გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტო - სურათი ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა გაამხილა

03-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოც ქსელში გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა.

"დილის საჩუქარი:

გალაკტიონ ტაბიძის კიდევ ერთი უცნობი ფოტო. გულშემატკივრებით გარემოცული პოეტი. მზია კიკაჩეიშვილის (დგას მარცხნივ) არქივიდან.

ციფრული ფოტომატიანე - ს  სურათი მზია კიკაჩეიშვილის შვილიშვილმა გაუმხილა, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს.", - წერს კეკელიძე და ფოტოს აქვეყნებს.


შეგახსენებთ, რომ გალაკტიონ ტაბიძე პოეტი და დიდი საზოგადო მოღვაწე გახლდათ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები