ახალი უნივერსიტეტი რუსთავში (ვიდეო).

2016-10-26 16:10:41

10 დღეში, რუსთავში სანაპიროს ქუჩაზე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი გაიხსნება. უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკლულტეტთან ერთად იფუნქციონირებს საექთნო ჯგუფებიც, სადაც სწავლის პერიოდი 2-წლიანი იქნება. უნივერსიტეტი 1000-მდე სტუდენტს მიიღებს, მათგან 400 უცხოელი სტუდენტი იქნება. უცხოელი სტუდენტებისთვის 5-სართულიან შენობაში, მოწყობილია საცხოვრებელი ოთახებიც. შენობაში ასევე იფუნქციონირებს სასადილო, ბიბლიოთეკა და სორტული დარბაზი. სწავლის ღირებულება ერთი სემესტრი სამედიცინო ფაკულტეტზე 3000-დოლარი ეღირება, საექთნო კურსებზე სწავლი ერთი სემესტრის ღირებულება კი 750-დოლარი იქნება. უნივერსიტეტის დამფუძნებლის თქმით, სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება,  ევროპული და ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამის ანალოგი. სასწავლებელში იქნება ინგლისურ ენოვანი ლიტეტარურაც. ასევე უნივერსიტეტის დამფუძნებლის განცხადებით, სასწავლო პროცესში იქნება მივლინებით პროგრამაბიც და სტუდენტები ცოდნის გაღრმავებას უცხოეთშიც შეძლებენ.