კიბეები სახლისთვის, აგარაკისთვის, მაღაზიისთვის, საწყობისთვის და მოკლედ, ბევრი რამისთვის

წარმატების კიბეზე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ასვლა არ შეიძლებაო, ვიღაცას აქვს ნათქვამი. ვაჰ, იქნებ ჯიბეში ისეთი რამე დევს, რომ გადმოვარდეს, უარესი მოხდება, რატომ არ უფიქრია იმ ვიღაცას?! ისე, კიბე იყოს, მით უმეტეს წარმატების და რა დროს ჯიბე და უბეა, კაცო, ყირაზე უნდა გადავიდეს ნებისმიერი ადამიანი და სასურველს მიაღწიოს. ეს შესავალს რაც შეეხება - მიხვდებოდით, ამჯერად კიბეები უნდა განვიხილოთ, ოღონდაც, არა წარმატებისა და ბედ-იღბლის, არამედ სპეციალური კიბეები, რომლებიც ხელოსნებსა და იმ ადამიანებს სჭირდებათ, უქმად ჯდომა რომ არ უყვართ.

კიბე რომ სახლის, ბაღ-ბოსტნის, აგარაკისა და ბევრი რამის განუყოფელი ნაწილია, დაგვეთანხმებით. „ბევრ რამეში“ რა იგულისხმება და თუნდაც მაღაზია, ბაზარი, საწყობი და მოკლედ, ბევრი რამე, რა...

კიბის შერჩევისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

მზადდება სხვადასხვა მასალისგან, უძლებს სხვადასხვა დატვირთვას, განსხვავდება კონსტრუქციით - მოკლედ, მრავალი სახის კიბე არსებობს, ძირითადი კლასიფიკაცია კი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება:

  • დანიშნულების;
  • სიმაღლის;
  • კონსტრუქციის;
  • მასალის.

კიბეები შეიძლება იყოს:

  • ცალმხრივი - საფეხურები მხოლოდ ცალ მხარესაა განლაგებული;
  • ორმხრივი - საფეხური ორ მხარეზეა განლაგებული, რაც მუშაობისთვის მეტად კომფორტულია როგორც ერთი, ისე ორი ერთდროულად მომუშავე ადამიანისთვის.

კიბეს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ზედა ნაწილში განლაგებული სპეციალური პლატფორმა - ეს ბევრად პრაქტიკული და საიმედოა, ვიდრე უბრალოდ, ერთმანეთზე მიერთებული ორი ძელი.

როგორი კიბეები არსებობს?

სანამ მოიფიქრებთ, რომელი კიბე შეიძინოთ, მოდით, ჯერ ის ამბავი გავარკვიოთ, ზოგადად, როგორი კიბეები არსებობს და რომელი რისთვის უფრო გამოსადეგია.

  • მისადგმელი კიბე - შეიძლება ითქვას, ყველაზე მარტივი კონსტრუქციის მქონე კიბეა. თავის თავში წარმოადგენს რკინის ორ პარალელურ ძელს, რომლებიც ერთმანეთს საფეხურებით უკავშირდებიან. ასეთი კიბის მაქსიმალური სიმაღლე 7 მეტრამდეა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა 200 კილოგრამი. დახრის ოპტიმალური კუთხე 65-დან 70 გრადუსამდეა. ნებისმიერ მხარეს მკვეთრი გადახრა გადაყირავების რისკებს აჩენს;
  • გასაშლელი კიბე - არანაკლებ მარტივი კონსტრუქციის მქონე კიბე, რომლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა განსაკუთრებულ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს. გასაშლელი კიბის გამოყენება მარტივად შეიძლება იქ, სადაც გამოუსადეგარია მისადგმელი კიბე. დამატებით, არსებობს გასაშლელი კიბის ორი სახეობა: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს საფეხურები ორივე საყრდენზე აქვს განლაგებული, რაც საშუალებას იძლევა, ერთი კიბით ერთდროულად ორმა ადამიანმა იმუშაოს. გასაშლელი კიბეებს განსხვავებული სიმაღლე აქვს: ძალიან დაბალი (1-მეტრამდე) და საკმაოდ მაღალი (7-8 მეტრი და მეტი).
  • სექციური გასაშლელი კიბე-ტრანსფორმერი - კიბე-ტრანსფორმერი რამდენიმე სექციისგან შედგება (4-მდე). ასეთი კონსტრუქციის წყალობით, კიბე არაერთ საჭირო ფორმას იღებს. ასეთი კიბით მოსახერხებელია მაგალითად, ფასადის სამუშაოების ჩატარება. კიბე-ტრანსფორმერის კიდევ ერთი პლუსი კომპაქტურობაა. ზოგიერთი მოდელის გადატანა მსუბუქი ავტომობილის საბარგულითაც კი შეიძლება;
  • კიბე-ხარაჩო - როგორც წესი, ხელოსნები ამ კონსტრუქციას ფასადის სამუშაოებისთვის იყენებენ. შეუძლია 150 კილომდე დატვირთვის გაძლება.

Holst.ge-ზე კიბეების საკმაოდ დიდი საინტერესო არჩევანია წარმოდგენილი. ასე რომ, გადაავლეთ თვალი, შეარჩიეთ, შეიძინეთ და საქმეს კიდევ უფრო კომფორტულად გაუძღვებით.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x9 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3010mm სიმაღლე გაშლისას: 4170mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხკოდი - 8695849009868
  • წონა (კგ) - 9.2
  • პროფილი - 60x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x9

SARAYLI კიბე Acrobat Aluminium 4x4 დასაკეცი

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 4675mm სიმაღლე გაშლისას: 2300mm სადგამის სიგრძე: 2250mm
  • მასალა - მეტალი
  • შტრიხკოდი - 8695849009325
  • წონა (კგ) - 16
  • პროფილი - 63x25mm
  • საფეხურების რაოდენობა - 4x4

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხკოდი - 8695849009752
  • წონა (კგ) - 15.7
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება