მანქანის მტვერსასრუტი - ის, რაც საბარგულში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ფეხით სიარული კი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, უდავო ფაქტია, მაგრამ ავტომობილით გადაადგილებაა იმდენად კომფორტული, ეს მარტივი ჭეშმარიტება სულ გვავიწყდება ხოლმე. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა და რადგან ავტომობილი ბევრ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გვავიწყებს, თავად ავტომობილი არ უნდა დავივიწყოთ და არა მხოლოდ მის გამართულობაზე, სისუფთავეზეც განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ.

მანქანის მტვერსასრუტი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც სხვა საჭირო ხელსაწყოებთან ერთად, საბარგულში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ მტვერსასრუტი და რას მიაქციოთ ყურადღება მისი შერჩევისას, ქვემოთ მოგიყვებით:

რატომ არის აუცილებელი სისუფთავე ავტომობილის სალონში?

ესთეტიკური მოსაზრებები არ არის ერთადერთი მიზეზი, რომ ავტომობილი რეგულარულად ასუფთაოთ. სინამდვილეში, მანქანა, სამწუხაროდ, ძალიან ხელსაყრელი ადგილია ბაქტერიების გამრავლებისთვის, განსაკუთრებით კი წლის ცივ პერიოდში. ნოტიო გარემოში სოკო და ბაქტერიები საკმაოდ სწრაფად ვრცელდებიან, რასაც არც ისე სასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ესეც პასუხი კითხვაზე: ავტომობილის რეგულარულად დასუფთავება საჭიროა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ამბავი ესთეტიკურ მოსაზრებებს უკავშირდება, არამედ იმიტომაც, რომ ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მანქანის მტვერსასრუტის კატეგორიები

- მტვერსასრუტი მშრალი დალაგებისთვის - ასეთი მოდელის უმრავლესობა აღჭურვილია ფილტრებით (მტვერსასრუტში ალერგენებისა და მავნე ნივთიერებების შესაკავებლად) და აკვაფილტრებით (მტვერსასრუტიდან მტვრის ნაწილაკების უკან გადინების შესაკავებლად).

- მტვერსასრუტი სველი დალაგებისთვის - ასეთი მოწყობილობა გამოდგება გენერალური დასუფთავებისთვის, ვინაიდან შეუძლია სალონის გაწმენდა როგორც მტვრისგან, ქვიშისგან, ნარჩენებისგან, ისე - სითხეებისგან.

აღნიშნულის პარალელურად, მანქანის მტვერსასრუტი 3 კატეგორიის მიხედვით იყოფა:

  • აკუმულატორიანი;
  • რომელიც კვებას როზეტიდან იღებს;
  • და რომელიც კვებას სანთებელადან იღებს.

მისია პირველი - მტვრის შეგროვება

პრაქტიკულად ყველა მტვერსასრუტს აქვს მილი ან მილის მსგავსი დეტალი, რომელზეც თავაკის წამოცმა შეიძლება. უნდა ითქვას, რომ ზედმეტად სქელი მილი არც ისე კარგია, ვინაიდან თანაბარი სიმძლავრისას სხვადასხვა დიამეტრის მილებში ჰაერი სხვადასხვა სიჩქარით გადის. სკოლაშიც კი გვასწავლიდნენ ფიზიკის მასწავლებლები, რომ ვიწრო მილში ჰაერი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ფართოში, თუმცა არ შეიძლება, მილს ზედმეტად მცირე ფართობი ჰქონდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, შეწოვის კოეფიციენტი შემცირდეს. აქედან გამომდინარე, მწარმოებლები იძულებულები არიან, ოქროს შუალედის მიგნებაზე იმუშაონ.

მტვრისა და ნარჩენების შეგროვება თავაკის მეშვეობით ხდება. არსებობს თავაკების რამდენიმე ტიპი: ჭრილებიანი, ფართო და ჯაგრისიანი. ამასთან, ჯაგრისიან თავაკებს შეიძლება ყველაზე განსხვავებული ფორმები და ზომები ჰქონდეს, ასევე, გააჩნდეს დამატებითი შესაძლებლობა - ბრუნვის ფუნქცია, რისი წყალობითაც, ნარჩენების შეგროვება კიდევ უფრო იოლად ხდება.

მისია მეორე - მტვრის შეკავება

უბრალოდ მტვრის მოგროვება, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ნახევარი საქმეა, რადგან საჭიროა, რომ მტვრის ნაწილაკები უკან კი არ გამოიფანტოს, არამედ საიმედოდ იყოს შეკავებული, რათა დასუფთავების პროცესის დასრულების შემდეგ, მანქანიდან მოშორებით, ნაგვის ურნაში ჩაუძახოთ.

ერთი შეხედვით, შეუძლებელი ამაში არაფერია, თუმცა ნურას უკაცრავად - მწარმოებლებს საკმაო დრო დასჭირდათ, რომ ეს ამბავი მოეგვარებინათ. კერძოდ, მანქანის მტვერსასრუტების უმეტესობა აღჭურვილია სხვადასხვა ფილტრებით: ჩვეულებრივით, ორმაგით, ზუსტი წმენდის ფილტრებით და ასე შემდეგ და ყველას ერთადერთი მიზანი აქვს: მტვერსასრუტის ტომსიკაში მტვრის უმცირესი ნაწილაკების შენარჩუნება იქამდე, სანამ სალონის დასუფთავების პროცესი არ დასრულდება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მანქანის მტვერსასრუტის შერჩევისას

  • სიმძლავრე - კარგი მტვერსასრუტი ხარისხისა და სიმძლავრის ერთობლიობას უნდა ქმნიდეს, რათა მტვერსა და ნაგავს ადამიანი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდეს. ამგვარად, რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით უკეთ შეასრულებს მტვერსასრუტი დავალებას. და აქვე ერთ საჭირო რჩევასაც მოგცემთ - ტომსიკა ხშირად დაცალეთ ხოლმე, რადგან გავსების შემთხვევაში შეწოვის სიმძლავრე საგრძნობლად კლებულობს;
  • კონტეინერი ნარჩენების შეგროვებისთვის - ნარჩენების შესაგროვებელი ადგილი პატარა ტომრის სახით - როგორც წესი, მზადდება მრავალშრიანი მასალისგან და მის ხარიხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;
  • გამჭვირვალე კონტეინერი - უფრო კომფორტულია მოხმარებისას, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება გაკონტროლება, უკვე სავსეა თუ ნარჩენებს კიდევ დაიტევს;
  • შლანგი - პრაქტიკულობის თვალსაზრისით, ღირს მოწყობილობის არჩევა გამძლე და მოქნილი სადენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივ სეზონში გამოყენებისას, შესაძლოა, მილი გატყდეს კიდეც; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოდელებს შლანგის გარეშე;
  • სადენის სიგრძე - მტვერსასრუტის შერჩევსისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალების სიგრძის გათვალისწინება;
  • სპეციალური თავაკები - ძალიან სასარგებლო მოწყობილობაა და ძალიან სწორი იქნება, თუკი აარჩევთ მოდელს თავაკების მაქსიმალური რაოდენობით.

B&D NV1200AV-XK - მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048486863
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.37 l
  • წარმადობა - 1122 l/m

B&D ADV1200-XK - მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048486856
  • წონა (კგ) - 1.29
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.61 l
  • წარმადობა - 1053 l/min

B&D PV1200AV-XJ - მანქანის მტვერსასრუტი

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 12.5 W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048617625
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V
  • ავზის მოცულობა - 0.44 l
  • წარმადობა - 1060 l/min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება