ბლოგი

კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან

კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან

ფეისბუქზე გაზიარება

კატები მართლაც საოცარი არსებები არიან, მათში გაცილებით მეტი მაგიაა, ვიდრე აქამდე წარმოგედგიმა. ასე რომ, კატები სახლს მხოლოდ თაგვებისგან კი არ იცავს, არამედ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგანაც.


ეს ცხოველები ცნობილია უარყოფითი ენერგიის დაჭერისა და მისი პოზიტიურად შეცვლის უნარით. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანების უმეტესობა თავს მშვიდად გრძნობს, როდესაც მხიარულ კნუტთან არის ახლოს.


კატები ხედავენ ჩვენს აურას და ამჩნევენ მის მცირედ ცვლილებებსაც კი. მათ შეუძლიათ "შეაღწიონ" მასში და “გამოასწორონ ხარვეზები”. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დაავადებებისგან განკურნვაც კი. გარდა ამისა, კატები გვმატებენ სულიერ სიმტკიცესაც. ბუდისტურ კულტურაში კატა გამოსახულია, როგორც დროებითი თავშესაფარი უაღრესად სულიერი ადამიანის სულისთვის.


კატებს შეუძლიათ მიგვითითომ, რომ სახლში კიდევ ვიღაც არის. თუ ხედავ, როგორ კნავის შენი კატა, მაშინ ის ადამიანის თვალისთვის უხილავს ხედავს.


ამ ცხოველებს შეუძლიათ თავიანთი ვიბრაცია ადამიანისთვის გადაცემაც. ოდესმე მოფერებიხარ კატას, როდესაც მუცელზე გეწვა და მოულოდნელ შვება გიგრძვნია? სწორედ, ასეთ მომენტებში ხდება ვიბრაციების გაცვლა.


ზოგი ადამიანი კატებს ზარმაც არსებად მიიჩნევს, თუმცა ამ სიზარმაცის ახსნა შესაძლებელია. ძილის დროს კატა ათავისუფლებს იმ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც შენგან აიღო. თუ კატა მთელი დღე სძინავს, ე.ი. მას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე შენ ფიქრობ. და გულწრფელად რომ ვთქვათ, უმჯობესია ერთდროულად 2 კატა გყავდეს, რათა მათ ეს ტვირთს ერთმანეთში გადაინაწილონ.


ზოგიერთი თავის კატაში მფარველ ანგელოზსაც კი ხედავს. თავის წიგნში „ანგელოზები და დემონები. რა ვიცით სინამდვილეში მათ შესახებ? ”პიტერ კრიფტი წერს, რომ როდესაც იგი დეპრესიაში იყო ეჩვენებოდა, რომ მისი მფარველი ანგელოზი მისი ცხოველის სხეულში იყო. მწერლის თქმით, მის კატაში რაღაც განსაკუთრებული იყო და ეს მასზე დიდ გავლენას ახდენდა.


საერთოდ არაა საჭირო დააკვირდე ცხოვრლს, რათა გაიგო განსაკუთრებულია თუ არა იგი. ნებისმიერი კატა მსგავსად მაგიურია. 


ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი ”კატთმოძულეა”, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ ცხოველებში არაფერია ჯადოსნური, თუმცა საკუთარ თავს ნებას მივცემ არ დავეთანხმო, რადგან - კატებში რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად არის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
მავნე ჩვევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რა მოვუხერხოთ ნათესავებს, რომლებიც გამუდმებით გვიწამლავენ ცხოვრებას?
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
2020 წლის ჰოროსკოპი
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?
ვერძის ქვები