გვითხარით, როგორია თქვენი მანქანის მტვერსასრუტი და გეტყვით, ვინ ხართ თქვენ

ზოგიერთი ენამწარე იტყვის ხოლმე: კაცები და კატები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს - ორივეს საშინლად ეშინია მტვერსასრუტისო... აბა, აი, თქვით ახლა, როგორ შეიძლება, ამას დაეთანხმო, მით უმეტეს, თუ ისეთ ელექტრო ინსტრუმენტს ეხება საუბარი, როგორიც მანქანის მტვერსასრუტი გახლავთ? თქვენ წარმოიდგინეთ, ეშინიათ კი არა, პირიქით, ძალიანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ - მტვერსასრუტი  „რკინის რაშის“ მარტივად დაწკრიალებაში ეხმარება და იმიტომ!

მოკლედ, რაც არ უნდა მწარე ხუმრობა უყვარდეს ბევრ ადამიანს, მანქანის მტვერსასრუტი ყველა ავტომოყვარულისთვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, მამაკაცი იქნება, თუ ქალი!..

დღესავით ნათელია, რომ ყველა მძღოლს მოსწონს, როცა მანქანის ძარა პრიალებს და ბრწყინავს და სალონიც სუფთა და დაწკრიალებულია. რა თქმა უნდა, ასეთი ეფექტის მიღება არც ისე მარტივი ამბავია, რადგან ნებისმიერი ავტომობილის ინტერიერში უამრავი კუთხე და ვიწრო ადგილია, სადაც მტვერი და ნარჩენი გროვდება. ამდენად, იმისთვის, რომ მგზავრობა სასიამოვნო იყოს, საჭიროა მანქანის რეგულარულად დასუფთავება. როგორ და რანაირად? პასუხი, ალბათ, არც კი გაგაკვირვებთ: მანქანის მტვერსასრუტი უნდა გამოიყენოთ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ავტომობილის მოსაწესრიგებლად სახლის მტვერსასრუტის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ ორივე ინსტრუმენტს პრინციპში, ერთი და იგივე დანიშნულება აქვს, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განსხვავდება, რასაც ქვემოთ აუცილებლად მივუბრუნდებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის სალონის რეგულარული წმენდა?

სოციოლოგებს ერთი ზედმეტად უჩვეულო ამბავი დაუდგენიათ: როცა ზედაპირიდან ძაფს თითით აიღებს, რომელიც მტვერსასრუტმა ვერაფრით შეიწოვა, მამაკაცების 85 პროცენტი ამ ძაფს ისევ უკან აბრუნებს - მტვერსასრუტს კიდევ ერთი შანსი რომ მისცეს...

ჩინებული აღმოჩენაა, ვერაფერს იტყვი, რადგან დამატებით შანსს იმსახურებს ყველა და ყველაფერი, ხოლო ნებისმიერი მძღოლი იმას იმსახურებს, მანქანა ყოველთვის სუფთა და მოვლილი იყოს, რათა თვალიც გაახაროს და სიამაყის საბაბიც ჰქონდეს. თუმცა, ესთეტიკური მოსაზრებები არ არის ერთადერთი მიზეზი, რომ ავტომობილი რეგულარულად ასუფთაოთ. სინამდვილეში, მანქანა, სამწუხაროდ, ძალიან ხელსაყრელი ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის, განსაკუთრებით კი წლის ცივ პერიოდში. ნოტიო გარემოში სოკო და ბაქტერიები საკმაოდ სწრაფად ვრცელდებიან, რასაც არც ისე სასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ესეც პასუხი კითხვაზე: ავტომობილის რეგულარულად დასუფთავება საჭიროა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ამბავი ესთეტიკურ მოსაზრებებს უკავშირდება, არამედ იმიტომაც, რომ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მანქანის მტვერსასრუტის კატეგორიები

როგორც ნებისმიერ სფეროში, აქაც პირველ რიგში ის არის საჭირო, ზუსტად იცოდეთ, ნუ, დაახლოებით მაინც, როგორი ტიპის დასუფთავება მოგიწევთ ხოლმე. რას ვგულისხმობთ და იმას, რომ არსებობს მანქანის მტვერსასრუტი როგორც მშრალი, ისე „სველი დალაგებისთვის“.

- მტვერსასრუტი მშრალი დალაგებისთვის - ასეთი მოდელის უმრავლესობა აღჭურვილია ფილტრებით (მტვერსასრუტში ალერგენებისა და მავნე ნივთიერებების შესაკავებლად) და აკვაფილტრებით (მტვერსასრუტიდან მტვრის ნაწილაკების უკან გადინების შესაკავებლად).

- მტვერსასრუტი სველი დალაგებისთვის - ასეთი მოწყობილობა გამოდგება გენერალური დასუფთავებისთვის, ვინაიდან შეუძლია სალონის გაწმენდა როგორც მტვრისგან, ქვიშისგან, ნარჩენებისგან, ისე - სითხეებისგან.

აღნიშნულის პარალელურად, მანქანის მტვერსასრუტი 3 კატეგორიის მიხედვით იყოფა:

  • აკუმულატორიანი;
  • რომელიც კვებას როზეტიდან იღებს;
  • და რომელიც კვებას სანთებელადან იღებს.

მანქანის მტვერსასრუტის, რომელიც კვებას სანთებელადან იღებს, დღესაც ბევრი „პრიკურივატელს“ რომ უწოდებს ხოლმე, მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შუა პროცესის დროს არ დაჯდება და არ გაითიშება. ერთი კია, უმეტესობას შედარებით ნაკლები სიმძლავრე, შესაბამისად, შესრუტვის ნაკლები ძალა აქვს.

მისია პირველი - მტვრის შეგროვება

მტვერსასრუტის მთავარი ამოცანა მარტივია: მტვრისა და მცირე ნარჩენების შეგროვება დაბინძურებული ზედაპირებიდან და ძნელად მისადგომი ადგილებიდან. თუმცა, სხვადასხვა მტვერსასრუტი ამ პრობლემას განსხვავებულად უმკლავდება. მაგალითად, პრაქტიკულად ყველა მტვერსასრუტს აქვს მილი ან მილის მსგავსი დეტალი, რომელზეც თავაკის წამოცმა შეიძლება. უნდა ითქვას, რომ ზედმეტად სქელი მილი არც ისე კარგია, ვინაიდან თანაბარი სიმძლავრისას სხვადასხვა დიამეტრის მილებში ჰაერი სხვადასხვა სიჩქარით გადის. სკოლაშიც კი გვასწავლიდნენ ფიზიკის მასწავლებლები, რომ ვიწრო მილში ჰაერი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ფართოში, თუმცა არ შეიძლება, მილს ზედმეტად მცირე ფართობი ჰქონდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, შეწოვის კოეფიციენტი შემცირდეს. აქედან გამომდინარე, მწარმოებლები იძულებულები არიან, ოქროს შუალედის მიგნებაზე იმუშაონ.

მტვრისა და ნარჩენების შეგროვება თავაკის მეშვეობით ხდება. არსებობს თავაკების რამდენიმე ტიპი: ჭრილებიანი, ფართო და ჯაგრისიანი. ამასთან, ჯაგრისიან თავაკებს შეიძლება ყველაზე განსხვავებული ფორმები და ზომები ჰქონდეს, ასევე, გააჩნდეს დამატებითი შესაძლებლობა - ბრუნვის ფუნქცია, რისი წყალობითაც, ნარჩენების შეგროვება კიდევ უფრო იოლად ხდება.

მისია მეორე - მტვრის შეკავება

უბრალოდ მტვრის მოგროვება, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ნახევარი საქმეა, რადგან საჭიროა, რომ მტვრის ნაწილაკები უკან კი არ გამოიფანტოს, არამედ საიმედოდ იყოს შეკავებული, რათა დასუფთავების პროცესის დასრულების შემდეგ, მანქანიდან მოშორებით, ნაგვის ურნაში ჩაუძახოთ.

ერთი შეხედვით, შეუძლებელი ამაში არაფერია, თუმცა ნურას უკაცრავად - მწარმოებლებს საკმაო დრო დასჭირდათ, რომ ეს ამბავი მოეგვარებინათ. კერძოდ, მანქანის მტვერსასრუტების უმეტესობა აღჭურვილია სხვადასხვა ფილტრებით: ჩვეულებრივით, ორმაგით, ზუსტი წმენდის ფილტრებით და ასე შემდეგ და ყველას ერთადერთი მიზანი აქვს: მტვერსასრუტის ტომსიკაში მტვრის უმცირესი ნაწილაკების შენარჩუნება იქამდე, სანამ სალონის დასუფთავების პროცესი არ დასრულდება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მანქანის მტვერსასრუტის შერჩევისას

  • სიმძლავრე - კარგი მტვერსასრუტი ხარისხისა და სიმძლავრის ერთობლიობას უნდა ქმნიდეს, რათა მტვერსა და ნაგავს ადამიანი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეს. ამგვარად, რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით უკეთ შეასრულებს მტვერსასრუტი დავალებას. და აქვე ერთ საჭირო რჩევასაც მოგცემთ - ტომსიკა ხშირად დაცალეთ ხოლმე, რადგან გავსების შემთხვევაში შეწოვის სიმძლავრე საგრძნობლად კლებულობს;
  • კონტეინერი ნარჩენების შეგროვებისთვის - ნარჩენების შესაგროვებელი ადგილი პატარა ტომრის სახით - როგორც წესი, მზადდება მრავალშრიანი მასალისგან და მის ხარიხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;
  • გამჭვირვალე კონტეინერი - უფრო კომფორტულია მოხმარებისას, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება გაკონტროლება, უკვე სავსეა თუ ნარჩენებს კიდევ დაიტევს;
  • შლანგი - პრაქტიკულობის თვალსაზრისით, ღირს მოწყობილობის არჩევა გამძლე და მოქნილი სადენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივ სეზონში გამოყენებისას, შესაძლოა, მილი გატყდეს კიდეც; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოდელებს შლანგის გარეშე;
  • სადენის სიგრძე - მტვერსასრუტის შერჩევსისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალების სიგრძის გათვალისწინება;
  • სპეციალური თავაკები - ძალიან სასარგებლო მოწყობილობაა და ძალიან სწორი იქნება, თუკი აარჩევთ მოდელს თავაკების მაქსიმალური რაოდენობით.

დასასრულისკენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ როგორც გამოცდილება აჩვენებს, მანქანის მტვერსასრუტი ბევრად უკეთ უმკლავდება ავრომობილის სალონს, ვიდრე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი. ფასი, რაღა თქმა უნდა, ტექნიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული, იგულისხმება: სიმძლავრე, ფუნქციები, თავაკების რაოდენობა და ასე შემდეგ.

იმედია, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, თუ არა, Holst.ge ყოველთვის მზად არის, დამატებითი კონსულტაცია გაგიწიოთ.

უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას გისურვებთ!..

B&D NV1200AV-XK-მანქანის მტვერსასრუტი

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048486863
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.37 l
  • წარმადობა - 1122 l/m

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048486856
  • წონა (კგ) - 1.29
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.61 l
  • წარმადობა - 1053 l/min

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048617625
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.44 l
  • წარმადობა - 1060 l/min

B&D PD1200AV-XG-მანქანის მტვერსასრუტი

BlackDecker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048617632
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.56 l
  • წარმადობა - 0.4 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება