META-ს პირველი განცხადება FB-სა და ინსტაგრამის შეფერხებით მუშაობის თაობაზე

05-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე საათით ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობდა - საიტზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდა 500 000-ზე მეტი ადამიანი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ხარვეზის პერიოდში X-ზე განცხადება გააკეთა მეტას სპიკერმა, ენდი სტოუნმა:

„ვიცით, რომ ადამიანებს ჩვენს სერვისებზე წვდომა უჭირთ. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“, - ვკითხულობთ მის პოსტში X-ზე.

სოციალურ ქსელში შესვლის პრობლემა საქართველოსა და კიდევ არაერთ ქვეყანაში ჰქონდათ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები