სიახლეები

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადება

1704
  • 6 ივლისი 2016
განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადება

იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც ვერ გადალახეს, 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კონკურსის პირველი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება და   მეორე - ხარისხობრივი შეფასების ეტაპები,  განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად  საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.

 

შეხვედრას დაესწრებიან ცენტრის პროგრამების სამსახურის თანამშრომლები და  ექსპერტი - მარიო შუტცე -  (გერმანელი იურისტი, კიოლნის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი საქართველოში. 2014 წლიდან დასაქმებულია თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მრჩევლის პოზიციაზე), რომელიც აპლიკანტებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.

 

 

შეხვედრების განრიგი :

  • 12 ივლისი -14:00 -17:00 საათამდე, შეხვედრების ოთახი # 4, მესამე სართული;  
  • 13 ივლისი -14:00 -17:00 საათამდე, შეხვედრების ოთახი # 4, მესამე სართული;  

მის: თბილისი, ინგოროყვას ქ#7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია);

 

 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და თქვენთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე:  IECMEETINGS@IEC.GOV.GE

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

Read more
345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789