მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

პირველ დეკემბერს, ყველაზე საყვარელი საახალწლო ფილმის, "მარტო სახლშის" ვარსკვლავს, მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გახსნაზე სიტყვით მსახიობი კეტრინ ო’ჰარა გამოვა, რომელიც საკულტო ფილმებში კევინის დედის როლს ასრულებს.

ცნობისთვის, ფილმში "მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული" შესრულებული როლისთვის მსახიობს ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული.

ახლა კალკინი 43 წლისაა. ის საცოლესთან, ბრენდა სონთან ერთად ცხოვრობს, რომელთან ერთადაც ვაჟს ზრდის.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები