ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ჰო და არას~ ნომინაციები, ლანჩხუთის მოქმედი და ექს-ჩინოსნების`ფრაზები~

`ჰო და არას~ ნომინაციები, ლანჩხუთის მოქმედი და ექს-ჩინოსნების`ფრაზები~
23-12-2015, 00:00

ზაზა ურუშაძე: `ჰოო, გეკუთვნის, გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის~ (მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ თქმული, როცა გაიგო, რომ წინა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება სასამართლომ კანონიერად სცნო).ვახტანგ ზენაიშვილი: `ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა სწორედ, მე თუ არა სხვას გახადა მაინც~ (როდესაც უთხრეს, რომ ზაზა ურუშაძემ მოადგილეობიდან გაათავისუფლა).გოგი ხელაძე: `არაფრის არ მეშინია, არაფრის, მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე~ (საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წინამორბედის გამოცემული ბრძანების გაუქმების შეფასება).თემურ ჩხაიძე: `გივი ჩვენ ვართ გივი~ (პარლამენტში უნებურად წამოსცდა).ია ჩხაიძე: `ავად გახდა მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში (საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატების წარდგენისას).ჯუმბერ ბლაგიძე: `რომელ უჭირავ ტრუპკაი? მაიხედე აქეთა, 3-20-ია?~ (სუფსის მაჟორიტარის სიხარული, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეორე მიკროფონი დადგეს).ნონა მურვანიძე: `მე თქვენ გამღერებთ ნოტებზე, თუ ვარ იპოლიტე~ (სოფლის პროგრამების სამუსაოების შეფასებისას).ნუგზარ ცინცაძე (ცანცუა): `ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია? ხომ არ გინდა, ბიჭიან-ბატონიანად ანდერძი აგიგო?~ (`ნაციონალების~ ოფისზე `სვარკის~ აპარატით მისვლის შემდეგ).ნუგზარ ცინცაძე: `ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არ ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვარ~ (გამგებლის მოადგილის ფიქრები, როცა პარტია `თავისუფალი დემოკრატები~ დატოვა).ამირან გიგინეიშვილი: `აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?~ (ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ბრძანების შესახებ).გია გოგუაძე: `შაბიამნის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ~ (ყოფილი გამგებელი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას).კახა ასკურავა: `უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი~ (`ნაციონალის~ დაპირისპირება უმრავლესობის წევრებთან).რომან ბიწაძე: `დასის ვას, მე შენ გასწავლი ჭკუას~ (`რესპუბლიკელის~ რჩევები კოლეგებისთვის).ელგუჯა ჩხაიძე: `სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი~ (ფრაქცია `ლანჩხუთი - ევროატლანტიკური მომავლისათვის~ შექმნის შემდეგ).თენგიზ კიკვაძე: `ხვედელიძე, დაცვას მიხედე!~ (`გურიას~ ფინანსური დირექტორი სატურნირო მდგომარეობის გამო).სოსო კვაჭაძე: `მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი~ (ლანჩხუთი კოლორიტი დღევანდელი საკრებულოს შეფასებისას).დავით წულაძე: `ვალოდია ვარ ჯინჭრაძე, არ გახსოვს? მარცხნივ ვიჯექი რადიატორთან~ (ბაღების ცენტრის დირექტორად გადაყვანის შემდეგ).კახა ურუშაძე: `შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია მუშნი~ (საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი გამგებლის მორიგი დაცვის დროს, ოპოზიციის კრიტიკისგან). ბესიკ ტაბიძე: `ჩემი კანტორის ხალხი მოდის და კაი რამე დოუკარით~ (ნიგვზიანი მაჟორიტარის შეხვედრა ხალხთან, რომელსაც მისი თქმით, 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო).ალექსანდრე მახათაძე: `თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ!~ (ჯურუყვეთის მაჟორიტარი კოლეგების გაშველებისას).დარეჯან ბურჭულაძე: `ყველა კაცი თავის საქმეს მისდევს, ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, გაგება ცოტასთვის. გაგება როგორიც აქვს ადამიანს - ისეთ საქმეს მიჰყვება და არის~ (ოპოზიციონერი გამგებლის ხშირი ოპონირებისას).ალექსანდრე სარიშვილი: `ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინცდამაინც მახინჯი არ იყოს, ექიმი უნდა იყოს, პედიატრი ჯობია ყველას, ჭკვიანი, პატიოსანი, კარგი ოჯახის შვილი~ (ასე მარიგებენ ხოლმე ჩემი კოლეგა-დეპუტატები).გიორგი ჩახვაძე: `ჰოვ დილა, ჰოვ დილა ჩვენთან სტუმრადაა უსტაბაში~ (საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჩიბათში ტენდერების გამკეთებელ ხალხზე).ემზარ თედორაძე: `უკაცრავად, საიდან იგრძენით ბიძგი, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან?~ (ფრაქცია `პატრიოტთა ალიანსის~ დაშლის შემდეგ).გელა კილაძე: `გავდივარ და უწყისები გზაში დამაწიეთ~ (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიერ წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას).რომან ლაშხია: `80 კაპიკი და კიდო მანათი. დიდუ, რამდენია?!~ (საფინანსრო სამსახურის უფროსი ბიუჯეტის ხშირი კორექტირებისას).აქვე იმ ნომინაციებს გაგახსენებთ, რომლებიც `ჰო და არას~ იუბილზე დავასახელეთ:ნომინაცია `ძაან ხმამაღლაა დაწერილი~ _ ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლექსისთვის: `მე მარტო და ორი ქალი~;ნომინაცია `პირველი მერცხალი~ _ ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში მაჟორიტარი თეიმურაზ ჩხაიძე;ნომინაცია `მოვიგეთ ფეოლა! გაგიჭირდებოდათ!~ _ დურმიშხან ჩხაიძე ფეხბურთელი გოგონების წარმატებისთვის რაგბსა და ჰოკეიში!ნომინაცია `ნუ იქნება ოღონდ ბუნტი~ _ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ფილმიდან `ვერის უბნის მელოდიები~;ნომინაცია `მე მაინც მოვალ~ _ ლანჩხუთის ექს-გამგებელი, `გურიას~ ექს-პრეზიდენტი და ნავთობკორპორაციის ექს-წარმომადგენელი გიორგი გოგუაძე;ნომინაცია `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ~ _ ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძე პოლიტიკას იოლად შეელია;ნომინაცია `შეაგინე, მე შენ გელაპარაკები~ _ ნუგზარ ცინცაძე (იგივე ცანცუა) ჯოტია ცაავას როლის შესრულებისთვის;ნომინაცია `ერთხელ ამერიკაში~ _ ამერიკამოვლილი დავით წულაძე თვითმმართველობის ნაცვლად ბაღებში მოხვდა;ნომინაცია `რა სარგებლობა მოაქვს მამალს~ _ ელგუჯა ჩხაიძის მამალმა ტყვიები `დადო~;ნომინაცია `სოციალისტური შრომის გმირი~ ფილმიდან `ჭრიჭინა~ _ ყოფილი დეპუტატი გია გოგუაძე, ამიტომაცაა ცუდი ორი `ნაციონალი~ გია გოგუაძე ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე;ნომინაცია `დაახალეთ პირდაპი ფეხებში~, ხუტა უფროსი ფილმიდან `შერეკილები~ _ ლანჩხუთის ყოფილი პოლიცმაისტერი, საკრებულოს წევრი ბესიკ ტაბიძე;ნომინაცია `იხარე, მუშავ, წამებულო~ _ ლანჩხუთის შრომის პარტიის თავმჯდომარე, მდივანი და აქტივისტი ტარიელ კალანდარიშვილი;ნომინაცია `აბი გლუკოზა~, ნოშრევანი ფილმიდან `შერეკილები~ _ ლანჩხუთის მთავარი ფსიქიატრი გია ორმოცაძე;ნომინაციას `ჯარისკაცის მამა~ _ ჯამბულათ და არჩილ ხოფერიების მამა _ ვალერი ხოფერია;ნომინაცია `ცეცხლთან თამაში~ _ ქალაქის ექს-გამგებელი და მაჟორიტარის ბიუროს უფროსი გოგი გეგიაძე;ნომინაცია `ხომ გითხარი, გაფრინდებიანო~, ფილმიდან `შერეკილები~ _ ლანჩხუთის #1 ენჯეოშნიკმა ამირან გიგინეიშვილმა მსოფლიო მოიარა;ნომინაცია `ფერმის გამგე~ ფილმიდან `უდიპლომო სასიძო~ _ ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე;ნომინაცია `ემცე კვადრატი~ ფილმიდან `შერეკილები~ _ ქალაქის კოლორიტი პედაგოგი სოსო კვაჭაძე;ნომინაცია `შვეტე, იასონ~, ფილმიდადან `პირველი მერცხალი~ _ ლანჩხუთის საკრებულოს მარადმწვანე წევრი რომან ბიწაძე;ნომინაცია `ძაან ბევრი დაუქვითავთ~ ფილმიდან `მხრიარული რომანი~ _ ლანჩხუთის საკრებულოს ექს-თავკაცი, ექს-გამგებელი, ბანკისა და ლანჩხუთის ფინანსების ექს-მმართველი რევაზ ჩიტიძე;ნომინაცია `თეთრი ციდან თოვლი ცვივა~, ლანჩხუთის ექს-გამგებელი გია გოთუა;ნომინაცია `მარტოხელა მონადირე~, ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი; ნომინაცია `ჩემი შვილი დოქტური უნდა გამევიდეს~ _ მედიცინიდან დიდ პოლიტიკაში კახაბერ ასკურავა;ნომინაცია `დღე პირველი, დღე უკანასკნელი~ _ შოთა ფირცხალაიშვილი მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ერთდღიანი დირექტორობისთვის.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები