ბლოგი

არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო

არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო

ფეისბუქზე გაზიარება

«პრინციპი «თვალი თვალისა წილ» მთელ სამყაროს დააბრმავებს».

დედამიწაზე ბევრი ცუდი ადამიანია და მათთან შეხვედრა თითოული ჩვენგანის ცხოვრებაში, უბრალოდ გარდაუვალია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები, ვილოცოთ, მედიტაცია ჩავატაროთ და ვეცადოთ ჩვენს გარშემო «დამცავი შრეები» შევქმნათ, მაგრამ ამ შეხვედრას წინ მაინც ვერაფერი აღუდგება. 

ასეთი ადამიანები, ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით ჩნდებიან და ამის შემჩნევა, ყოველთვის დროულად ვერ ხერხდება. ისინი შეიძლება იყვნენ ჩვენი კოლეგების, თანაკლასელების, მეგობრებისა და ნათესავების წრეშიც კი.

ცუდი ადამიანების ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლისთვის ხელის შეშლა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, არასოდეს გადაიფიქროთ „კარგი ადამიანობა“ მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდ ადამიანს გადააწყდით. 

ჭერშმარიტი ცვლილებები შინაგანად ხდება. ხოლო ისინი, რომლებიც პროვოცირებულია გარე ფაქტორებით, სინამდვილეში სულაც არ წარმოადგენს ცვლილებებს, მითუმეტეს ისეთს, რომლებიც თქვენ გჭირდებათ და დიდ მნიშვნლობასაც არ ატარებენ. 

გახსოვდეთ, თქვენ გაცილებით მაღლა დგახართ იმისათვის, რომ ცუდი ადამიანების ნეგატიური გავლენა მოგწვდეთ და დაგიმორჩილოთ. არასასურველი გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ინდივიდუალურობის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, თუ რა სურთ ცუდ ადამიანებს ან როგორი გრძნობების გაღვივება უნდათ თქვენში, ნამდვილად ძლიერი პიროვნებების დამახასიათებელი თვისებაა. 

იყავით კარგი ადამიანი - პირველ რიგში საკუთარი თავისთვის

სხვების გამო „კარგი ადამიანობა“ უბრალოდ პირფერობაა. სიკეთე და კარგი საქციელი მოტივირებული უნდა იყოს შინაგანი „მე“-ს მიერ და არა იმისთვის, თუ რას იტყვიან თქვენზე გარშემომყოფები. იყავით კარგი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის.

თუ სიკეთეს გამოიჩენთ სხვების მიმართ, საპასუხოდაც იგივეს მიიღებთ. თითოეული ჩვენგანი კარგად გრძნობს თავს, როცა გარშემო ყველა კარგად არის. თუ ცუდ ადამიანებს მისცემთ უფლებას შეგაწყვეტინონ სიკეთის კეთება, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებთ, რომ სინამდვილეში არ ყოფილხართ კარგი ადამიანი... წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ შეძლებდა თქვენთვის ამ თვისების წართმევას. იყავით კარგი ადამიანი საკუთარი სურვილით და მიზეზებით, და არა სხვების გამო. 

თვალი თვალისა წილ...

მაჰათმა განდის მიაწერენ სიტყვებს იმის შესახებ, რომ «პრინციპი «თვალი თვალისა წილ» მთელ სამყაროს დააბრმავებს». თუ თქვენ აღარ იქნებით კარგი ადამიანი და ცუდის კეთებას დაიწყებთ მხოლოდ იმის გამო, რომ დედამიწაზე უამრავი ცუდი ადამიანია, ამით მხოლოდ დამატებით ტანჯვას მოუტანთ გარშემომყოფებს. 

ცუდი ადამიანები ტკივილს მიაყენებენ არამარტო თქვენს გარემოცვას, არამედ თქვენც, თუკი არ შეეწინააღმდეგებით და თვალებს დახუჭავთ მათ ქცევაზე. მსგავსი სიტუაციის რეაგირების გარეშე დატოვებით, თქვენ მხოლოდ გააძლიერებთ მათ გავლენას სამყაროზე, მათ შორის თქვენზეც. ცუდი გავლენისგან გათავსიუფლება შეგიძლიათ მარტივად - შეაქციეთ ზურგი ცუდ ადამიანებს და განაგრძეთ სიკეთის კეთება. სიძულვილის წახალისება არ არის საჭირო. 

გჯეროდეთ სიკეთის

თუ ამ სტატიამ დაგაინტერესათ და კითხულობთ, ესეიგი მეტწილად კარგი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით. თქვენს მსგავსად ვინც წაიკითხავს ისინიც ამ კატეგორიას წარმოადგენენ. შესაბამისად, მარტო არ ხართ და დედამიწაზე ბევრი ადამიანია, ვინც თქვენსავით ფიქრობს. 

ამიტომ, თუ ცხოვრებაში ცუდ ადამიანს შეხვდებით, გახსოვდეთ, რომ სამყაროში არსებობს სიკეთე, რომლის კეთება, უამრავ ადამიანს სიამოვნებს, როგორც თქვენ. ასეთი განწყობა და ფიქრი, დაგეხმარებათ წინააღმდეგობა გაუწიოთ ცუდი ადამიანების ნეგატიურ გავლენას, გააძლიეროთ საკუთარი პოზიტიური მიდგომა და სიკეთის კეთების უნარი, რითაც უკეთსი სამყაროს შექმნაში თქვენს ღირსეულ წვლილს შეიტანთ.  

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
ალკოჰოლის ჰოროსკოპი
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
მშიშარა ზოდიაქოს ნიშნები
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
პლუტონი ჰოროსკოპში
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის