რუსთაველი მოჭიდავის წარმატება

2019-12-16 21:20:25

რუსთაველი მოჭიდავე გუჯა ბარბაქაძე კაზახური სტილით ჭიდაობაში ზდასრულებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ჩემპიონატზე ყაზახეთში საქართველოს წარმომადგენელმა 5 შეხვედრა ჩაატარა და საფრანგეთის, იაპონიის, მონღოლეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებზე სრული უპირატესობა მოიპოვა.

ფინალურ ეტაპზე გუჯა ბარბაქაძე მასპინძელთან დამარცხდა, თუმცა მეორე საპრიოზო ადგილის მფლობელი გახდა, რაც მოჭიდავის თქმით, მის სპორტულ კარიერაში ძალიან დიდი წარმატებაა.

გუჯა ბარბაქაძე 1000$-თა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ამასთან, მას მსოფლიო ჩემპიიონატის ყველაზე ლამაზი გდების ავტორის სტატუსი მიენიჭა.