ბლოგი

ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს

ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს

ფეისბუქზე გაზიარება

სიყვარულსა და ომში ყველა საშუალება ამართლებს, თვლიან ისინი.

როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, შავ-თეთრი არ არსებობს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ერთი მხარე „ვარდისფერ სათვალეს“ ატარებს, ხოლო მეორე ამით სარგებლობს.

„სიყვარულსა და ომში ყველა საშუალება ამართლებს“- ამ პრინციპით ცხოვრობს შემდეგი სამი ზოდიაქოს ნიშანი.

ვერძი

ეს ცეცხლოვანი ნიშანი თავისი დაუოკებელი ენერგიით და ფეთქებადი ტემპერამენტით არის ცნობილი. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ვერძებისთვის ძალიან მნიშნელოვანია სექსუალური ენერგია. ისინი ვნებიანი საყვარლები არიან და ხშირად ვერ აკონტროლებენ თავის ლიბიდოს.

ქორწინება ვერ ამშვიდებს მათ, პირიქით, ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი „მშვიდ ნავსაყუდელში“ დიდხანს ყოფნას ვერ უძლებს.

სასწორი

კარგი შთაბეჭდილების მოხდენის გადამეტებული სურვილის გამო სასწორს ბევრი ფლირტი მოსწონს. და კიდევ ეს ადამიანები ადვილად იხიბლებიან და ამ ტალღაზე რომანს იწყებენ ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევენ ამას.

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ვნებიანი არიან, მაგრამ ამასთან, რომანტიულ სიყვარულზე ოცნებობენ ჰოლივუდის ფილმების სტილში. თუმცა, მათი კომპლიმენტები ყოველთვის არ არის გულწრფელი.

მშვილდოსანი

კიდევ ერთი ცეცხლოვანი ნიშანი, რომელიც ვერ წარმოიდგენს ცხოვრებას სექსუალური მრავალფეროვნების გარეშე. ისინი, როგორც წესი, არ ღალატობენ, როდესაც ემოციების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, მათი მოქმედებები საკმაოდ გააზრებულია. მეტიც, მშვილდოსნები არ განიხილავენ მეუღლეთა ღალატს როგორც ამორალურ ქცევას. მათთვის ეს თავისებური სპორტია, რომლითაც დრო და დრო უნდა დაკავდე.

მშვილდოსნები, როგორც წესი, ძალიან ზრუნავენ თავის გარეგნობაზე და თავისი ხიბლით არიან ცნობილი. თუ ამ სილამაზეს ვერ გაუძელით, რას იზამთ, თქვენი ბრალია.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სტიქიების მიმოხილვა
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
სამი ყველაზე ამბიციური ნიშანი.
სიახლეები Horoskopi.ge-ზე (ვიდეო)
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
იდეალური წყვილები
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
„სიყვარულის მეფეები“ - მამაკაც ზოდიაქოს ნიშნებში
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ