რჩევები მასტურბაციაზე

წარმოვიდგინოთ, ან უფრო მეტიც, დავუშვათ, რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. ბევრ შაქარს არ იღებ, ფეხითაც დადიხარ, საცობებში იშვიათად ხვდები, დილით გრანოლას მიირთმევ, საღამოთი ავტობუსში აჭყლეტვა არ გიწევს, სახლიც დალაგებული გაქვს და დე ვიტამინიც არ გაკლია. 

მაგრამ თითქოს, რაღაც მაინც გაკლია… 

და აი დადგა ოვულაციის მომენტი, ან უბრალოდ სავსე მთვარეა, ან შენმა საყვარელმა ფეხბბურთის გუნდმა მოიგო და სწორედ მაშინ მიხვდი, რა გაკლდა! 

Dry spell — თურმე დიდხანს გაგგრძელებია, ბოლო გრელკა ბებიაშენმა მოისროლა სანაგვეზე და აწი გასათბობად და გასართობად საკუთარი თავიღა შეგრჩა! 

ხოდა შენც საუკუნეების ნაცად, ყველა თაობა გამოვლილ, ევოლუცია გადატანილ ხერხს მიაკითხე — მასტურბაციას!
აი, იმას, ბავშვობაშიც რომ ხშირად ვაკეთებთ, მაგრამ არ გვახსოვს და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ცოდვად რომ მიიჩნევს. ღმერთმა აცხონოს მათი გარყვნილი სულები

რა სჯობს ერთ საღამოს კარგად შეცოდვას?!
მაგრამ, თუ შეცოდვაა, ბოლომდე შეცოდვა იყოს, ამისთვის კი რამდენიმე რჩევას მოგაშველებთ. 

მაშ ასე, მასტურბაცია 101:

არ დაგავიწყდეს ოთახის კარის ჩაკეტვა

დავუშვათ, რომ მარტო არ ცხოვრობ. დავუშვათ, რომ ამ ლარის კურსით ცალკე გადასვლა ვერ მოახერხე.
ძალიან უხერხული სიტუაციისგან თავის ასარიდებლად იზოლაციაში ყოფნა აუცილებელია. ასე რომ, მაინც, გადაკეტე კარი, ჩართე მუსიკა, შამანური დრამები, ჯორჯ მაიკლი, ჯო კოკერი, smooth jazz, რაც გაგიხარდეს! შეიძლება მასტურბაცია ჟიჟეკის ან რამე პოდკასტის ფონზეც მოგწონდეს! არ განგიკითხავთ ამისთვის. 

პორნო და სხვა გარყვნილებები!

თუ ფანტაზიებში ძრომიალი გეზარება, ნუდებსაც არავინ გიგზავნის, ონლიფენსის საბსქრიბშენის ფულებიც არ გაქვს, შეგიძლია პორნოს მიმართო! 

აპრობირებული მეთოდია — ვიზუალური მასალა მარტივად აღაგზნებს ადამიანს, მით უმეტეს თუ ამ ყველაფრისთვის მხოლოდ უახლოესი 10 წუთი აქვს, დრო კი ფულია, ფული კი არ არის! ანუ დროც არ არის! თუმცა, მაინცდამაინც პორნოზე ნუ შეჯდები, არ ყოფილა ტვინის ნეირონული გზებისთვის კაი ამბავი, თურმე! 

აილესე თითები, ხელი ან საყვარელი არაფუმფულა სათამაშო!

ასევე, სანამ სხვის თვალში დირეს დაინახავ… ჯერ კარგად დარწმუნდი, ხომ იცი კლიტორი სად გაქვს? თუ არა, მაგის დაგუგლვაც მოსულა და აქამდე საკუთარი თავი თუ არ დაგითვალირებია, შეგიძლია ახლა დაიწყო! სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. 

მამაკაცების შემთხვევაში მე მგონი ყველაფერი მეტად ცალსახაა. 

მას შემდეგ რაც უკვე მივხვდებით, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, ფანტაზიებიც ექსპლუატაციაშია ჩაშვებული, ახლა უკვე სათამაშოების ან საკუთარი ხელების ექსპლუატაციის დროც დგება.
აქვე დავძენ, რომ თუ აქამდე წყალი და კერძოდ საშხაპის თავი არ დაგიტესტავთ — დროა ესეც სინჯოთ. წყლის ტემპერატურის კონტროლი, გაციება და უეცრად გაცხელება, საჭირო ნერვებს გამოგიცოცხლებთ — საჭირო ადგილას! არ მოგერიდოთ საკუთარი თავის, შეგიძლიათ ხელები ნებისმიერ ადგილას უფათუროთ. 

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წოლა აუცილებელი არაა!

ცვალე პოზიციები for the full experience. ხომ იცი, სექსში როგორცაა, ხან მუხლებზე ხარ, ხან დგახარ, ხან ის, ხან ეს — ცოტა ამოძრავდი. მაგრამ მაქსიმალური კომფორტი თუ წოლაა, ეგეც არაა პრობლემა. 

ჩალუბრიკანტდი!

ეს რჩევა განსაკუთრებით რელევანტური მამაკაცებისთვის იქნება. რა თქმა უნდა, თქვენი პენისისთვის ყველაფერი კარგი გინდათ — მათ შორის კარგი, სრიალა სინესტე. თუ პორნოს ჩართვა არ გინდა და გირჩევნია სამყაროსა და მასტურბაციას დახუჭული თვალებით უცქირო, შეგიძლია რომელიმე ეროტიკული აუდიოწიგნი ჩართო, ან სულაც ეროტიკულ ლიტერატურას მიადგე და გზად იკითხო!

ნუ გრცხვენია, ვის არ დაუნძრევია!

თუ ბავშვობიდან გონებაში გქონდა ჩაბეჭდილი, რომ მასტურბაცია ცოდვა იყო, ჯოჯოხეთში მოხვდებოდი, უზრდელად ჩაგთვლიდნენ ან პრიუტში ჩაგაბარებდნენ, იცოდე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მეცნიერული მტკიცებულებით არ დასტურდება და იცოდე, რომ ყველა მასტურბირებს ან ბავშვობაში მაინც მასტურბირებდა! 

ყველაფერი სხვა, რაც მასტურბაციის აქტს ნეგატიურად ხატავს და მას მორალურ და რელიგიურ კონტექსტს მიაწერს, მოგონილი ახსნებია. გასაკვირი არცაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თვითონ სექსიც — ყველაზე ბუნებრივი მოთხოვნილება და აქტი, ნეგატიურ ჭრილშია ხოლმე განხილული — ისევ და ისევ ცუდი სოციალური დასწავლის, რელიგიისა და ადამიანის გაკონტროლების სურვილის გამო. 

მოკლედ, იმასტურბირე რამდენიც გინდა, ოღონდ გარეთ გასვლა, სოციალური ცხოვრების ფერხულში ჩაბმა და დე ვიტამინის მიღებაც არ დაგავიწყდეს!