ზღვის მწვანე ლოკოკინა, რომელსაც ფოტოსინთეზის უნარი აქვს

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზღვის მწვანე ლოკოკინა, რომელიც მცენარეების მსგავსად ასინთეზებს ქლოროფილს. ეს უნიკალური მოვლენა კი მას აქცევს ერთადერთ ცხოველად, რომელსაც შეუძლია აწარმოოს ფოტოსინთეზი.

ზღვის მწვანე ლოკოკინა - Elysia chlorotica, კანადისა და აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ბინადრობს. ის ასევე ცნობილია, როგორც გენებისა და მწვანე ორგანელების, ანუ ქლოროპლასტების ქურდი. ამ ორგანელებს ლოკოკინა ითვისებს წყალმცენარეების ერთ-ერთი სახეობისგან ( ლათ. Vaucheria litorea), რომლითაც უმეტესად იკვებება, თუმცა ‘’ქურდობის’’ მიუხედავად, მწვანე ლოკოკინამ მთელი ქიმიური პროცესების გარდაქმნის ხარჯზე მაინც შეძლო, რომ ეწარმოებია მწვანე პიგმენტი - ‘’ქლოროფილი ა’’.

ქლოროფილი კი არის პიგმენტი, რომელიც ფოტოსინთეზის პროცესში გარდაქმნის მზის ენერგიას. პირსმა და მკვლევართა გუნდმა რადიოაქტიური კვლევის ტექნიკის გამოყენებით გადაწყვიტეს, რომ განესაზღვრათ, თუ სად წარმოქმნიდა ლოკოკინა ქლოროფილს და რომ ეს მოლეკულები არ მიეკუთვნებოდა იმ წყალმცენარეებს, რომლებსაც ლოკოკინა ჭამდა.

დედამიწაზე არაერთი ცხოველი ბინადრობს, რომლებმაც მიკრობებთან სიმბიოზური ურთიერთობის დამყარებით შეძლეს სარგებლის მიღება ფოტოსინეზის პროცესიდან, თუმცა Elysia chlorotica ამ შემთხვევაში გამონაკლის წარმოადგენს, რადგან უჯრედის გარსის გარღვევით ქლოროპლასტები ექსტრაქტირდა ლოკოკინას უჯრედებს შიგნით. მკვლევრები აკვირდებოდნენ ახალგაზრდა ლოკოკინას, რომელიც Vaucheria წყალმცენარეებით იკვებებოდა. ერთხელ გამოკვების შემდეგ ლოკოკინას მანამ აღარ დასჭირვებია წყალმცენარეების მიღება, სანამ ორგანიზმში არსებობდა ქლოროფილი და ფოტოსინტეზის პროცესის წარმართვისთვის საჭირო ქიმიკატები.

მცენარეთა მოვლა

2007 წელს პირსმა და თავისმა გუნდმა მწვანე ლოკოკინაში აღმოაჩინეს ფოტოსინტეზის მასინთეზებელი გენები, რომლებიც მსგავსი იყო წყალმცენარეების გენების, თუმცა ეს ლოკოკინები არასდროს გამოკვებილან წყალმცენარეებით. საბოლოოდ, პირსმა ასევე აღამოაჩინა აგლიური (წყალმცენარეების) გენები, რომლებიც საჭირო იყო ფოტოსინთეზის პროცესში მონაწილე ფერმენტების წარმოებისთვის.

პირსი მკვლევრების გუნდთან ერთად ასევე აკვირდებოდა ლოკოკინებს, რომლებსაც უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში არაფრით  კვებავდა. თვეების გასვლის შემდეგ ლოკოკინებმა შეწყვიტეს საჭმლის მონელებისათვის საჭირო პროდუქტების წარმობა. აღმოჩნდა, რომ მწვანე ლოკოკინები შეიცავდნენ ქლოროპლასტებს, რომლებიც მითვისებული იყო წყალმცენარეებისგან, მაგრამ პირსი იმასაც აღნიშნავს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ორგანლებიც უნდა მონელებულიყო. გადამოწმებისთვის მკვლევრებმა  ლოკოკინას გამოკვებეს მარკირებული ამინომჟავებით, რომლებიც შეიცავდა რადიოაქტიულ ნახშირბადატომს. თუმცა სუბსტრატის შეთვისების შემგომ მარკირებული ნახშირბადატომი აღმოაჩინეს ლოკოკინას ქლოროფილის მოლეკულაში.

ანუ შეჯამებაც რომ დავურთოთ მთელ ამ ექსპერიმენტს: გამოდის, რომ ზღვს მწვანე ლოკოკინა ორგანელებს მართლაც მიითვსებდა წყალმცენარეებისგან, რომლითაც ის იკვებებოდა, მაგრამ ამასთანავე მთელი ადაპტაციური მექანიზმების წყალობით (რაც გენომების მსგავსბითად უნდა დასტურდებოდეს) ქლოროპლასტები ლოკოკინას სხეულში უპრობლემოდ გამოიმუშავებდნენ ქლოროფილს და წარმართავდნენ ფოტოსინთეზის პროცესს.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება