მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ნაგავშემკრები კონტეინერები გადავსებულია

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ნაგავშემკრები კონტეინერები გადავსებულია

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ნაგავშემკრები კონტეინერები გადავსებულია, ნარჩენები კი პერიმეტრზეა მიმოფანტული.

ადგილობრივები ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ.

“ქუთაისში დასუფთავების სამსახურს უფროსი ჰყავს? სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან ნაგავი ყრია, მეეზოვეებს კაპიკებს უხდიან, თვითონ კი უნივერმაღის დირექტორებივით უზარმაზარი ხელფასები და მანქანები აქვთ, ნაგავში იხრჩობა ქუთაისი”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ილია ჭავჭავაძის გამზირი არ არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც მოსახლეობა აღნიშნულ პრობლემაზე მუდმივად საუბრობს.

კომენტარები