მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლები / “World’s Ugliest Dog 2012″


სულ ახლახანს, კალიფორნიის ქალაქ – Petaluma–ში წარიმართა კონკურსი „მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი“, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 29 პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის გამარჯვებული დიდ ბრიტანეთის მკვიდრი, ჩინური ჯიშის, ქოჩრიანი ძაღლი, სახელად – „მაგლი“ გახდა. გარდა მსოფლიო აღიარებისა, მისმა მეპატრონემ პრიზად 1000 დოლარი და ძაღლისთვის 1 წლის „მშრალი“ საკვების მარაგი მიიღო. ჩვენ, კი კონკურსის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ:


8 წლის ჩინური ჯიშის ქოჩრიანი ძაღლი, სახელად „მაგლი“, რომელმაც კონკურსზე – „მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი“ პირველი ადგილი მოიპოვა.


2 წლის მექსიკური ჯიშის, უბეწვო ძაღლი, სახელად – „რომანი“.


3 წლის ჩინური ჯიშის, ქოჩრიანი კონკურსანტი, სახელად – „ჯოზი“.


6 წლის ჩიხუახუა – „მაუსი“.


9 წლის მოპსი – „დეიზი“.


კონკურსის მონაწილე, ჩინური ჯიშის ქოჩრიანი ძაღლი – „აიკი“, საკუთარ პატრონთან ერთად.


კონკურსანტი, რომლის სახელიც საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს – “Creature” ( „არსება“, “ქმნილება”).


კონკურსის მონაწილე – „მანქი“.


ეს, კი ლამაზმანი „ჰექტორი“–ა.


ეს კვლავაც გამარჯვებული – „მაგლი“ გახლავთ.


როგორც „მაგლი“–ს ინგლისელმა მეპატრონემ – ბევ ნიკოლსონმა განაცხადა: „ჩემი ოჯახი ფიქრობდა, რომ სრულ ჭკუაზე ვერ ვიყავი, როცა კონკურსზე წასვლა განვიზრახე, თუმცა ახლა მთელი მსოფლიო გაიცნობს ჩემს საყვარელ „მაგლი“–ს“.


„მაგლი“–ს უკვე მოპოვებული ჰქონდა “დიდი ბრიტანეთის ყველაზე არასიმპათიური ძაღლი”–ს ტიტული, მაგრამ მისმა პატრონმა, მასთან ერთად საკმაოდ დიდი გზა გაიარა, რომ მეორე კონტინენტზე მოხვედრილიყო და საპატიო ტიტულით დაბრუნებულიყო შინ.


8 წლის, ყავისფერი შეფერილობის, მინიატურულმა – „მაგლი“–მ მსაჯები მართლაც გააოცა მისი მახინჯი და არაპროპორციული გარეგნობით.


ყავისფერი შეფერილობის „მაგლი“–ს ალაგ–ალაგ ვერცხლისფერი, ძალზედ იშვათი, მოგრძო ბეწვი აქვს, რაც მთლიანობაში მას ბალანგაცვენილის იერს აძლევს, ხოლო ქვედა ყბის ეშვები, მისი დახურული პირიდანაც კი მოსჩანს.


კონკურსი – „მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი“ კალიფორნიაში უკვე ოცდამეოთხედ იმართება.


ბოლო წლებია, რაც კონკურსის გამარჯვებულები ჩიხუახუას ჯიშის, ან ჩინური წარმომავლობის, ქოჩრიანი ძაღლები არიან.

წყარო   top100.ge

By : ცისკარა

კომენტარის დატოვება