რომლებია გამძლე კიბეები?

საჭიროა თუ არა სახლში კიბე ? რა დროს შეიძლება დაგჭირდეთ ? რამდენად კომპაქტური გამოსაყენებელია ? სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი კიბეები ? როგორ უნდა მიაგნოთ სასურველ მოდელს ? ეს ის ძირითადი კითხვებია, რასაც საგულდაგულოდ ვუპასუხებთ. მანამდე კი იმას გეტყვით, რომ ბოლოს რამდენიმე ინსტრუმენტს დეტალურად განვიხილავთ, ასე რომ, თვალი გვადევნეთ.

სად და როდის გამოიყენებთ კიბეს ?

ამ კითხვას კონკრეტული პასუხი არ აქვს. კიბე შეიძლება სახლშიც დაგჭირდეთ და სამსახურშიც. ალბათ, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ხელსაწყო უპირობოდ დაგეხამრებათ, თუ მაღალჭერიანი სახლი გაქვთ და ნათურაა გამოსაცვლელი. ფარდების ჩამოხსნის დროსაც ხელს გამოგიწვდით და კარგად დაგიჭერთ. ოთახს რომ გავცდეთ და გარეთა სივრცეში გადავინაცვლოთ, აქაც ბევრი საქმეა. ამ სამუშაოებში კარგად ერთვება, მეტსაც ვიტყვით, მის გარეშე ფეხსაც ვერ გადავდგამდით. კიბე მაშინაც გამოგადგებათ, თუ ყურძენი, ანდაც ხიდან ვაშლია ჩამოსაკრეფი. როგორც ხედავთ, ბევრნაირ სიტუაციაში გამოგადგებათ.

კომპაქტურია  თუ არა თანამედროვე კიბეები ?

დრო, როცა კიბე დიდი და მძიმე იყო, ამავდროულად, არც იკეცებოდა, წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე სამყაროში ასეთი ინსტრუმენტები იშვიათია. ცხოვრება მეტად გამარტივდა, ამასთან ერთად კი ინსტრუმენტებიც დაიხვეწა, გაუმჯობესდა. მრავალი სახის კიბე არსებობს და უმეტესობა სრულიად კომპაქტურია. ხელსაწყოების ნაწილი შედარებით მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული, შესაბამისად, გადაადგილება არასდროს ჭირს. ასევე, უმეტესობა იკეცება, რაც კიბის გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს.

როგორი სახის კიბეები არსებობს ?  

კიბეების მხრივ ფართო არჩევანია, რაც ძალიან კარგია. თუ ერთი მოდელი თქვენს გემოვნებას ვერ მოერგება, მეორეს განიხილავთ და ა.შ. რაც შეეხება განსხვავებას, საკმაოდ ბევრია. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი კიბეები. თუ გარე სივრცისთვის გსურთ, მაშინ შედარებით დიდი ზომის ხელსაწყო დაგჭირდებათ. ოთახისთვის კი უფრო ნაკლებსაფეხურიანი ინსტრუმენტები გამოგადგებათ. რაც შეეხება მასალას, ძირითადად, ყველა ალუმინისგან მზადდება. გამძლე მასალაა და შეგიძლიათ გულდადებული იყოთ, უსაფრთხოა და ამავდორულად დიდხანს ძლებს. ასევე, განსხვავებას ვაწყდებით ფასში, წონასა და სხვა მახასიათებლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კიბის პარამეტრებია, ამიტომ, ყურადღება აქეთკენ მომართეთ.

სად შეიძენთ სანდო კიბეს ?

Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და იმის გარანტიას გაძლევთ, რომ აქ შეძენილ ინსტრუმენტებს უპრობლემოდ გამოიყენებთ. ზუსტად ასეა კიბეების შემთხვევაშიც. ხარისხიანი ხელსაწყოები დიდხანს მოგემსახურებათ და ნებისმიერ სიტუაციაში ზურგს გაგიმაგრებთ. კიბეების კუთხით Sarayli - ი გამორჩეული ბრენდია. მისი ინსტრუმენტები დროთა ცვლას კარგად უძლებს. თითოეული მათგანი საიმედოა და ნაბიჯის გადადგმისას შიშის შეგრძნება არ გექნებათ. დანამდვილებით იცოდეთ, რომ საუკეთესოა.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge - ის ?

კიბეების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ეს უკვე დიდი უპირატესობაა, რადგან დროს ზოგავთ, თავიდან ირიდებთ საცობს და მაღაზიის რიგს. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ?! ხელსაწყოების გამოწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. რაც მთავარია, პროცესი საუკუნოდ არ იწელება და ნივთები თქვენამდე სწრაფად მოდის.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x13 საფეხური

ახლა კი დროა, კიბეები დეტალურად განვიხილოთ. Sarayli- ის ხარისხიანი ინსტრუმენტი მრავალსაფეხურიანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარეთა სივრცისთვის გამოიყენება. ხელსაწყო ალუმინისგანაა დამზადებული და საკმაოდ გამძლეა. კიბე იკეცება, ამიტომ, მარტივი გადასაადგილებელია და შენახვის დროსაც მხოლოდ მცირე ადგილს იკავებს.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm       
  • მასალა - ალუმინი     
  • წონა (კგ) - 14
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • საფეხურების რაოდენობა
  • ზომა
  • კომპაქტურობა

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

მეორე კიბე საშუალო მონაცემების მქონეა. ბევრი საფეხური არ აქვს, მაგრამ არც ძალიან ცოტა. უფრო შუალედური სახისაა. ინსტრუმენტი ალუმინისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხიაა. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან კიბე გამძლეა და საფეხურების ჩატეხვის შანსი ნულამდეა დაყვანილი.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე:2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm   
  • მასალა - ალუმინი     
  • წონა (კგ) - 15.7         
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომფორტულობა
  • საფეხურების რაოდენობა

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x11 საფეხური

რიგით მესამეს და ამჯერად ბოლო კიბეს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, საკმაოდ გრძელია და ბევრი საფეხური აქვს. კომპაქტური გამოსაყენებელია, რადგან იშლება და იკეცება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 3010mm სიმაღლე გაშლისას: 5170mm სიგანე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი     
  • წონა (კგ) - 12.5         
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x11

უპირატესობები:

  • ხარისხიანი მასალა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება