ელექტრო გამათბობელი - ზამთარი კომფორტულად რომ გავატაროთ

ის ამბავი თუ იცით, ციყვმა შეცდომით არასწორი სოკოები მოიმარაგა და მთელი ზამთარი ტურისტებს ბობ მარლის დისკებს რომ ჰპარავდა?

ასეა, ჩემო ბატონო, ასე, ზამთრისთვის მომზადება უყურადღებოდ არაფრით შეიძლება - ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გათვალოთ, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან რამეს ეხება, როგორიც არის გათბობა და ელექტრო გამათბობელი.

რისთვის გვჭირდება ელექტრო გამათბობლები?

ცოტა გულუბრყვილო კითხვა კი არის და შესაბამისად, ალბათ,არც პასუხი გაგაკვირვებთ - ელექტრო გამათბობლები იმისთვის არის საჭირო, რომ ცივი ზამთარი კომფორტულად გავატაროთ, არ გავცივდეთ არც ჩვენ და არც ჩვენი ოჯახის წევრები.

გამათბობელი რამდენიმე ტიპად შეგვიძლია, დავყოთ: ზოგი უფრო შესაფერისია აგარაკის ან ტექნიკური შენობების გასათბობად, ზოგი კი იდეალურია პატარა ბინებისთვის.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოში პირველი ელექტრო გამათბობელი 1930-იან წლებში ფრანგმა გამომგონებელმა ჟაკ ნუარომ შექმნა. საუბარია ვენტილატორზე, რომელიც თბილ ჰაერს გავარვარებული სპირალით უშვებდა. თანამედროვე გამათბობლების პროტოტიპი სწორედ ეს მექანიზმი გახდა. თუმცა, გამათბობლების ინდუსტრია დღეს წარმოუდგენლად განვითარდა და უამრავი ტიპის მოწყობილობას გვთავაზობს. მაგალითად, შეხვდებით:

  • ინფრაწითელ გამათბობელს
  • მონოლითურ გამათბობელს
  • ელექტრო გამათბობელი
  • ზეთის გამათბობელს
  • კონვექტორულ გამათბობელს
  • თბოვენტილატორს
  • კერამიკულ გამათბობელს
  • გაზის გამათბობელს
  • ჰალოგენურ გამათბობელს

ჩამოთვლა კიდევ შორს წაგვიყვანს, თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ გამათბობელი უაღრესად საჭირო მოწყობილობაა, ესეც კმარა.

განვიხილოთ რამდენიმე გამათბობელი, მისი თვისებები, პლუსები და მინუსები.

  • ინფრაწითელი გამათბობელი

სხვა ტიპის მოწყობილობებისგან განსხვავებით, ეს მოწყობილობა ათბობს არა ჰაერს, არამედ მის გარშემო არსებულ ობიექტებს: იატაკს, კედლებს, ნახატებს, კარადებსა და რაც მთავარია, ადამიანებს. მოწყობილობა იდეალურია ღია სივრცეებისთვის, მაგრამ თუ ოთახში ბევრი წინაღობაა, არც თუ კარგად იმუშავებს, რადგან ინფრაწითელი სხივები დაბრკოლებებს ვერ უმკლავდება.

პლუსები:

- სწრაფად და ეფექტიანად ათბობს საგნებს, რომლებსაც გამათბობლის სხივი ეცემა;

- არის სინათლის წყაროც;

- ეკონომიურია;

- უხმაუროა;

- ეკოლოგიურია;

მინუსები:

- მაღალტემპერატურულ მოდელს, უყურადღებოდ მოპყრობის შემთხვევაში, ხანძრის გამოწვევა შეუძლია;

- ტემპერატურა სწრაფად ეცემა მოწყობილობის გამორთვის შემდეგ;

- ათბობს არათანაბრად;

  • მონოლითური გამათბობელი

დიზაინის წყალობით, მონოლითური გამათბობელი ორი ტიპის მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს აერთიანებს: კონვექციურსა და ინფრაწითელს. შედგება დაპრესილი კვარცის ქვიშისგან (დალუქული კორპუსი) შიდა გამაცხელებლით - ნიქრომის სპირალით. დიზაინი მარტივია, თუმცა, ოთახის ერთგვაროვან გათბობას წარმატებით უზრუნველყოფს.

პლუსები:

- გამძლეობა;

- გათიშვის შემდეგაც სითბოს ხანგრძლივად ინარჩუნებს;

- დაცულია მტვრისგან;

- არ აშრობს ჰაერს.

მინუსები:

- დიდი გაბარიტები;

- უყურადღებო მოპყრობა დამწვრობის რისკებს ზრდის;

- საჭიროა თერმორეგულატორის შეძენაც.

  • ელექტრო გამათბობელი

ელექტრო გამათბობელს ბევრი მოდელი განეკუთვნება. ძირითადად, ათბობს ოთახის ნაწილს, თითოეულ მოდელს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და განისაზღვრება მისი კონფიგურაციით, სიმძლავრით, ხმაურის დონით, მოწყობილობის კედელზე დამაგრების შესაძლებლობის არსებობით ან არარსებობით და ასე შემდეგ, თუმცა აქვს ერთი მთავარი საერთო ნაკლი: ყველა ეს მოწყობილობა მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

ელექტრო გამათბობლების სხვა ტიპების შესახებ საუბარს აუცილებლად მივუბრუნდებით, მანამდე კი გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ და შეძენაზე უკვე იზრუნოთ - Holst.ge გამათბობლების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

Luxell - LX-2819 ელ. გამათბობელი კვარცის 2-რეჟიმით BLACK 1200w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8694740228194
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 2
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 10m²
  • დახურული სივრცე - 15m²

Luxell - LX-2831 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით 1500w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8694740228323
  • წონა (კგ) - 3.015
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

ZILAN-20337 ZLN0337 - კვარცის გამათბობელი 1600W

Zilan eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - ZILAN
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6423154020337
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი
  • თერმოსტატი - კი
  • მილაკების რაოდენობა - 4
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება