კომპანიის შესახებ

სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა.

კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

სეუ დეველოპმენტს აქვს რამდენიმე დასრულებული მშენებლობა, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე - ა. პოლიტკოვსკაიას 32 ნომერში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯიქიას 7 ნომერში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

დასრულებული პროექტებია: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ძველი და ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო და საგამოფენო შენობები, ასევე ბიზნესცენტრი თბილისის გარეუბანში.

სეუ დეველოპმენტის ყველა მშენებლობა სრულად დაფინანსებულია საწყის ეტაპზევე, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება.

კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მშენებლობაზე გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა. სეუ დეველოპმენტის პრიორიტეტია, ისეთი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს, ამასთან მსგავსი პროექტების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისთვის.


სრულად

კომპანიის პროექტები

ყველა აქცია

გამოიწერე სიახლეები პროექტების შესახებ!