როგორ შევირჩიოთ ტატუ? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ შევირჩიოთ ტატუ?

გააზიარეთ:

ყოველი მეორე ჩვენთაგანი ოდესმე დაფიქრებულა ტატუს გაკეთების შესახებ. გაითვალისწინეთ ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან იგი მთელი ცხოვრებით დაგრჩებათ (არსებობს დროებითი ტატუებიც). თუ თქვენ უკვე ჩამოყალიბდით, მაშინ მოდით შევარჩიოთ რა და სად დავიხატოთ.

უპირველესად მოდით გადავწყვიტოთ თუ სად დავიხატოთ ტატუ. თუ თქვენ გიწევთ მუდმივი ურთიერთობა ადამიანებთა და მუდმივად გაქვთ კლიენტებთან კონტაქტი, მაშინ თქვენ არ შეგაქებენ სხეულზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებისათვის. ამ შემთხვევაში ტატუ უნდა გავიკეთოთ შეუმჩნეველ ადგილას, რასაც ტანსაცმელი დაფარავს. ეს შეიძლება იყოს, ზურგი, მუცელი, მხარი და ა.შ.

თუ თქვენ არ ხართ დამოკიდებული საკუთარი უფროსების მოსაზრებებზე, მაშინ თამამად შეგიძლიათ ამ ხელოვნების დემონსტრირება. ეს შეიძლება იყოს კისერი, ხელი, ან სახე.

შემდგომ დავადგინოთ თუ რისი დახატვა გნებავთ, თუ თქვენ ტატუს იკეთებ რაიმე მოვლენასთან დაკავშირებულს, მაშინ შეგიძლიათ ტატუ ვიზუალურად მიაბათ ამ მოვლენას. მაგალითად მოგზაურობა გიზაში, ტატუს შეგიძლიათ პირამიდების სახე მისცეთ. განუყრელ მეგობრობის სიმბოლოა – “ბოქლომში ჩახატული სახელები”. მოკლედ აქ გამოიყენეთ ფანტაციის უნარი და მოიფიქრეთ ნახატი.

თუ თქვენ ტატუს იკეთებთ “სოლიდარობის” ნიშნად, ან სილამაზისათვის ან უბრალოდ და არ იცით რა შეარჩიოთ, მაშინ შეგილიათ ინტერნეტში მოძებნოთ გამზადებული ესკიზები. ინტერნეტში თავისუფლად წააწყდებით უამრავ საინტერესო და ორგინიალურ ესკიზებს. თუ გსურთ რაიმე ექსკლუზიური მაშინ მიმართეთ მხატვარს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ ის რაც გსურთ. ზოგადად ასეთ მხატვარებს წააწყდებით ტატუ სალონებში, რომლებიც თქვენი მითითებებით ან საკუთარი ფანტაზიის წყალობით უფასოდ დაგიხატავენ ესკიზს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ვიდეოზე გადადით თუ გინდათ ჩემთან თამაში: https://youtu.be/1OxYwm4E1OE ჩემი მეორე არხი: https://youtube.com/channel/UCjx-QDEXdAvHbpb-qpctDpg სოციალური ქსელები: ჩემი istagram: ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • ძემი უდიდესი პატივისცემა ყველა ადამიანს ვინც სტადიონზე მოვიდა, ან სახლიდან გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს! განსაკუთრებული მადლობა ამ შესანიშნავ ხალხს, რომლებიც მთელ გულს და სულს დებენ ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი