რა სახის ბუხრები არსებობს და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი

რა სახის ბუხრები არსებობს და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი

ბუხარი სახლს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს. ის შეიძლება დამონტაჟდეს როგორც კერძო სახლში, ასევე ქალაქის ბინაში. ხოლო არჩევანი იმდენად დიდია, რომ გადაწყვეტილების მიღება რთულია. ჩვენ ბუხრის რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ დიზაინს გაგაცნობთ: შალე ეს ერთ-ერთი ყველაზე თბილი და კომფორტული სტილია. ის შვეიცარიის მთებში არსებული ტრადიციული ხის სახლის ინტერიერის ნაწილია. მსგავსი ტიპის ბუხარი ძალიან უხდება სამთო-კურორტებზე აშენებულ სახლებს. მიუხედავად იმისა, რომ ფერთა არჩევანი დიდია, განსაკუთრებული პოპულარობით შავი, კლასიკური მოდელები სარგებლობს. გაზის ბუხარი ამ ტიპის ბუხრის დამონტაჟება მხოლოდ სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით არის შესაძლებელი. კონსტრუქცია შეიძლება მიუერთდეს როგორც ცენტრალურ სისტემას, ისე გახის ბალონებს. მსგავს ბუხრებს, ხშირად შეშით რთავენ, რომ ის ნამდვილს დაემსგავსოს. მას, ტრადიციულ ბუხართან შედარებით, წვის დაბალი ტემპერატურა აქვს. აგურის ბუხარი გამძლე აგურისგან დამზადებული ბუხრები პრაქტიკაში კარგად დამკვიდრებული ვარიანტია, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ასთ ბუხრებს, როგორც წესი, უნარჩუნებენ აგურის ბუნებრივ ფერს, ანაც, ღებავენ. მსგავს დიზაინში, ყველაზე გავრცელებული ფერია – თეთრი. ელექტრო ბუხარი მსგავსი ტიპის ბუხარი ელექტროობას უერთდება და აქვს როგორც პლიუსები, ისე, მინუსები. ის დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას ხარჯავს, ოთახს კი სუსტად ათბობს. თუმცა, არ გამოსცემს ხმებს და არ საჭიროებს გასუფთავებას და ვენტილაციას. თუ სახლში ბუხარი ესთეტიკური დანიშნულებით გინდათ და არა საყოფაცხოვრებო მიზნით, მაშინ, ის თქვენთვის შესაფერისი ვარიანტია. ბიო ბუხარი ეს ბუხარი კი შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც სერიოზული რესურსების დახარჯვას არ აპირებს ბუხრის მოწყობაზე. მსგავსი ბუხარი არ გამოიმუშავებს ჭვარტლს, მისი კერა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო ცეცხლის შეკეთება სპირტის საშუალებითაა შესაძლებელი. კლასიკური ბუხარი