმიტომ რომ განმარტოება და მარტოობა ითვლება საეჭვო რამედ.

ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ინდივიდებმა იყიდონ და მოიხმარონ მომხიბლავი ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა რამეები, გაფლანგონ ფული. მოხმარება-წარმოება მაქსიმალურია.

 

ამ უმშვენიერესი საზოგადოების წევრები მკაცრად უნდა ასრულებდნენ ქცევის წესებს.

მათ არა აქვთ აზროვნების თავისუფლება, სულიერი საზრუნავი, არა აქვთ რელიგია და ხელოვნება. მათ არ ასწავლიან საკუთარ და კაცობრიობის ისტორიას იმიტომ რომ ისტორია აჩენს საფიქრალს, დარდს და წუხილს.

მაშ, ინდივიდებს სულ არა აქვთ თავისუფლება.

 

ერთ-ერთი მსოფლიო ადმინისტრატორი მუსტაფა მენიეს // Mustapha Menier// თანახმად  « ყოველგვარი ცვლილება საშიშია სტაბილურობისთვის…მთელი მსოფლიო წყობა იქნება შეძრული თუ კი ადამიანები დაიწყებენ საკუთარი ინიციატივით მოქმედებას.» ამ  « სრულყოფილ » საზოგადოებაში აჯანყებული ან დაუკმაყფილებელი,უკმაყოფილო ადამიანები მარტო ბოროტი და მოსასპობი  ავკაცები თუ იქნებიან. ისინი შეიძლება იყვნენ საგიჟეთში სამკურნალო შეშლილებიც».

ამ ბოდიში ბედნიერ საზოგადოებაში ყოველი პიროვნება კარგავს თავის ინდივიდუალობას და ადამიანობას.

 

ყველა ადამიანი გავს ერთმანეთს. არის ადამიანობის ტოტალური დაკარგვა.

 

ჰაქსლის უმშვენიერეს და ბედნიერ სამყაროში ბედნიერება მოაქვს ეიფორიის მომგვრელ ნარკოტიკ სომას რომელიც აქრობს ყოველგვარ ეჭვს, დარდს, შფოთს და ნაღველს თუ უქეიფობის განცდას.

მაგრამ ის ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას სამოც წლამდე.

მიუხედავად ამისა ამ უმშვენიერეს სამყაროში ამ ნარკოტიკს ყოველ დღე აძლევენ ყველა კასტას.

 

ბედნიერების მომნიჭბელ სასწაულებრივ ნარკოტიკზე და ცოდნის მომცემ  ნარკოტიკზე ლაპსრაკობენ სხვა მწერლებიც

 // Iran Levin, Kurt Wimmer//.  მაგრამ სომას მსგავსად ყველა ნარკოტიკს ადამიანი მიჰყავს სიკვდილამდე.

მარამ ჰაქსლის უმშვენიერეს სამყაროში სიკვდილი არ ითვლება საშინელ რამედ და აარადარდებს ხალხს.

 

იყო კიდევ ბრიტანელი როკ შემსრულებელი Ian Dury-ს //იენ დიური// მიერ 1977 წლის 26 აგვისტოს გამოშვებული სიმღერა, ღვინო დუდუკი ქალების ერთგვარი ანალოგია სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი-Sex & Drugs & Rock & Roll

ჩემ სხეულს და გონებას სჭირდება მარტო სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი,სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი ნამდვილად  კარგია , მღეროდა ეს გამოთაყვანებული ბრიტანელი.

 Sex and drugs and rock and roll
Is all my brain and body need
Sex and drugs and rock and roll

Are very good indeed

 

სექსი,  ნარკოტიკი და როკენროლი აგრეთვე არის  Denis Leary-ს მიერ გადაღებული ამერიკული ტელესერიალი რომელიც 2015 წლის 16 ივლისს ერთდროულად აჩვენეს აშშ-ში და კანადაში.

 

ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერეს სამყაროში მმართველი ელიტა კიდევ იყენებდა ჰიპნოპედიას.

მძინარე ბავშვებს  ძილის დროს ზოგჯერ 62 ათასჯერ ეუბნებიან რომ მათ უნდა უყვარდეთ თავისი კასტა და თავისი ხელობა. და ამ საცოდავებსაც თავდავიწყებით უყვარდათ თავისი კასტა და თავისი ხელობა.

 

დაბოლოს, დისტოპიის თანახმად უტოპიური საზოგადოება დახურული უნდა იყოს.  ველურებად გამოცხადებული ადამიანები შეყარეს  უმშვენიერესი სამყაროს გარეთ არსებულ რეზერვაციებში რომელსაც შემოავლეს ლთონის მათულხლართი. ამ მავთულხლართში  კი გადის დენი, ასე რომ გაქცევა…

 

ველურებად კი ითვლებიან ისინი ვისაც უყვარს ლიტერატურა და იცნობს მას.

ამ  უმშვენიერ სამყაროში ბედნიერებად ითვლება მარტო მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება,  უშფოთველობა,უდარდელობა, ტკივილის და ტანჯვის განუცდელობა.

 

ბედნიერია ის ვინც არ გრძნობს არაფერ უსიამოვნოს.

 

ოლდოს ჰაქსლი აღწერს სრულყოფილ დიქტატურას, დიქტატურას რომელსაც ექნება დემოკრატიის სახე, უკედლებო ციხეს რომლის პატიმრებიც კმაყოფილები იქნებიან ციხეში ყოფნით და არ იფიქრებენ გაქცევაზე.

 

 

.

 

https://comptoir.org/2016/06/15/trois-visions-totalitaires-lecture-croisee-dorwell-huxley-et-zamiatine/comment-page-1/

 

ოლდოს ჰაქსლის  მიერ აღწერილი საუკეთესო საზოგადოების უმთავრესი იარაღი გენეტიკური და სხვა მეცნიერული მიღწევების გარდა არის  გაუთავებელი პროპაგანდა და მოსახლეობის ტვინის რეცხვა მათ შორის ჰიპნოტური ჩაგონებით.

პროპაგანდის მონოპოლია აქვს სახელმწიფოს, მმართველ ელიტას.

გამომცემლობები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კინო, მუსიკა  სისტემატურად და მეთოდურად ატვინებს ხალხს პოლიტიკური ბელადების, დიდი ადმინისტრატორის და მათი ბიუროკრატების მიერ მიწოდებული ინფორმაციით.

რომანის 1946 წლის გამოცემაში ოლდოს ჰაქსლი მის მიერ აწერილი მომავლის საუკეთესო სამყაროზე ლაპარაკობს როგორც ტოტალიტარულ საზოგადოებაზე  სადაც პოლიტიკური ელიტა და მისი ბიუროკრატია ბატონობს გენეტიკურად მოზელილი და ჰიპნოზით გამოტვინებული მონებისგან შემდგარ ხალხზე.

 

ოლდოს ჰაქსლი დიდად პესიმისტურად და შეშინებულ-შეძრწუნებული უყურებს თანამედროვე მეცნიერების არაადამიანურ შესაძლებლობებს.

ის კატეგორიულად არ იზიარებს მე-19 საუკუნის პროგრესისტულ-სციენტისტურ ილუზიებს.

მაგრამ მისი უმშვენიერესი  სამყარო არაა მოძალადე სისხლისმსმელი ტოტალიტარული სახელმწიფო გამოკვეთილი ყოვლისშემძლე ბელადით და მისი ულმობელი საიდუმლო სამსახურებით.

ის უფრო არის ნამდვილი ცენტრის გარეშე არსებული სამყარო

// მსოფლიო ადმინისტრატორი ბევრია//. ესაა ძლიერად იერარქიზებული საზოგადოება სადაც ყველა არ უთვალთვალებს ყველას.

 

ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერესი სამყარო არის ტოტალიტარული ხელისუფლების განსაკუთრებული, ბიოლოგიური ფორმა.

ოლდოს ჰაქსლი უეჭველად შთაგონებულია ცნებით ექტოგენეზისი

//« ectogenèse »//, რომელიც 1928 წელს შემოიღო გენეტიკოსმა John Burdon S. Haldane-მ და რომელიც გულისხმობს ადამიანის ჩანასახი-ემბრიონების განვითარებას ქალის სხეულის გარეთ….

 

ოლდოდ ჰაქსლის ძმა, ბიოლოგი ჯულიან ჰაქსლიც // Julian Huxley// ევგენიზმის მიმდევარი იყო. თავის 1964 წლის ნაწერში Essays of a Humanist // ჰუმანისტის ნარკვევები// იდ აცხადებდა რომ ღარიბთა უუნარობა და უვარგისობა გენეტიკურადაა განსაზღვრული და რომ ღარიბები წარმოადგენენ საზოგადოების სტაბილურობისთვის საშიშ ტვირთს:

« მეტისმეტად ხშირად უხდება სახელმწიფოს და საზოგადოებას ღარიბებისთვის დახმარების გაწევა. ღარიბები ტვირთია საზოგადოებისთვის.  სამწუხაროდ ისინი განაგრძობენ გამრავლებას და ვერავინ  გადაარწმუნებს მათ.  და ღარიბთა ოჯახების საშუალო სიდიდე მეტისმეტად დიდია. ბევრად უფრო დიდია ვიდრე ოჯახთა საშუალო სიდიდე მთელ ქვეყანაში.

 

 «  გონიერების და სხვა ტესტებმა გამოავლინეს რომ  ღარიბების ინტელექტუალური დონე მეტისმეტად დაბალია და ჩვენ გვაქვს მინიშნებები რომ ღარიბები  ნაკლებად ნორმალურები არიან სხვა თვალსაზრისითაც. მათ აკლიათ ინიციატივა, მიზანდასახულობა, სიმტკიცე, აღმოჩენის საერთო ინტერესი, ენერგია, ემოციური ინტენსიურობა, ნებისყოფა, ნების ძალა და ჟინი.

 

მათი სიღატაკე და წინდაუხედაობა მათი უბედურებაა და არა მათი შეცდომა და ნაკლი.:

ჩვენი სოციალური სისტემა მათ აძლევს გამრავლების საშუალებას ისე რომ მათ არ ძალუძთ სიღარიბიდან და შავი სიღატაკიდან თავის დაღწევა.. »

მეტიც,  ჯულიან  ჰაქლის თქმით მარტო ღარიბები და  ნაკლულები არ არიან მდაბალი არსებები.~

მან  1941 წელს დაწერა  « ადამიანი, ეს უნიკალური არსება »მ სადაც ამბობს ზონგები ნაკლებად გონიერები არიან თეთრკანიანებთან და ყვითელკანიანებთან შედარებით.

 

 

http://www.lefigaro.fr/vox/culture/2015/04/17/31006-20150417ARTFIG00267-le-meilleur-des-mondes-c-est-maintenant.php

 

 

ეხლა ხომ  არაა ოლდოს ჰაქსლის  «საუკეთესო, უმშვენიერესი სამყარო», ?

 

FIGAROVOX/LIVRE –Éric Letty და Guillaume de Prémare  თავის  ნაშრომში  « წინააღმდეგობა საუკეთესო სამყაროს »

//  Résistance au meilleur des mondes//  ოლდოს ჰაქსლის სახელგანთქმულ რომანს ადარებენ  დასავლეთში დაწყებულ ანტროპოლოგიურ რევოლუციას.

 

უტოპიები უფრო იოლად განხორციელებადია ვიდრე ეგონათ ადრე.

დღეს ჩვენს წინაშეა ბევრად უფრო შემაშფოთებელი კითხვა.:

 

როგორ უმდა ავიცილით თავიდან უტოპიების საბოლოოდ განხორციელება?…

 

რუსი ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიავი ამბობდა რომ

უტოპიები განხორციელებადია, ცხოვრება მიდის უტოპიებისკენ და შეიძლება დაიწყო ახალი საუკუნე როდესაც ინტელექტუალები,  ნასწავლი კლასი დაფიქრდებიან  იმაზე თუ როგორ უნდა აარიდოს თავი უტოპიებს, როგორ უნდა დაბრუნდეს არაუტოპიურ, ნაკლებად  «სრულყოფილ» და უფრო თავისუფალ საზოგადოებაში.

ოლდოს ჰაქსლიმ  ბერდიაევის ეს აზრი დაუსვა ეპიგრაფად თავის სახელგანთქმულ თხზულებას.

ოლდოს ჰაქსლი აფრთხილებს ინტელექტუალებს და მეცნიერებს უტოპიის საშიში მხარეების შესახებ.

 

1931 წელს დაწერილი  წინათგრძნობის ლიტერატურის ეს შედევრი წარმოადგენს ბიოლოგიურად სრულყოფილ სამყაროს სადაც გენეტიკას, კლონირებას და ჰიპნოზ ჩაგონებას  იყენებენ ინდვიდთა  პავლოვის ძაღლებივით წვრთნის და გაკონტროლების საშუალებად.

ქალები სტერილიზებული არიან შემთხვევით რომ არ დაფეხმძიმდნენ. ადამიანებს აწარმოებენ ლაბორატორიებში და შემდეგ წვრთნიან ისე რომ  მათ შესძლონ  ხუთ მთავარ კლასად დაყოფილ საზოგადოებაში მათთვის წინასწარ გამოყოფილი ადგილის დაკავება. .

 

ისტორია გაუქმებულია, ოჯახი და ქორწინება აკრძალულია, უამრავი ენიდან დატოვეს მარტო გამარტივებულ-დამახინჯებული ინგლისური.

ამ რაციონალიზებულ საზოგადოებაში უმაღლეს ინდივიდებად გამოცხადებულ პირთა უმცირესობა აკონტროლებს დანარჩენ საზოგადოებას და იყენებს მასობრივ ევგენიზმს ანუ თავიდან იშორებს უვარგის უმაქნისებად გამოცხადებულ ადამიანებს.

დაბეჩავებული საზოგადოებაც თავის ბედს ეგუება ეიფორიის მომგვრელი ნარკოტის წყალობით. სკდება, ტყვრება ამ ნარკოტიკით  თიშება.

წინასწარმეტყველი ხომ არ ყოფილა ოლდოს ჰაქსლი?

 Eric Letty-ს და   Guillaume de Prémare-ს აზრით  ბრიტანელი მწერალი ვიზიონერი იყო.

 

ამ ავტორების თქმით  ჩვენი დღევანდელი საზოგადოება ბევრი რამით გავს  ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილ უმშვენიერეს სამყაროს.

პროგრესმა, თანამედროვეობამ, დღევანდელობამ  ვერ შასრულა დაპირებები, ვერ მოიტანა საყოველთაო კეთილდღეობა და ბედნიერება.

და პოსტთანომედროვეობა-  postmodernité-დ წოდებული დღვანდელობა გამოსავალს ეძებს ტექნოლოგიაში:

 

« ეს პარადი-აღლუმი შეიძლება საშიში იყოს: ქიმია-ბილოგიის და ულტრატექნოლოგიის შეერთების წარმოდგენამ საყოველთაო პანაცეად შეიძლება მიგვიყვანოს ორუელის ტოტალიტარული მიდრეკილების სამყაროში:

ძიძა სახელმწიფო, ერთგვარი დიდი დედა- Big Mother მოაშუშებს თანამედროვეობის  მიერ მოყენებულ ჭრილობებს და ღმერთი ბიოტექ  სუპერსტარი- dieu Biotech’ superstar, დააკმაყოფილებს ყველა წადილს,  გააქარვებს ყველა დარდს და უკმაყოფილებას.

 

დინამიური და საერთაშორისო ასე ვთქვათ სუპერკლასის იდეოლოგიაა ტრანსჰუმანიზმი რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიის გამოყენებიით,  ადამიანის სხეულში ტექნოლოგიური ჩანართების მეშვეობით გაძლიერებული, ავტონომიური, მშობლიური ნიადაგისგან და საერთოდ მიწისგან კულტურულ-ეროვნული მემკვიდრეობისგან მოწყვეტილი « თავისუფალი » ახალი ადამიანის შექმნას. ჩვენ ვართ  ხელოვნური ადამიანების, ჰომუნკულუსების, გოლემების შექმნაზე  ძველისძველი ოცნებების განახლების და რაციონალურ  პოზიტივისტურ პროგრამად გადაქცევის მოწმე.

 

Eric Letty და   Guillaume de Prémare სულაც არ იზიარებენ ამ  მნგრეველ უტოპიას:

 

ერის იდეის თანდათანობითი მოსპობა, სასკოლო სწავლების გაღარიბება, წყვილის დასუსტება, განურჩევლობა, საზოგადოების ატომიზაცია და, ყველაზე მეტად, ნგრევა ოჯახისა რომელიც წინააღმდეგობას უწევს როგორც დამთრგუნველ სახელმწიფოს ისე ყველაფრის გაბაზრებას და არის სოციალიზაციის პირველი ინსტანცია.

ყველა წეს-ჩვეულებისგან  და ტრადიციისგან მოწყვეტილი ადამიანი ხდება სახელმწიფოს ხუფის ქვეშ მოგუდული  სიამოვნების მუდამ მაძიებელი მომხმარებელი არსება.

 

ამ საგანგაშო დასკვნის გამოტანის შემდეგ , Eric Letty და Guillaume de Prémare მოუწოდებენ ამ ასე ვთქვათ ტკბილი ტოტალირაზმისთვის იმედით სავსე წინააღმდეგობის გაწევისკენ.

მათი თქმით პირველ რიგში დასაცავია ოჯახი, სქესთა და თაობათა დიფერენციაციის კერა,  სდაც მყარდება მეუღლეთა, მშობლების და შვილების, და-ძმათა კავშირები…

Résistance au meilleur des mondes, d’Éric Letty et Guillaume de Prémare est paru aux éditions Pierre Guillaume de Roux en mars 2015

 

http://www.metronews.fr/x/metro/2009/01/18/cbU2671lMcWx/index.xml

ბედნიერების  აბი

18-01-2009

დიდად დიპლომირებულებმა დაიწყეს იმის მტკიცება რომ  ბედნიერება და ბედნიერი ღიმილი არის ქიმიური რეაქციის შედეგი და მეტი არაფერი.

გაწუხებთ ჩაუშსკუ ჩაუშესკუს ბღავილის ფონზე პროფესორი სიგუას ტანკის გრუხუნი და რაინდი გოგა ხაინდრავას კალაშნიკოვის კაკანი ?

 

 

გადაყლაპეთ ეს აბი და აღარც სტრესი იქნება და აღარც დეპრესია, იქნება სიამოვნება, შემოქმედებითობა და ეიფორიის საერთო განცდა.

უბრალოდ  გადაყლაპეთ ფარმაცევტულ საზოგადოებათა მიერ შემოთავაზებული აბები და სიხარულით ატაცებული იქნებით მეცხრე ცაზე.

 

ანტიდეპრესორთა, დეპრესიის საწინააღმდეგო წამლების ახალმა თაობამ დიდი წარმატება მოიპოვა და ფaრმaცევტული საწარმოები ეძებენ ჯამრთელი ადამიანებისთვის განკუთვნილი წამლების გაკეთების  საშუალებებს.

 

ამ წამლებმა უნდა უშველონ დეპრესიას, მეტიც, უნდა გააბედნიერონ  ადამიანები, მიანიჭონ ადამიანებს ბედნიერება.

 

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის  ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი Claus Moeldrup სმბობს რომ  ამ ძიების საფუძველია თანმედროვე ანტიდეპრესორები.

 

ანტიდეპრესორებს ცდიან და ერთმანეთში ურევენ იმის გასარკვევად თუ როგორ მოქმედებენ ისინი ჯანმრთელ ადამიანებზე. ის ამბობს რომ  ცდების თანახმად  ამ ტიპის წამალი შეიძლება კარგი იყოს იმათთვისაც ვისაც არ ტანჯავს დეპრესია.

 

ძიებები გვიჩვენებენ რომ ჯანმრთელი   დასავლელებიც საზოგადოდ  სიამოვნებით მიიღებდნენ წამლებს რომლებიც მათ მიანიჭებენ მეტ ბედნიერებას და უფრო გონიერებად გახდიან  რაც გააუმჯობესებს მათი ცხოვრების დონეს.

 

ჯანმრთელი ადამიანიც მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას  იმიტომ რომ გაიუუმჯობესოს და გაალამაზოს სხეულის რომელიმე ნაკვთი და არა რაღაც ავადმყოფობის გამო.

ბედნიერების აბი არის არის პლასტიკური ქირურგიის ფარმაცევტული ექვივალენტი.

მომავალში დიდად პოპულარული იქნება და ძალიან კარგად გაიყიდება  ფარმაცევტული პროდუქცია რომელიც გააძლიერებს ინტელექტუალურ უნარს. იმიტომ რომ ეს, მაგალითად, ადამიანებს უპირატესობას მიანიჭებს შრომისას. და ისინიც აჯობებენ კოლეგებს.

 

მეცნიერული თვალსაზრისით მკვლევარები და ექსპერტები კამათობენ იმაზე დასაშვებია თუ არა ეთიკურად ბედნიერების ასეთი  აბების კეთება დაა გაყიდვა იმიტომ რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ  გაუთვალისწინებელი  შედეგები და ისინი არ იქნება  ხელმისაწვდომი ყველასთვის.

 

ზოგი  ფიქრობს რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის წამლის მიცემის იდეა იმორალურია თავისთავად.

 

მათი მთავარი არგუმენტი ისაა რომ მედიკამენტის გამოყენება ჯანმრთელი ადამიანის შრომის უნარის გასაძლიერებლად იგივე დოპინგია. და რაც აკრძალულია სპორტში უნდა აიკრძალოს მეცნიერებაშიც.

 

მაგრამ ბედნიერების წამლების ჯანმრთელებისთვისაც მიცემის მომხრეები ამბობენ  ამ წამლის მიღების შემდეგ მეცნიერი უკეთესად შესძლებს  კონცენცტრაციას და უფრო იოლად გამოიგონებს იმას რაც გადაარჩენს მილიონობით ადამიანს.

 

და თუ ახალი აბი გააორმაგებს ბედნიერებას და თუნდაც  ობერჩეკისტი ანდროპოვის ვარსკვლავების მიერ გაჩაღებული ტერორის პირობებში ცხოვრებით კმაყოფილებას  ვისა აქვს მისი აკრძალვის უფლება ?  სვამენ კითხვას ოლდოს ჰაქსლის უმშვენიერესი სამყაროს მომხრე პროგრესისტი ფარმაცევტები და ვინ უნდა გაავლოს საზღვარი ჯანმრთელობას და ავადმყოფობას შორის?

 

ექსპერტები ვერ ამბობენ თუ როდის იქნება ბედნიერების ქიმიკატი ყველასთვის ხელმისაწვდომი,  მაგრამ  ჭკუისკოლოფები მუხლჩაუხრელად შრომობენ ამ დღის მოსაახლოვებლად.


მოკლედ არა იოგა, არა ღმერთის და მოყვასის სიყვარული, არა სამშობლოს და ხალხის თავისუფლება, არა ძმობა და ერთობა არამედ ელიტის მიერ მოთითხნილი აბი.

ბუთქე და იქნები ბედნიერი.

 

ამასობაში გალოთდა და განარკომანდა მთელი კაცობრიობა ინგლისში კლავენ პოლიტიკოსს, ორი შვილის დედას, აშშ-ში მოსაკლავად დასდევენ პრეზიდენტობის კანდიდატსაც, პროფესორი სიგუა ლამაზი ლოზუნგების ღრიალით წითელი არმიის ტანკით ანგრევს თბილისს….

გაუძელით, ძვირფასებო, გაუძელით.  პერიოდულად ღამდება მაგრამ ასევე პერიოდულად დღეს ღამე უთენებია…

Leave a comment