ქართული სამოსი–ჩოხა

სიტყვა ჩოხა კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნების ენებში გვხვდება. ასე მოიხსენიებენ მოსაცმელი სამოსელის შალის ქსოვილს – საჩოხეს. ჩოხა – შესამოსელი კაბაა, რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია. გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები… ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცმევდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო. კავკასიური ტიპის ჩოხა – ტანზე მჭიდროდ იყო შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭს და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ქონდა. წელს ვერცხლის დეტალებით მდიდრულად შემკული ქამარი უმშვენებდათ. გრძელი ჩოხა პირველად მეგრელებმა მოირგეს. ის მე-19 საუკუნისთვის სამეგრელოს და სვანეთის თავადების გარდერობში უკვე კარგად გათავისებული სამოსელი იყო. შემდეგ კი იმერეთშიც შემოვიდა ჩოხა, ის უფრო მოკლე იყო სიგრძეში და შარვლის და პერანგის მკლავები ჩანდა. ქართლ-კახეთში ჩოხა აქტიურად არ მიუღიათ. გრძელი ჩოხა არც გავრცელებულა. ქართლ-კახური ჩოხა – სიგრძით მუხლებს ფარავდა, მკერდი სამხუთხა ფორმით ქონდა ამოჭრილი, რომელიც ახალუხს აჩენდა. ძირითადად უსარტყლოდ ატარებდნენ. მთიანმა რეგიონმა კი ჩოხას თავისებული ხიბლი მისცა ხევსურული – მოკლე, უღილკილო. გულმკერდზე ონრამენტული ნაქარგით, ჯვრებით.

ვიდეო წყარო

დატოვე კომენტარი